საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჩვენი რწმენის დაცვა
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 დეკემბერი
    • კეთილი ცნობის კანონით დაცვა

      18. ა) რატომ არ ვსაჭიროებთ ადამიანთა მთავრობებისგან ნებართვას ქადაგებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ ვმოქმედებთ, როდესაც გვიკრძალავენ ქადაგებას?

      18 ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების უფლებამოსილება ზეციდან მოგვეცა. იესოს, რომელმაც ამ დავალების შესრულება დაგვავალა, მიცემული აქვს „მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18–20; ფილიპელთა 2:9–11). ამიტომაც ქადაგებასთან დაკავშირებით ადამიანთა მთავრობებისგან ნებართვა არ გვესაჭიროება. მიუხედავად ამისა, შეგნებული გვაქვს, რომ რელიგიური თავისუფლება ხელს უწყობს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას. იმ ქვეყნებში, სადაც რელიგიური თავისუფლება გვაქვს, რომ განვაგრძოთ ჩვენი თაყვანისმცემლობა, კანონებს მივმართავთ მის დასაცავად. მაგრამ, სადაც არ გვაქვს, ვცდილობთ, რომ კანონიერი გზით მოვიპოვოთ ის. ჩვენი მიზანია არა საზოგადოებრივი რეფორმა, არამედ ‘სახარების დაცვა და განმტკიცება’c (ფილიპელთა 1:7).

      19. ა)რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ ‘მივცემთ ღვთისას ღმერთს’? ბ) როგორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული?

      19 ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვაღიარებთ, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი. მისი კანონი უზენაესია. ჩვენ კეთილსინდისიერად ვემორჩილებით ადამიანთა მთავრობებს და ‘კეისარს კეისრისას ვაძლევთ’. მაგრამ არ დავუშვებთ, რომ რამემ ხელი შეგვიშალოს უფრო მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებაში — ‘მივცეთ ღვთისა ღმერთს’ (მათე 22:21). ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთი მოქმედებით „მოძულებულნი“ ვიქნებით, მაგრამ ამას მოწაფეობის ფასის ნაწილად მივიჩნევთ. XX საუკუნეში იეჰოვას მოწმეების სასამართლო საქმეების ისტორია იმის დამადასტურებელია, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი რწმენის დაცვა. იეჰოვას დახმარებითა და მხარდაჭერით კვლავაც ‘დაუცხრომლად ვასწავლით და ვახარებთ’ კეთილ ცნობას (საქმეები 5:42).

  • კეთილი ცნობის კანონით დაცვა
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 დეკემბერი
    • კეთილი ცნობის კანონით დაცვა

      ძველად ქალაქების დასაცავად გალავნებს აგებდნენ. ამ გალავნებიდან დამცველებს შეეძლოთ ებრძოლათ გალავნის დასაცავად, რომ თავდამსხმელებს არ შეენგრიათ ან ძირი გამოეთხარათ. არა მარტო ქალაქელები, არამედ გარეუბნებში მცხოვრებლებიც პოულობდნენ თავშესაფარს გალავნის შიგნით (მეორე მეფეთა 11:20–24; ესაია 25:12).

      თავის დასაცავად იეჰოვას მოწმეებმაც აღმართეს კანონის გალავანი. მათ ეს იმ მიზნით არ გაუკეთებიათ, რომ საზოგადოებას მოსცილდნენ; ისინი გულღია და კეთილგანწყობილ ადამიანებად არიან ცნობილი. ეს გალავანი, უფრო, იურიდიულ გარანტიებზე დაფუძნებულ ადამიანთა ძირითად უფლებებს განამტკიცებს. იმავდროულად, ის იცავს მოწმეების კანონიერ უფლებას, დაუბრკოლებლად შეასრულონ თავიანთი თაყვანისმცემლობა (შეადარეთ მათე 5:14–16). ის იცავს მათი თაყვანისმცემლობის ფორმასა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების უფლებას. რას წარმოადგენს ეს გალავანი და როგორ აღმართეს ის?

      კანონის გალავნის აგება

      თუმცა იეჰოვას მოწმეები უმეტეს ქვეყნებში რელიგიური თავისუფლებით ხარობენ, ზოგ ქვეყანაში უსაფუძვლო თავდასხმის სამიზნე ხდებიან. როდესაც მათი თაყვანისმცემლობის — შეკრებისა და კარდაკარ მსახურების — თავისუფლება სადავო ხდება, ისინი ამ საკითხებს კანონით უდგებიან. სასამართლო საქმეები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ან მათ მიერ იყო აღძრული, მთელ მსოფლიოში ათასებს მოითვლისa. ყველა არ დამთავრებულა მათ სასარგებლოდ. მაგრამ, როცა ქვემდგომი სასამართლოები მათ საწინააღმდეგოდ იღებენ დადგენილებას, ისინი ხშირად უზენაეს სასამართლოს მიმართავენ. რა შედეგით?

      XX საუკუნეში ათწლეულების განმავლობაში მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებმა მოიგეს სასამართლო საქმეები, რასაც ისინი შემდგომ საქმეებში პრეცედენტებად იყენებდნენ. როგორც აგურითა და ქვით შენდება გალავანი, ისე ეს დადებითი სასამართლო გადაწყვეტილებები ქმნის კანონის გალავანს. ამ პრეცედენტის გალავნიდან იეჰოვას მოწმეები განაგრძობენ ბრძოლას რელიგიური თავისუფლებისთვის, რათა შეასრულონ თავიანთი თაყვანისცემა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება