-
ბიზანტიის იმპერიის მივიწყებული დიდებაგამოიღვიძეთ! — 2001 | ოქტომბერი 8
-
-
დიდხანს შემორჩენილი მემკვიდრეობა
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბიზანტიის მმართველობის ფორმა, იურისპრუდენცია, რელიგიური იდეები და ცერემონიალები დღემდე მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდეს გავლენას. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილ იუსტინიანეს კოდიფიკაცია, რომელსაც „კორპუს იურის ცივილისი“ (სამოქალაქო კანონთა ჩონჩხი) ეწოდა, საფუძვლად დაედო დღევანდელი ევროპის კონტინენტზე არსებულ რომაულ სამოქალაქო სამართალს. ნაპოლეონის კოდექსის საშუალებით ბიზანტიურმა იურისპრუდენციამ ლათინურ ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც შეაღწია, სადაც მათ კანონებზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს.
-
-
ბიზანტიის იმპერიის მივიწყებული დიდებაგამოიღვიძეთ! — 2001 | ოქტომბერი 8
-
-
კანონი და წესრიგი
ბიზანტიის იმპერიამ საოცარი სახელმწიფოებრივი წყობილების ტრადიციებიც დაგვიტოვა. მაგალითად, ღარიბებს ფურნეებში უნდა ემუშავათ ან პარკებში გამყიდველები ყოფილიყვნენ. იმპერატორი ლეო III (დაახლოებით ახ. წ. 675—741 წლები) ღრმად იყო დარწმუნებული, რომ „უსაქმურობის ნაყოფი დამნაშავეობაა“. ვინაიდან გავრცელებული იყო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ლოთობას აყალ-მაყალი და ბუნტი მოჰყვებაო, ტავერნები საღამოს 8 საათზე იკეტებოდა. „National Geographic Magazine“-ის თანახმად „სისხლის აღრევის, მკვლელობის, ძოწეულის სამოსელის (რომელიც მხოლოდ მეფის ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი) კერძოდ დამზადებისა და გაყიდვის ან მტრებისთვის გემების აგების სწავლებისთვის შეიძლებოდა ადამიანისთვის თავი მოეკვეთათ, სარზე ჩამოეცვათ ან ტომარაში ტახთან, მამალთან, გველგესლასთან და მაიმუნთან ერთად ჩაესვათ. გამყიდველს, რომელიც წონაში ატყუებდა მყიდველს, ხელს აჭრიდნენ. სხვისი საკუთრების ცეცხლის წამკიდებელს კი დასჯის მიზნით ცეცხლითვე წვავდნენ“.
საინტერესო გახლავთ ისიც, რომ ბიზანტიის იმპერიამ დიდი წვლილი შეიტანა სიცოცხლის ბოლომდე მოქალაქეთა სოციალურად უზრუნველყოფის საკითხში. იმპერატორები და მდიდარი მოქალაქეები ყველაფერს აკეთებდნენ საავადმყოფოების, ღარიბთა სახლებისა და ობოლთა თავშესაფრების დასაფინანსებლად. იყო სახლები მომნანიებელ მეძავთათვისაც, რომელთაგან ზოგი „წმინდანი“ გახდა; იმპერიაში გამოსასწორებელი დაწესებულებებიც კი ჰქონდათ იმ არისტოკრატ ბანოვანთათვის, რომლებიც შემთხვევით შეცდებოდნენ.
-