-
რატომ არსებობს ბიბლიის ამდენი თარგმანი?საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 6
-
-
მაშ, რატომ გახდა საჭირო ბიბლიის თარგმანების გაკეთება? ქვემოთ მოყვანილია ამის სამი ძირითადი მიზეზი:
ბიბლია ადამიანებს მშობლიურ ენაზე უნდა წაეკითხათ.
ბიბლიიდან უნდა აღმოფხვრილიყო გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომები და, ამგვარად, აღდგენილიყო თავდაპირველი ტექსტი.
არქაული ენა თანამედროვე ენით უნდა შეცვლილიყო.
ვნახოთ, როგორ იქნა გათვალისწინებული ეს სამი ფაქტორი ორი უძველესი თარგმანის მომზადების დროს.
ბერძნული სეპტუაგინტა
იესოს განკაცებამდე დაახლოებით 300 წლით ადრე ებრაელი სწავლულები შეუდგნენ ებრაული წერილების ბერძნულ ენაზე თარგმნას. ეს თარგმანი სეპტუაგინტის სახელით გახდა ცნობილი. რატომ გადაწყვიტეს ამ თარგმანის გაკეთება? ის ებრაელებს დაეხმარებოდა, არ დავიწყებოდათ „წმინდა წერილები“, რადგან იმ დროისთვის ბევრი მათგანისთვის მშობლიური ენა უკვე ბერძნული იყო (2 ტიმოთე 3:15).
სეპტუაგინტის წყალობით მილიონობით არაებრაელიც გაეცნო ბიბლიის სწავლებებს.
-
-
რატომ არსებობს ბიბლიის ამდენი თარგმანი?საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 6
-
-
ახალ-ახალი თარგმანები
ამავე პერიოდში მომზადდა ბიბლიის თარგმანები სხვადასხვა ენაზე. ერთ-ერთი ასეთი თარგმანი, სავარაუდოდ, ახ. წ. მე-5 საუკუნით დათარიღებული სირიული ფეშიტა იყო. თუმცა მე-14 საუკუნემდე ვერ მოხერხდა წმინდა წერილების უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენებზე თარგმნა.
ინგლისელი ჯონ უიკლიფი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც სურდა, რომ ბიბლია მის თანამედროვეებს მათთვის გასაგებ ენაზე ჰქონოდათ და არა ლათინურზე, რომელიც იმ დროისთვის, ფაქტობრივად, მკვდარ ენად ითვლებოდა. ამიტომ მე-14 საუკუნის მიწურულს მან გამოსცა ბიბლიის ინგლისური თარგმანი. ცოტა ხანში იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა საბეჭდი მანქანა, რამაც ბიბლიის სწავლულებს საშუალება მისცა, ბიბლიის ახალ-ახალი თარგმანები გამოეცათ ევროპაში გავრცელებულ მრავალ ენაზე.
როცა ინგლისურ ენაზე არაერთი თარგმანი მომზადდა, კრიტიკოსებს კითხვა გაუჩნდათ, რა საჭირო იყო ამდენი თარგმანი ერთსა და იმავე ენაზე. მე-18 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი სასულიერო პირი ჯონ ლუისი წერდა: „დროთა განმავლობაში ენა ძველდება და ხალხისთვის გაუგებარი ხდება, ამიტომ ძველი თარგმანები მუდმივად საჭიროებს განახლებას, რათა ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრები ხალხისთვის გასაგები იყოს“.
დღეს, ისე როგორც არასდროს, ბიბლეისტებს უკეთ შეუძლიათ ძველი თარგმანების გადამუშავება, რადგან უფრო კარგად ესმით ის ენები, რომლებზეც ბიბლია დაიწერა; თანაც მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ბოლო დროს აღმოჩენილი ბიბლიის არაერთი უძველესი ხელნაწერი. ეს ეხმარება მათ, ზუსტად განსაზღვრონ, სინამდვილეში რა ეწერა დედანში.
-