საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას ნიშნავს ქრისტეს მოსვლა?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 თებერვალი
    • თაობა, რომელიც ნიშანს ხედავს

      10, 11. ა) როგორ იხსნებოდა ადრე მათეს 24:34-ში მოხსენიებული სიტყვა „თაობა“? ბ) როგორ გაიგებდნენ სიტყვა „თაობას“ იესოს მოწაფეები?

      10 ადრე „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ მათეს 24:34-ში მოხსენიებულ „ამ თაობაში“ იგულიხმებოდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ურწმუნო იუდეველებიb. ასეთი ახსნა ლოგიკური ჩანდა, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში იესო სიტყვა „თაობას“ უარყოფით კონტექსტში იყენებდა, და უმეტეს შემთხვევაში ამ სიტყვასთან უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვას ხმარობდა, მაგალითად „ბოროტს“ (მათ. 12:39; 17:17; მარ. 8:38). აქედან გამომდინარე, როგორც „საგუშაგო კოშკში“ იყო ახსნილი, „თაობაში“ იესო გულისხმობდა ურწმუნოთა ბოროტ თაობას, რომლებიც დაინახავდნენ „ქვეყნიერების აღსასრულისთვის“ (სინტელეია) დამახასიათებელ ნიშნებს და მოესწრებოდნენ მის ბოლოს (ტელოს), ანუ განადგურებას.

      11 ცხადია, როდესაც სიტყვა „თაობას“ უარყოფით კონტექსტში იყენებდა, იესოს მხედველობაში ჰყავდა პირველ საუკუნეში მცხოვრები ბოროტი ადამიანები. მაგრამ მათეს 24:34-ში მოხსენიებულ „თაობაშიც“ ბოროტი ადამიანები იგულისხმებიან? გავიხსენოთ, რომ იესოსთან ოთხი მოწაფე მივიდა „სხვებისგან განცალკევებით“ (მათ. 24:3). ვინაიდან მათთან საუბრის დროს იესოს სიტყვა თაობასთან არ გამოუყენებია უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვა, მოციქულები უეჭველად იფიქრებდნენ, რომ იესო სწორედ მათ და დანარჩენ მოწაფეებს გულისხმობდა ამ თაობაში, რომელიც არ შეწყვეტდა არსებობას, ვიდრე ‘ეს ყველაფერი არ მოხდებოდა’.

      12. კონტექსტიდან გამომდინარე, ვის გულისხმობდა იესო „თაობაში“?

      12 რის საფუძველზე ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? დავუკვირდეთ კონტექსტს. მათეს 24:32, 33-ში იესომ თქვა: „ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი“ (შეადარეთ მარკოზის 13:28—30; ლუკას 21:30—32). ახლა მათეს 24:34 წავიკითხოთ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“.

      13, 14. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თაობაში“ იესოს თავის მოწაფეები უნდა ეგულისხმა?

      13 იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები, რომლებსაც მალე წმინდა სული მოეფინებოდათ, დაინახავდნენ ყველაფერს, რაც მოხდებოდა, და შესაბამის დასკვნასაც გამოიტანდნენ. აქედან გამომდინარე, იესოს თავისი მოწაფეები უნდა ეგულისხმა, როდესაც თქვა: „ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“.

      14 ურწმუნოებისგან განსხვავებით, იესოს მოწაფეები არა მხოლოდ ნიშანს დაინახავდნენ, არამედ მის მნიშვნელობასაც ჩასწვდებოდნენ. ისინი ‘ისწავლიდნენ’ ნიშნის თავისებურებებს და ‘ეცოდინებოდათ’ მათი ნამდვილი მნიშვნელობა. ისინი უეჭველად მიხვდებოდნენ, რომ იესო ‘კარზე იქნებოდა მომდგარი’. პირველ საუკუნეში ურწმუნო იუდეველებმაც და ერთგულმა ცხებულებმაც დაინახეს, რომ იესოს სიტყვები მცირე მასშტაბით შესრულდა, მაგრამ იმ მოვლენების ნამდვილი მნიშვნელობა მხოლოდ ცხებულმა ქრისტიანებმა გაიგეს.

      15. ა) ვინ შედის დღეს იესოს მიერ მოხსენიებულ „თაობაში“? ბ) რატომ არის შეუძლებელი „ამ თაობის“ ხანგრძლივობის დადგენა? (იხილეთ ჩარჩო 25-ე გვერდზე).

      15 ვინც სულიერ საკითხებს ვერ სწვდება, ჰგონია, რომ იესოს მოსვლის ნიშანი არ ჩანს. მათი აზრით, ყველაფერი უცვლელი რჩება (2 პეტ. 3:4). მათგან განსხვავებით, ქრისტეს ერთგულმა ცხებულმა ძმებმა, თანამედროვე იოანეს კლასმა, ისე ცხადად დაინახა ეს ნიშანი, თითქოს ელვამ გაანათაო. მათ ნიშნის ნამდვილი მნიშვნელობაც გაიგეს. როგორც ჯგუფი, ეს ცხებული ქრისტიანები შეადგენენ თანამედროვე „თაობას“c, რომელიც არ გადავა, „ვიდრე ეს ყველაფერი არ მოხდება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს ცხებული ძმებიდან ზოგიერთი ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნება, როდესაც ნაწინასწარმეტყველები დიდი გასაჭირი დაიწყება.

  • რას ნიშნავს ქრისტეს მოსვლა?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 თებერვალი
    • c წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი პირველი ხილვის შესრულება ამ თაობას ეხება (გამოცხ. 1:10—3:22). ამ თაობისთვის უფლის დღე დაიწყო 1914 წელს და გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო სულითცხებული არ მოკვდება და არ აღდგება (იხილეთ წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდი 24, აბზაცი 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება