-
დისლექსიამ ვერ შემაჩერაგამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
-
-
ტამილურიდან ლატვიურზე
ჩვენი ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ, 2002 წლის მაისში, მე და კამილა მისიონერებად მიგვიწვიეს ლატვიაში, რომელიც დანიის აღმოსავლეთით მდებარეობს. კამილამ ისე ადვილად აუღო ალღო ლატვიურს, რომ ექვს კვირაში ის უკვე ახერხებდა ლატვიელებთან საუბარს. მაგრამ ჩემთვის ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფები ძალიან მეხმარებიან, დღემდე საგრძნობი ცვლილებები არა მაქვს. მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრი.a
კამილა კვლავაც მხარში მიდგას და ორივენი სიხარულით ვაგრძელებთ მისიონერად მსახურებას. ჩვენ არაერთ ბიბლიის შესწავლას ვატარებთ ჭეშმარიტებას მოწყურებულ ლატვიელებთან. როცა სიტყვები მავიწყდება ან გრამატიკულ შეცდომებს ვუშვებ, ადგილობრივი მოწმეები და ბიბლიის შემსწავლელები მოთმინებით მისმენენ და მეხმარებიან. ეს კი თავისუფლად მსახურებასა და ქრისტიანულ შეხვედრებზე მოხსენებით გამოსვლაში მეხმარება.
-
-
დისლექსიამ ვერ შემაჩერაგამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
-
-
a ჰენბორგებმა ლატვიაში ექვსი წელი იმსახურეს. ცოტა ხნის წინ ისინი განაში დანიშნეს.
-
-
დისლექსიამ ვერ შემაჩერაგამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
-
-
[სურათი 23 გვერდზე]
კამილასთან ერთად ლატვიაში
-