-
ისწავლეთ ჭეშმარიტების „მონახაზიდან“საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 იანვარი
-
-
ისწავლეთ ჭეშმარიტების „მონახაზიდან“
„[თქვენ გაქვთ] კანონში მოცემული ჭეშმარიტებისა და ცოდნის მონახაზი“ (რომ. 2:20).
-
-
ისწავლეთ ჭეშმარიტების „მონახაზიდან“საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 იანვარი
-
-
1. რატომ უნდა გვაინტერესებდეს მოსეს კანონის სხვადასხვა დეტალის მნიშვნელობის გაგება?
მოციქულ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილები რომ არა, მოსეს კანონის მრავალი დეტალის მნიშვნელობა რთული გასაგები იქნებოდა. მაგალითად, ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ თავის წერილში პავლე ნათელს ჰფენს, როგორ შეეძლო იესოს, „ერთგულ მღვდელმთავარს“, ერთხელ და სამუდამოდ შეწირულიყო „შერიგების მსხვერპლად“ და ამგვარად ყველასთვის, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა, „მარადიული ხსნა“ მოეტანა (ებრ. 2:17; 9:11, 12). პავლემ ახსნა, რომ კარავი იყო მხოლოდ „ზეციურის . . . ჩრდილი“ და იესო გახდა მოსეს შეთანხმებაზე „უკეთესი შეთანხმების“ შუამავალი (ებრ. 7:22; 8:1—5). პავლეს დღეებში კანონის სხვადასხვა დეტალის ასეთი ახსნა ფასდაუდებელი იყო ქრისტიანებისთვის და ეს დღემდე ასეა. ეს გვეხმარება, უფრო დავაფასოთ ყოველივე ის, რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა.
2. არაებრაელებთან შედარებით, რა უპირატესობა ჰქონდათ ებრაელ ქრისტიანებს?
2 რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილის გარკვეული ნაწილი ეხებოდა კრების იუდეველ წევრებს, რომლებიც კარგად იცნობდნენ მოსეს კანონს. მოციქულს ესმოდა, რომ ამ ქრისტიანებს ჰქონდათ იეჰოვასა და მისი სამართლიანი პრინციპების შესახებ „ჭეშმარიტებისა და ცოდნის მონახაზი“. წარსულში მცხოვრები ერთგული იუდეველების მსგავსად, ებრაელ ქრისტიანებსაც „ჭეშმარიტების მონახაზი“ და მისადმი ღრმა პატივისცემა ჰქონდათ, რამაც შეაძლებინა, ეხელმძღვანელათ, ესწავლებინათ და ენათებინათ მათთვის, ვინც არაფერი იცოდა იეჰოვას მიერ თავისი ხალხისთვის მიცემული კანონების შესახებ (წაიკითხეთ რომაელების 2:17—20 ).
იესოს მსხვერპლის ჩრდილი
3. რა სარგებლობა მოაქვს ძველ ისრაელში შესაწირავებთან დაკავშირებული კანონების გაცნობას?
3 პავლეს მიერ მოხსენიებული ჭეშმარიტების მონახაზი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ იეჰოვას განზრახვები. მოსეს კანონში ჩადებულ პრინციპებს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელოვნება და ღირებულება.
-