საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 5/1 გვ. 29
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • სიფხიზლის დრო
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-11
  • რას ნიშნავს ქრისტეს მოსვლა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ‘ბოროტი მოდგმისგან’ ხსნა
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-11
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 5/1 გვ. 29

მკითხველთა შეკითხვები

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მათეს 24:34-ში მოხსენიებული სიტყვა ‘მოდგმის’ შესახებ ამას წინათ მიღებულ ახალ გაგებაში იგულისხმება ის, რომ ამ სისტემის აღსასრული შეიძლება შორეული მომავლისთვის გადაიდოს?

რასაკვირველია, არა. პირიქით, ამ საკითხის ახალი გაუმჯობესებული გაგება უნდა დაგვეხმაროს, ყოველთვის ველოდოთ აღსასრულს. რატომ შეიძლება ამის თქმა?

როგორც „სასწავლო სტატიების“ მე-11 ბროშურაში იყო ახსნილი, იესო გამოთქმას — „ეს მოდგმა“ — იყენებდა თავისი თანამედროვე ბოროტი ხალხის მიმართ (მათე 11:7, 16–19; 12:39, 45; 17:14–17; საქმეები 2:5, 6, 14, 40). ეს, როგორც ასეთი, არ ყოფილა კონკრეტული თარიღით დაწყებული დროის გარკვეული მონაკვეთის აღწერა.

ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი წლის 1-ლი ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ (ინგლ.) „მკითხველთა შეკითხვები“ ყურადღებას ამახვილებდა ორ ძირითად საკითხზე: „შეუძლებელია, რომ ხალხის მოდგმა წლების გარკვეული რაოდენობის შემცველ პერიოდად მივიჩნიოთ“, და „ერთი მოდგმის ხალხი ცხოვრობს დროის შედარებით მოკლე პერიოდში“.

ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვა ‘მოდგმას’ ამგვარად. მაგალითად, შეგვეძლო გვეთქვა, რომ „ნაპოლეონის მოდგმის ჯარისკაცებმა არაფერი იცოდნენ თვითმფრინავებსა და ატომურ ბომბებზე“. ვიგულისხმებდით ამ ჯარისკაცებში მხოლოდ იმათ, რომლებიც ზუსტად იმ წელს დაიბადნენ, რომელშიც ნაპოლეონი? ვიგულისხმებდით მხოლოდ იმ ფრანგ ჯარისკაცებს, რომლებიც ნაპოლეონის სიკვდილამდე დაიხოცნენ? რასაკვირველია, არა; სიტყვა ‘მოდგმის’ ამგვარად გამოყენებისას არც იმას ვეცდებოდით, რომ გარკვეული რაოდენობის წლები დაგვედგინა. მაგრამ ჩვენ ვიგულისხმებდით დროის შედარებით მოკლე პერიოდს და არა ნაპოლეონის დროიდან მოყოლებულ ასობით წელს.

მსგავსია იმის გაგება, რაც იესომ ზეთისხილის მთაზე თქვა თავის წინასწარმეტყველებაში. ამ წინასწარმეტყველების სხვადასხვა თავისებურებების შესრულება ადასტურებს, რომ ამ სისტემის აღსასრული ახლოსაა (მათე 24:32, 33). გაიხსენე, რომ გამოცხადების 12:9, 10-ის თანახმად, 1914 წელს ღვთის ზეციერი სამეფოს დამყარებისას სატანა ჩამოგდებულ იქნა დედამიწის მიდამოებში. გამოცხადება ამატებს, რომ ამჟამად სატანა დიდი მძვინვარებით არის აღსავსე. რატომ? რადგანაც იცის, რომ „დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12).

ამგვარად, სათანადო იყო, რომ „სასწავლო სტატიების“ მე-11 ბროშურა შეიცავდა ქვესათაურს — „ფხიზლად იყავით“. მომდევნო აბზაცში მართებულად იყო ნათქვამი: „ჩვენ არ გვჭირდება მოვლენების ზუსტი დროის ცოდნა. პირიქით, ჩვენ მთელი ყურადღებით უნდა ვიფხიზლოთ, განვავითაროთ მტკიცე რწმენა და ვიზრუნოთ, რომ დაკავებული ვიყოთ იეჰოვასადმი სამსახურით და არა თარიღის გამოთვლით“. შემდეგ ციტირებული იყო იესოს სიტყვები: „გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:33, 37).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება