საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ეს უნდა მოხდეს“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
    • ის თაობა იხილავდა

      11. რა თქვა იესომ „ამ მოდგმასთან“ დაკავშირებით?

      11 მრავალ იუდეველს ეგონა, რომ მათი თაყვანისმცემლობის სისტემა, რომელშიც ცენტრალური ადგილი ტაძარს ეჭირა, დიდხანს იარსებებდა, მაგრამ იესომ თქვა: „ლეღვისაგან ისწავლეთ. . : როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ“ (მათე 24:32–35).

      12, 13. როგორ გაიგებდნენ მოწაფეები იესოს სიტყვებს „ეს მოდგმა“?

      12 ახ. წ. 66 წლამდე ქრისტიანები იხილავდნენ შედგენილი ნიშნის მომასწავებელი მრავალი ნაწილის შესრულებას — ომებს, შიმშილობას და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის საყოველთაოდ ქადაგებასაც კი (საქმეები 11:28; კოლასელთა 1:23). როდისღა დადგებოდა აღსასრული? რას გულისხმობდა იესო სიტყვებში: „არ გადავა ეს მოდგმა [ბერძნულად „გენეა]“? ქრისტე მის თანამედროვე მოწინააღმდეგე იუდეველებს — რელიგიურ წინამძღოლთა ჩათვლით — ხშირად „ბოროტ და მრუშ მოდგმას“ უწოდებდა (მათე 11:16; 12:39, 45; 16:4; 17:17; 23:36). ასე რომ, როცა ზეთისხილის მთაზე კვლავ „მოდგმაზე“ ლაპარაკობდა, მას ცხადია მხედველობაში არ ჰყოლია მთელი ისტორიის განმავლობაში მცხოვრები იუდეველები; არც თავისი მიმდევრები, თუმცა ისინი „რჩეული მოდგმის“ წარმომადგენლები იყვნენ (1 პეტრე 2:9). იესოს არც ის უთქვამს, რომ „ეს მოდგმა“ დროის გარკვეულ მონაკვეთს ეხებოდა.

      13 იესოს მხედველობაში ჰყავდა ის მოწინააღმდეგე იუდეველები, რომლებიც მის მიერ მიცემული ნიშნის შესრულებას იხილავდნენ. ლუკას 21:32-ში მოხსენიებული „მოდგმის“ შესახებ პროფესორი ჯოელ ბ. გრინი წერდა: «მესამე სახარებაში „ეს მოდგმა“ (და მასთან დაკავშირებული ფრაზები) ყოველთვის იმ კატეგორიის ადამიანთა მიმართ გამოიყენებოდა, რომლებიც ღვთის განზრახვის წინააღმდეგ მიდიოდნენ . . . [ის მიუთითებდა] ადამიანებზე, რომლებიც ღვთის განზრახვას ჯიუტად ზურგს აქცევდნენ»b.

      14. რა მოუვიდა იმ „მოდგმას“, და როგორი, სრულიად განსხვავებული შედეგით დასრულდა ომი ქრისტიანებისთვის?

      14 იუდეველ მოწინააღმდეგეთა ბოროტი მოდგმა, რომელიც იხილავდა ნიშნის შესრულებას, შეესრწრებოდა ამ აღსასრულს (მათე 24:6, 13, 14). და ეს ასეც მოხდა! ახ. წ. 70 წელს რომაელები დაბრუნდნენ, ამჯერად იმპერატორ ვესპასიანეს ძის, ტიტუსის, მეთაურობით. ენით აუწერელი იყო იმ იუდეველთა ტანჯვა, რომლებიც ისევ ქალაქში მომწყვდეულები აღმოჩნდნენc. ამ ამბების თვითმხილველი იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, რომ რომაელების მიერ ქალაქის დანგრევისას დაახლოებით 1 100 000 დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 100 000 ტყვედ წაასხეს, რომელთა უმრავლესობა მალე შიმშილისგან ან რომის არენებზე დაიღუპა. მართლაც ახ. წ. 66—70 წლების გასაჭირი იერუსალიმისა და იუდეველთა სისტემისთვის უდიდესი იყო. მსგავსი რამ იქ არასოდეს მომხდარა, და არც მოხდებოდა. სრულიად განსხვავებულად დასრულდა ეს ომი ქრისტიანებისთვის, რომლებმაც ყურად იღეს იესოს წინასწარმეტყველური გაფრთხილება და ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარების უკან დახევის შემდეგ იერუსალიმიდან გაიქცნენ. ახ. წ. 70 წელს ცხებული ქრისტიანები ანუ „რჩეულები გადარჩნენ“ (მათე 24:16, 22).

  • „ეს უნდა მოხდეს“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
    • b ინგლისელი სწავლული ჯ. რ. ბიზლი-მერი აღნიშნავს: «მთარგმნელებისთვის ფრაზა „ეს მოდგმა“ არავითარ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს მაშინ, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ძველ ბერძნულზე „გენეა“ ნიშნავდა დაბადებას, შთამომავლობას, და აქედან გამომდინარე მოდგმას . . . [ბერძნულ „სეპტუაგინტაში“] ის ხშირად გამოიყენებოდა ებრაული სიტყვის „დორ“- ის სათარგმნად, რომელიც ნიშნავდა ადამიანის ასაკს, კაცობრიობის ასაკს ან მოდგმას თაობის გაგებით . . . იესოს სიტყვებში ეს გამოთქმა ორგვარი მნიშვნელობით გვხვდება: პირველი — ის ყოველთვის მიუთითებს თავის თანამედროვე ხალხზე, და მეორე — ყოველთვის უარყოფითი დატვირთვით იყენებს».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება