-
ყანები „გადათეთრებულან მოსამკელად“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აპრილი
-
-
ცნობა მშობლიურ ენაზე
რიოაჩაში მცხოვრებთა უმეტესობას მშობლიური ენის, ვაიუნაიკის გარდა, ცოტა ესპანურიც ესმის. თავიდან სამეფოს შესახებ ცნობას არც თუ ისე ბევრი ისმენდა. ადგილობრივები, როგორც ჩანდა, ერიდებოდნენ იმათთან საუბარს, ვინც მათ ტომს არ ეკუთვნოდა. როდესაც იეჰოვას მოწმეები აკითხავდნენ სახლში, ვაიუ ინდიელთა უმეტესობა მათ მხოლოდ მშობლიურ ენაზე ელაპარაკებოდა. ამიტომ მოწმეები დიდხანს ვერ საუბრობდნენ მათთან.
1994 წლის მიწურულს იეჰოვას მოწმეთა კოლუმბიის ფილიალმა რიოაჩას კრებაში დანიშნა სპეციალურ პიონერთა ანუ სრული დროით მქადაგებელთა ჯგუფი. პიონერებმა სთხოვეს ვაიუ მოწმეს, მათთვის ვაიუნაიკის ენა ესწავლებინა. მათ ისწავლეს რამდენიმე მარტივი შეთავაზება, რომელთა გამოყენების შემდეგ მალევე შეამჩნიეს, რომ ხალხის დამოკიდებულება სასიხარულო ცნობის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უჭირდათ ვაიუნაიკის ენაზე ლაპარაკი, მობინადრეები სიხარულით უსმენდნენ და დამტვრეული ესპანურით დროდადრო საუბარშიც ერთვებოდნენ.
-
-
ყანები „გადათეთრებულან მოსამკელად“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აპრილი
-
-
სულიერი საზრდო ვაიუნაიკის ენაზე
1998 წელს ვაიუნაიკის ენაზე გამოვიდა ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“a. ის კარგი საშუალება გამოდგა ვაიუ ინდიელთათვის ბიბლიის სასწავლებლად. რამდენიმე ძმამ 2003 წელს გაიარა სპეციალური მომზადება, რათა იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები ვაიუნაიკის ენაზე ეთარგმნათ. რიოაჩაში მომუშავე მთარგმნელობითი ჯგუფის გულმოდგინე შრომის წყალობით უფრო მეტი ბროშურა გახდა ხელმისაწვდომი, რამაც ხელი შეუწყო ვაიუნაიკის ენაზე მოლაპარაკეთა შორის სულიერ ზრდას.
2001 წლიდან საოლქო კონგრესის პროგრამის ზოგი ნაწილიც ითარგმნა ვაიუნაიკის ენაზე. ბიბლიის შემსწავლელები სულიერად მხნევდებიან, როცა მშობლიურ ენაზე ისმენენ პროგრამას. მათ ერთი სული აქვთ, როდის წარმოადგენენ ბიბლიურ დრამას მათ მშობლიურ ენაზე.
-