-
ვინ ხელმძღვანელობს დღეს ღვთის ხალხს?საგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
-
-
თითოეული ჩვენგანი პატივისცემას ვავლენთ ჩვენი წინამძღოლის, იესოს მიმართ, როცა ვემორჩილებით იმ მამაკაცებს, რომელთა მეშვეობითაც ის გვხელმძღვანელობს (ებრ. 13:17).
-
-
ვინ ხელმძღვანელობს დღეს ღვთის ხალხს?საგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
-
-
19. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, მიჰყვეთ თქვენს წინამძღოლს, იესოს?
19 ზეცად ამაღლებულ იესოს არ მიუტოვებია თავისი მიმდევრები (მათ. 28:20). დედამიწაზე მსახურების დროს მან თავად გამოსცადა წმინდა სულის, ანგელოზებისა და ღვთის სიტყვის დახმარება, რამაც მას თავისი მიმდევრებისთვის ხელმძღვანელობის გაწევა გაუადვილა. ამიტომ დღეს ის მსგავსად ეხმარება ერთგულ მონას. ეს ცხებული ქრისტიანი ძმები „მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხ. 14:4). მათი ხელმძღვანელობის მიყოლით ჩვენს წინამძღოლს, იესოს მივყვებით. მალე ის მარადიული სიცოცხლისკენ წაგვიძღვება (გამოცხ. 7:14—17). ასეთი დაპირების მოცემა დღეს არც ერთ მიწიერ მმართველს არ შეუძლია!
-