-
ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანისაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
-
-
იმ პროექტებს შორის, რომლებზეც სამორა მუშაობდა, „ძველი აღთქმის“ სახელით ცნობილი ებრაული გამოცემა ლათინურ ენაზე გაკეთებულ თარგმანთან ერთად, უდავოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო. როგორც ჩანს, მან განიზრახა, რომ ეს მასალა, ძირითადად, გამოეყენებინათ „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ შესადგენად. ერთ-ერთი მისი ხელნაწერი დაცულია ელ ესკორიალის ბიბლიოთეკაში (მადრიდი, ესპანეთი). კატალოგში ამ ხელნაწერის მოძებნა შემდეგი ნომრით შეიძლება: G-I-4. ეს ხელნაწერი მოიცავს ებრაულ ენაზე შესრულებულ წიგნ „დაბადებას“ ლათინურ სტრიქონობრივ ანუ სიტყვასიტყვით თარგმანთან ერთად.
წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ერების გადარჩენისთვის აუცილებელია წმინდა წერილების სხვა ენებზე თარგმნა . . . ჩვენ ეს კარგად გვესმის . . . უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთგულ ადამიანს ჰქონდეს სიტყვასიტყვით ნათარგმნი ბიბლია, რომელშიც თითოეულ ებრაულ სიტყვას ქვეშ მიწერილი ექნება ზუსტი ეკვივალენტი ლათინურ ენაზე“. ალფონსო დე სამორას, რომელიც ებრაული ენის სახელგანთქმული სპეციალისტი იყო, საკმაო გამოცდილება ჰქონდა, რომ ლათინურ ენაზე ასეთი ახალი თარგმანი გაეკეთებინა.
-
-
ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანისაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]
ღვთის სახელის ტრანსლიტერაცია
საგულისხმოა ის ფაქტი, თუ როგორ გადმოიტანა ებრაული წარმოშობის განათლებულმა მამაკაცმა ალფონსო დე სამორამ ღვთის სახელი. როგორც თანდართული სურათიდან ჩანს, მის ებრაულ-ლათინურ სტრიქონობრივ თარგმანში, კერძოდ წიგნ „დაბადების“ მარგინალურ მუხლში ღვთის სახელი „იეჰოვაა“ მოხსენიებული.
როგორც ჩანს, სამორამ ღვთის სახელი ლათინურ თარგმანშიც გადაიტანა. მე-16 საუკუნეში, როდესაც ბიბლიის თარგმნა ევროპულ ენებზე დაიწყო, ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა, მათ შორის უილიამ ტინდალმა (ინგლისური, 1530), სებასტიან მიუნსტერმა (ლათინური, 1534), პიერ რობერტ ოლივეტანმა (ფრანგული, 1535) და კასიოდორო დე რეინამ (ესპანური, 1569), ღვთის სახელი იმავე ან მსგავსი ტრანსლიტერაციით გადმოიტანეს თავიანთ თარგმანებში.
ამგვარად, სამორა იყო მე-16 საუკუნის ერთ-ერთი პირველი ბიბლიის მკვლევარი, რომელმაც ღვთის სახელი ხალხისთვის ცნობილი გახადა. პირველად ღვთის სახელი წმინდა წერილებიდან ებრაელთა ცრურწმენის გამო ამოიღეს, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ღვთის სახელის წარმოთქმა არ შეიძლებოდა. ებრაული ტრადიციის გავლენით ბიბლიის ქრისტიანმა მთარგმნელებმა. ერთ-ერთი მათგანი იყო იერონიმე, ლათინური ვულგატის მთარგმნელი, რომელმაც ღვთის სახელი ისეთი ტიტულებით ჩაანაცვლა, როგორიცაა „უფალი“ და „ღმერთი“.
[სურათი]
ღვთის სახელის ებრაული ტეტრაგრამატონი, რომელიც სამორამ გადმოიტანა, როგორც იეჰოვა
-