-
ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
„გაიქცეს ის ერთ-ერთ იმ ქალაქში“
10. წყალობის მისაღებად რა დაუყოვნებელი მოქმედება მოეთხოვებოდა უნებლიე მკვლელობის ჩამდენს?
10 წყალობის მისაღებად უნებლიე მკვლელობის ჩამდენს სწრაფად უნდა ემოქმედა. ის უახლოეს თავშესაფარ ქალაქში უნდა გაქცეულიყო (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 20:4). ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს არ გაეთვალისწინებინა ეს მითითება, რადგან მისი სიცოცხლე ამ ქალაქისთვის დაუყოვნებლივ თავის შეფარებასა და იქ დარჩენაზე იყო დამოკიდებული! ეს მისი მხრიდან მსხვერპლს მოითხოვდა. მას უნდა დაეტოვებინა სამუშაო, საკუთარი სახლ-კარი და მღვდელმთავრის სიკვდილამდე ქალაქიდან არ უნდა გასულიყოa (რიცხ. 35:25). მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა ძალისხმევად. თუ ის ქალაქიდან გავიდოდა, აჩვენებდა, რომ საერთოდ არ ადარდებდა სხვისი სიცოცხლე და საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში იგდებდა.
-
-
ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
„ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“
13. რატომ შეეძლო თავშესაფარ ქალაქში გაქცეულს, თავი უსაფრთხოდ ეგრძნო?
13 ის, ვინც თავშესაფარ ქალაქს შეაფარებდა თავს, დაცული იქნებოდა. ამ ქალაქებთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“ (იეს. 20:2, 3). იეჰოვა არ მოითხოვდა, რომ უნებლიე მკვლელობის ჩამდენი მეორედ გასამართლებულიყო; არც სისხლის ამღებს ჰქონდა ქალაქში შესვლისა და ამ ადამიანის მოკვლის უფლება. ასე რომ, გაქცეულს თავშესაფარ ქალაქში შიშის მიზეზი აღარ უნდა ჰქონოდა, რადგან ის იქ იეჰოვას მფარველობის ქვეშ იყო. თავშესაფარი ქალაქი ციხე არ იყო, ამიტომ იქ გაქცეულს შეეძლო ემუშავა, დახმარებოდა სხვებს, თავისუფლად ეცა თაყვანი იეჰოვასთვის და ამგვარად სიხარულითა და აზრით აღსავსე ცხოვრება ჰქონოდა.
-
-
ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
a „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, უნებლიე მკვლელობის ჩამდენის ოჯახიც, სავარაუდოდ, თავშესაფარ ქალაქში გადადიოდა საცხოვრებლად.
-
-
ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
„გამოყავით თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“
3. როგორ ექცეოდნენ ისრაელში დამნაშავეს განზრახ მკვლელობის შემთხვევაში?
3 ძველ ისრაელში სისხლის ღვრის არცერთი შემთხვევა არ რჩებოდა იეჰოვას მხედველობიდან. განზრახ მკვლელობის შემთხვევაში მკვლელს მსხვერპლის უახლოესი ნათესავი მამაკაცი კლავდა, რომელიც „სისხლის ამღები“ იყო (რიცხ. 35:19). ამგვარად, მკვლელს საკუთარი სიცოცხლით უნდა ეზღო უდანაშაულო ადამიანის სისხლი. განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულება აღთქმულ მიწას წაბილწვისგან იცავდა. იეჰოვას მათთვის ნათქვამი ჰქონდა: „არ წაბილწოთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, რადგან [ადამიანის] სისხლი ბილწავს მიწას“ (რიცხ. 35:33, 34).
4. როგორ ექცეოდნენ ისრაელში უნებლიე მკვლელობის ჩამდენს?
4 როგორ ექცეოდნენ ისრაელები უნებლიე მკვლელობის ჩამდენს? მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ ჰქონდა მკვლელობა განზრახული, უნებლიე მკვლელობის ჩამდენს მაინც მოეთხოვებოდა პასუხი უდანაშაულო ადამიანის სისხლის ღვრისთვის (დაბ. 9:5). თუმცა იეჰოვა ასეთების მიმართ წყალობას ავლენდა. გაქცეულს შეეძლო ექვსი თავშესაფარი ქალაქიდან ერთ-ერთისთვის შეეფარებინა თავი, რათა სისხლის ამღებს არ მოეკლა. ის იქ უსაფრთხოდ იქნებოდა. უნებლიე მკვლელობის ჩამდენი თავშესაფარ ქალაქში მღვდელმთავრის სიკვდილამდე უნდა დარჩენილიყო (რიცხ. 35:15, 28).
5. როგორ გვეხმარება თავშესაფარი ქალაქების ღონისძიება იეჰოვას უკეთ გაცნობაში?
5 ამ ქალაქების თავშესაფარ ქალაქებად ქცევა ადამიანების იდეა არ ყოფილა. იესო ნავეს ძეს თავად იეჰოვამ უბრძანა: „უთხარი ისრაელის ძეებს: გამოყავით თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“. ისრაელში ეს ქალაქები „წმინდად შერაცხეს“ (იეს. 20:1, 2, 7, 8). ვინაიდან ისინი უშუალოდ იეჰოვას ნებით იყო გამოყოფილი განსაკუთრებული მიზნისთვის, შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვები: როგორ გვეხმარება ეს ღონისძიება, უკეთ დავინახოთ იეჰოვას გულმოწყალება? ჩვენ როგორ შეგვიძლია დღეს თავშესაფარი ვპოვოთ იეჰოვასთან?
„უხუცესების გასაგონად თქვას თავისი სათქმელი“
6, 7. ა) რა როლს ასრულებდნენ უხუცესები უნებლიე მკვლელობის ჩამდენის გასამართლებაში? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე) ბ) რატომ იყო გონივრული, რომ გაქცეული უხუცესებთან მისულიყო?
6 თუ კაცს შემთხვევით შემოაკვდებოდა ვინმე, უპირველესად იმ თავშესაფარი ქალაქის კარიბჭესთან მსხდომი უხუცესებისთვის უნდა მოეყოლა ყველაფერი, რომელშიც თავის შეფარებას აპირებდა. უხუცესებს ის თბილად უნდა მიეღოთ (იეს. 20:4). რაღაც დროის შემდეგ მას იმ ქალაქში აბრუნებდნენ, სადაც მკვლელობა მოხდა, რათა იქაურ უხუცესებს განეხილათ მისი საქმე (წაიკითხეთ რიცხვების 35:24, 25). თუ უხუცესები იმ დასკვნამდე მივიდოდნენ, რომ მკვლელობა განზრახ არ იყო ჩადენილი, მას თავშესაფარ ქალაქში აბრუნებდნენ.
7 რატომ ერთვებოდნენ საქმეში უხუცესები? იმიტომ რომ ისრაელის კრებული წმინდად დაეცვათ და უნებლიე მკვლელობის ჩამდენს იეჰოვას გულმოწყალების მიღებაში დახმარებოდნენ. ერთი ბიბლეისტის სიტყვების თანახმად, თუ გაქცეული უარს იტყოდა უხუცესებთან მისვლაზე, „სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა . . . მისი სისხლი მის კისერზე იქნებოდა, რადგან არ ისარგებლა ღვთის ღონისძიებით, რომელიც მის დაცვას ემსახურებოდა“. მართალია, უნებლიე მკვლელობის ჩამდენისთვის არსებობდა დამცავი ღონისძიება, მაგრამ მას უნდა ესარგებლა მისით, ანუ დახმარება უნდა ეთხოვა. თუ ის არ გაიქცეოდა იეჰოვას მიერ გამოყოფილი თავშესაფარი ქალაქებიდან რომელიმეში, მოკლულის უახლოეს ნათესავს მისი მოკვლის უფლება ჰქონდა.
-