საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბაბილონის კოშკიდან წარმოიშვა ჩვენი ენები?
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 სექტემბერი
    • პრიმიტიული თუ რთული ენა?

      როგორი იყო პირველი ადამიანების სალაპარაკო ენა? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირველი მამაკაცი, ადამი, სახელებს არქმევდა ცხოველებსა და ფრინველებს და, ამგვარად ახალ სიტყვებს ქმნიდა (დაბადება 2:20). გარდა ამისა, ცოლისადმი თავისი გრძნობები ადამმა ხატოვანი ენით გამოხატა. ევამაც ნათლად და გარკვევით ილაპარაკა იმაზე, თუ რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა და რა იქნებოდა დაუმორჩილებლობის შედეგი (დაბადება 2:23; 3:1—3). ასე რომ, თავდაპირველი ენა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევდა თავისუფლად გამოეხატათ აზრები თუ გრძნობები და ხატოვანი გამოთქმებიც კი გამოეყენებინათ.

      ბაბილონში ენის არევამ გამოიწვია ის, რომ ადამიანთა მოდგმა ერთობლივად ვეღარ ახერხებდა ინტელექტუალური უნარისა და ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზებას. მაგრამ მათი ახალი ენები ისეთივე რთული იყო, როგორც პირველი ენა. რამდენიმე საუკუნეში ადამიანებმა დიდი ქალაქები დააარსეს, შექმნეს ძლევამოსილი ჯარები და წამოიწყეს საერთაშორისო ვაჭრობა (დაბადება 13:12; 14:1—11; 37:25). იქნებოდა შესაძლებელი ასეთი პროგრესი საკმარისი სიტყვათა მარაგისა და გრამატიკის გარეშე? ბიბლიის თანახმად, ადამიანების თავდაპირველი სალაპარაკო ენა და ბაბილონში წარმოშობილი ენები არ ყოფილა პრიმიტიული. ისინი საკმაოდ რთული ენები გახლდათ.

      ამ აზრს თანამედროვე კვლევებიც ადასტურებს. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „დღემდე შესწავლილი ნებისმიერი კულტურა, თუნდაც ნაკლებად ცივილიზებული, რთული და სრულად განვითარებული ენით ხასიათდება“ (The Cambridge Encyclopedia of Language). ჰარვარდის კოლეჯის პროფესორი ფსიქოლოგიის დარგში სტივენ პინკერი თავის წიგნში აღნიშნავს: „როგორც ასეთი, ქვის ხანის ენა არ არსებობს“ (The Language Instinct).

  • ბაბილონის კოშკიდან წარმოიშვა ჩვენი ენები?
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 სექტემბერი
    • a როგორც წესი, ენის განვითარების შესახებ თეორიები მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისმაგვარი არსებისგან. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“, გვერდები 27—29. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება