საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w18 იანვარი გვ. 32
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • მსგავსი მასალა
  • სამოსელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ტანსაცმელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აი მსახური, რომელიც იეჰოვამ მოიწონა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • „იეჰოვას კანონი სრულყოფილია“
    დაუახლოვდი იეჰოვას
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
w18 იანვარი გვ. 32

იცოდით თუ არა?

იყენებდნენ ძველ ისრაელში ყოველდღიური სადავო საკითხების გადასაჭრელად მოსეს კანონში ჩაწერილ პრინციპებს?

ზოგჯერ კი. განვიხილოთ ერთი მაგალითი. კანონის 24:14, 15-ში ნათქვამია: „არაფერი გამოსტყუო გაჭირვებულ და ღარიბ მოჯამაგირეს შენს მიწაზე . . . გინდ შენი ძმა იყოს ის და გინდ ხიზანი . . . რათა არ შეღაღადოს იეჰოვას შენზე და ცოდვა არ დაგედოს“.

თიხის ნატეხი

თიხის ნატეხი, რომელზეც მიწათმოქმედის სათხოვარი წერია

აშდოდთან ახლოს აღმოაჩინეს თიხის ნატეხი, რომელიც ძვ. წ. მეშვიდე საუკუნით თარიღდება. მასზე ეწერა სათხოვარი. სავარაუდოდ, ის მუშის სახელით არის დაწერილი, რომელსაც უსამართლოდ ადანაშაულებდნენ, რომ არ მიიტანა ნორმით გათვალისწინებული მარცვლეული. სათხოვარში ეწერა: „რამდენიმე დღის წინ, როცა თქვენმა მსახურმა [მოსარჩელე] დაამთავრა მოსავლის დაბინავება, მოვიდა შობაის ვაჟი ჰოშეიაჰუ და წაიღო თქვენი მსახურის მოსასხამი . . . ყველა, ვინც მწველი მზის გულზე ჩემ გვერდით მუშაობდა, დამემოწმება . . . რომ ჩემი ნათქვამი სიმართლეა. მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის . . . თუ გამგებელი თავს ვალდებულად არ თვლის, თქვენს მსახურს მოსასხამი დაუბრუნოს, სიბრალულის გამო მაინც გააკეთოს ეს! თქვენ უგულისყუროდ არ უნდა მოეკიდოთ თქვენი მსახურის სათხოვარს, რადგან ის მოსასხამის გარეშე დარჩა“.

ამ სათხოვრიდან „უბრალოდ ერთი მუშის გასაჭირის შესახებ კი არ ვიგებთ, რომელსაც [თავისი მოსასხამის] დაბრუნება უნდოდა, — ამბობს ისტორიკოსი საიმონ შამა, — არამედ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ მოსარჩელემ იცოდა ბიბლიური კანონის შესახებ, განსაკუთრებით ლევიანებსა და მეორე კანონში ჩაწერილი მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ღარიბების მიმართ სასტიკ მოპყრობას კრძალავდა“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება