საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მექსიკის მკვიდრი მოსახლეობა ისმენს სასიხარულო ცნობას
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 აგვისტო
    • ერთხელ ერთი იეჰოვას მოწმე ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად წავიდა, მაგრამ დაინტერესებული სახლში არ დახვდა. კართან ქმარი მოვიდა; დამ შესთავაზა ბროშურიდან მონაკვეთის წაკითხვა. „მე არაფერი არ მინდა“, — თქვა მამაკაცმა. ჩვენმა დამ ტოტონაკურ ენაზე უთხრა, რომ ბროშურა მათ მშობლიურ ენაზე იყო დაწერილი. ამის გაგონებაზე კაცმა სკამი მოწია და დაჯდა. დამ ბროშურიდან კითხვა დაიწყო, ის კაცი კი გამუდმებით ამბობდა: „ეს მართალია. კი, ეს ასეა“. ახლა ეს კაცი ქრისტიანული კრების შეხვედრებს ესწრება.

      იუკატანის შტატში ერთ დის ქმარი ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე იყო და ზოგჯერ კრებიდან დაბრუნებულ ცოლს სცემდა. მაიას ენაზე კრების შეხვედრების ჩატარება რომ დაიწყო, ქალმა გადაწყვიტა, ქმარი კრებაზე მიეწვია. ისიც მივიდა და ძალიან ნასიამოვნები დარჩა; ახლა კი კრებებს რეგულარულად ესწრება, ბიბლიას სწავლობს და, ცხადია, აღარც ცოლს სცემს.

      ტოტონაკურ ენაზე მოლაპარაკე ერთმა მამაკაცმა ორ მოწმესთან აღნიშნა, რომ არასოდეს ულოცია, რადგან მისთვის კათოლიკე მღვდელს უთქვია, ღმერთი მხოლოდ ესპანურ ენაზე წარმოთქმულ ლოცვებს ისმენსო. ის მღვდელს ფულს უხდიდა იმისათვის, რომ მას ტოტონაკურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის ელოცა. მოწმეებმა ამ კაცს აუხსნეს, რომ ღმერთი ნებისმიერ ენაზე წარმოთქმულ ლოცვას ისმენს და ტოტონაკურ ენაზე მისცეს ბროშურა. მანაც დიდი სიამოვნებით აიღო ის (2 ნეშტთა 6:32, 33; ფსალმუნები 64:3).

  • მექსიკის მკვიდრი მოსახლეობა ისმენს სასიხარულო ცნობას
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 აგვისტო
    • ● «სკოლაში ჩემმა ერთმა თანაკლასელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მოხსენება წაიკითხა. იმ დღეს სკოლა გავაცდინე და მისთვის არ მომისმენია, მაგრამ მეშინოდა, რომ გამოცდაზე ეს საკითხი არ შემხვედროდა და ამიტომ ვთხოვე, ჩემთვისაც მოეყოლა თავისი მოხსენების შინაარსი. მე ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ კვდებოდნენ ადამიანები. ამ თანაკლასელმა შემომთავაზა წიგნი „შემოქმედება“a და ბიბლიის შესწავლა. წიგნიც ავიღე და შესწავლაზეც დავთანხმდი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შემოქმედის განზრახვამ და სიყვარულმა.

      სკოლის დამთავრების შემდეგ შემეძლო ესპანურისა და ცოცილი ენის მასწავლებელი გავმხდარიყავი. მაგრამ ამისათვის საკმაოდ შორს უნდა გავმგზავრებულიყავი, გამოსასვლელ დღეებში დამატებით მემეცადინა და ქრისტიანული კრებები გამეცდინა. ამიტომ კალატოზად დავიწყე მუშაობა. მამა მოწმე არ იყო და ჩემი გადაწყვეტილება ძალიან არ მოსწონდა. მოგვიანებით, ჩემი პიონერად მსახურების დროს, ცოცილის ენაზე ჩამოყალიბდა მთარგმნელობითი ჯგუფი. ამ ჯგუფში მეც მიმიწვიეს.

      მე თავად ვარ იმის მოწმე, რომ როდესაც ჩვენი და-ძმები პუბლიკაციებს მშობლიურ ენაზე იღებენ, თავს დაფასებულად გრძნობენ. ამის დანახვა დიდ კმაყოფილებას მანიჭებს. ჩემი დანიშნულებით ძალიან კმაყოფილი ვარ» (უმბერტო).

      ● „ექვსი წლის ვიყავი, როდესაც დედამ მიგვატოვა. მამამ იეჰოვას მოწმეებთან შესწავლა რომ დაიწყო, მაშინ მოზარდი ვიყავი. ერთხელ ერთმა დამ ბიბლიის შესწავლის დაწყება შემომთავაზა. შესასწავლ მასალაში შედიოდა ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებიც. მე, უდედოდ გაზრდილმა მოზარმა, ვიფიქრე, რომ ეს სწორედ საჩემო იყო. 15 წლის ასაკში მოვინათლე.

      1999 წელს მამა მომიკლეს ბოროტმა ადამიანებმა, რომლებსაც მისი მიწის დასაკუთრება სურდათ. ამან გამანადგურა. მძიმე დეპრესიაში ჩავვარდი და მეგონა, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი. მაგრამ ყოველთვის იეჰოვას მივმართავდი ლოცვით და ვთხოვდი, ძალა მოეცა ჩემთვის. ძალიან დამეხმარნენ სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე. მალე პიონერი გავხდი.

      ერთხელ იმის მოწმე გავხდი, თუ ზოგმა მოწმემ როგორ იარა ფეხით დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში იმისათვის, რომ ტოტონაკურ ენაზე 20-წუთიანი მოხსენება მოესმინათ. კრების შეხვედრის დანარჩენი ნაწილი ტარდებოდა ესპანურ ენაზე, რომელიც მათ არ ესმოდათ. ასე რომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც ტოტონაკურ ენაზე მთარგმნელობით საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს.

      ადრე მამას ვეუბნებოდი, რომ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურება ოცნებად მქონდა გადაქცეული. მან მითხრა, რომ ჩემი ასაკის გასათხოვარი გოგოსთვის ეს ადვილი არ იქნებოდა. როცა მკვდრეთით აღდგება, როგორ გაუხარდება მამას იმის გაგება, რომ მე შევძელი ამის გაკეთება და მონაწილეობას ვიღებდი ჩვენს ენაზე ბიბლიური ლიტერატურის თარგმნაში!“ (ედიტი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება