საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 12/1 გვ. 32
  • ათი მცნება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ათი მცნება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 12/1 გვ. 32

ათი მცნება

გლოსტერის ინგლისელმა ეპისკოპოსმა აღმოაჩინა, რომ თავის ეპარქიაში მღვდლების ნახევარს არ შეეძლო ათი მცნების ჩამოთვლა, ხოლო ათმა პროცენტმა საერთოდ არ იცოდა ბიბლიაში მისი მონახვა. მაგრამ ეს იყო 450 წლის წინათ. გაუმჯობესდა მას შემდეგ სიტუაცია? სულაც არა, როგორც ამას ახლახან ერთ-ერთი გაზეთის მიერ ჩატარებული ანგლიკანური მღვდლების შემთხვევითი გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს (Sunday Times).

ორას სასულიერო პირთან ინტერვიუს აღებისას მხოლოდ 34 პროცენტს შეეძლო ათი მცნების ჩამოთვლა. დანარჩენებიდან ერთი ფიქრობდა, რომ მეტისმეტად მკაცრია, სხვამ კი უარყო ისინი როგორც დღევანდელი ზნეობრივი პრობლემებისთვის უმნიშვნელო.

შენ თუ იცი ათი მცნება, ან თუ შეგიძლია ბიბლიაში მონახო? ისინი ჩაწერილია „გამოსვლაში“, ბიბლიის მეორე წიგნში, მე-20 თავის პირველ 17 მუხლში. ცუდი არ იქნებოდა, რომ წაგვეკითხა. მათი დაჯგუფება ძალიან ადვილია. პირველი ოთხი ღვთისადმი ჩვენს თაყვანისცემას ეხება, მეხუთე — განსაკუთრებით აღნიშნავს ოჯახურ ცხოვრებას, მეექვსედან მეცხრემდე მოყვასთან ჩვენს ურთიერთობას, მეათე ერთადერთია, რომელიც მოგვიწოდებს, გამოვიძიოთ ჩვენი გულები და შევამოწმოთ ჩვენი მოტივები. ქვემოთ მოცემულია, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ქრისტიანებმა ეს პრინციპები.

პირველი: განსაკუთრებით ერთგული იყავი ჩვენი შემოქმედის. მეორე: არ გამოიყენო თაყვანისცემაში გამოსახულებები. მესამე: ყოველთვის პატივი ეცი და განადიდე ღვთის სახელი. მეოთხე: დაუთმე დრო სულიერ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას. მეხუთე: ბავშვებო, პატივი ეცით თქვენ მშობლებს. მეექვსე: არ მოკლა. მეშვიდე: არ იმრუშო. მერვე: არ მოიპარო. მეცხრე: არ იცრუო. მეათე: გაექეცი სიხარბეს.

ათი მცნება მოსესთვის მიცემული კანონთა კრებულის ნაწილი იყო. მაგრამ პრინციპები, რომლებსაც ის შეიცავს, მარადიულია (რომაელთა 6:14; კოლასელთა 2:13, 14). სწორედ ამიტომ ციტირებდნენ და მიუთითებდნენ ათ მცნებას იესოს მიმდევრები (რომაელთა 13:8–10). რამდენად სასიხარულო და უსაფრთხო იქნებოდა დღეს ცხოვრება, ყველას რომ პატივი ეცა და ეცხოვრა ღვთისგან შთაგონებული ამ პრინციპებით!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება