-
გიყვარდეთ ღმერთი, რომელსაც უყვარხართსაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 დეკემბერი
-
-
გიყვარდეთ ღმერთი, რომელსაც უყვარხართ
„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37).
1, 2. რატომ წამოიჭრა კითხვა უდიდესი მცნების შესახებ?
იესოს დღეებში ერთმა საკითხმა ფარისეველთა შორის ცხარე კამათი გამოიწვია. რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იმ 600-ზე მეტი კანონიდან, რომლებიც მოსეს კანონთა კრებულში შედიოდა? იქნებ კანონი შესაწირავებზე? შესაწირავები ცოდვების პატიებასა და ღვთისადმი მადლიერების გამოხატვას ემსახურებოდა. ან იქნებ კანონი წინადაცვეთის შესახებ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? ესეც მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინადაცვეთა იეჰოვასა და აბრაამს შორის დადებული შეთანხმების ნიშანი იყო (დაბადება 17:9—13).
2 შესაძლოა ტრადიციული შეხედულებების დამცველები ფიქრობდნენ, რომ ღვთისგან მოცემული ნებისმიერი კანონი, ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვანიც კი, სინამდვილეში მნიშვნელოვანი იყო. მათ არასწორად მიაჩნდათ, რომელიმე კანონისთვის მეტი უპირატესობის მინიჭება. ამიტომ ფარისევლებმა გადაწყვიტეს, იესოსთვის დაესვათ ეს საკამათო კითხვა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ იესო ისეთ პასუხს გასცემდა, რაც ხალხს მისდამი ნდობას დაუკარგავდა. ერთმა ფარისეველმა იესოს ჰკითხა: „რომელია უდიდესი მცნება კანონში?“ (მათე 22:34—36).
3. იესოს სიტყვების თანახმად, რომელია უდიდესი მცნება?
3 იესოს პასუხს დღეს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თავისი პასუხით მან დაგვანახვა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. იესომ მეორე კანონის 6:5-დან ციტატა მოიყვანა: « „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება». თუმცა ფარისევლებს მხოლოდ ერთი მცნება აინტერესებდათ, იესომ მათ მეორე მცნებაზეც მიუთითა და ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი სიტყვები გაახსენა: «მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ ». ამით იესომ ცხადყო, რომ ეს ორი კანონი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონები იყო წმინდა თაყვანისმცემლობაში. მან ამომწურავი პასუხი გასცა ფარისევლებს, როცა თქვა: „ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები“ (მათე 22:37—40).
-
-
გიყვარდეთ ღმერთი, რომელსაც უყვარხართსაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 დეკემბერი
-
-
რატომ არის სიყვარული მნიშვნელოვანი?
4, 5. ა) რატომ არ გაუკვირდა ფარისეველს იესოს პასუხი? ბ) რა არის შესაწირავებსა და მსხვერპლზე უფრო მნიშვნელოვანი ღვთისთვის?
4 როგორც ჩანს, ფარისეველს, რომელმაც ეს კითხვა დასვა, არ გაუკვირდა იესოს პასუხი. მან იცოდა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის არსი ღვთის სიყვარული იყო, თუმცა ბევრი არ ავლენდა მას. სინაგოგებში ჩვეულებრივ ზეპირად წარმოთქვამდნენ შემას, ებრაულ ლოცვას; ის შეიცავს მეორე კანონის 6:4—9-ში ჩაწერილ სიტყვებს, რომლებსაც იესო ციტირებდა თავის პასუხში. მარკოზის სახარების თანახმად, პასუხის მოსმენის შემდეგ ფარისეველმა იესოს უთხრა: «მოძღვარო, შენ კარგად და ჭეშმარიტად თქვი: „ის არის ერთი და სხვა არავინ“. მთელი გულით, მთელი შეგნებით და მთელი ძალით მის სიყვარულსა და საკუთარი თავივით მოყვასის სიყვარულს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მრავალ მსხვერპლს» (მარკოზი 12:32, 33).
-