საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „მან [ანგელოზმა] სულის ძალით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე ქალი, რომელიც ღვთისმგმობელი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან ალისფერ მხეცზე იჯდა“ (გამოცხადება 17:3).

  • სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 16. რას წარმოადგენს ალისფერი მხეცი და რა იყო მისი მიზანი?

      16 რას განასახიერებს ალისფერი მხეცი? ის უნდა იყოს მხეცის ქანდაკება, რომელიც ინგლის-ამერიკის სიმბოლოდ წარმოდგენილი კრავის რქებიანი მხეცის ხელშეწყობით შეიქმნა. ქანდაკების შექმნის შემდეგ ორრქიან მხეცს ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა (გამოცხადება 13:14, 15). იოანე ახლა გაცოცხლებულ ქანდაკებას ხედავს. ის განასახიერებს ერთა ლიგას, რომელიც 1920 წელს გააცოცხლა ორრქიანმა მხეცმა. აშშ-ს პრეზიდენტმა, უილსონმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა ფორუმი, რომელიც ყველასთვის დაამყარებდა სამართალსა და სამუდამოდ მოსპობდა ომის საშიშროებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ორგანიზაცია აღდგა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით მოგვევლინა. მისი მიზანი იყო „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“.

      17. ა) რა გაგებით არის სიმბოლური ალისფერი მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ბ) ვინ ზის ალისფერ მხეცზე? გ) თავიდანვე როგორ თანამშრომლობდა ბაბილონური რელიგია ერთა ლიგასთან და მის მემკვიდრესთან?

      17 რა გაგებით არის ეს სიმბოლური მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ადამიანებმა ამ მრავალეროვან კერპს ღვთის სამეფოს ფუნქცია დააკისრეს, რათა აღესრულებინა ის, რასაც ღვთის სიტყვების თანახმად მხოლოდ მისი სამეფო შეძლებდა (დანიელი 2:44; მათე 12:18, 21). ამ ხილვიდან აღსანიშნავია ის, რომ „დიდი ბაბილონი“ ალისფერ მხეცზე ზის. წინასწარმეტყველების თანახმად ბაბილონური რელიგია, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყარო, თანამშრომლობს გაეროსთან, ისევე როგორც მის წინამორბედ ერთა ლიგასთან. 1918 წლის 18 დეკემბერს საბჭომ, რომელსაც ამჟამად ეწოდება „ამერიკაში ქრისტეს ეკლესიების ეროვნული საბჭო“, მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო: «ეს ლიგა მხოლოდ პოლიტიკური იარაღი როდია. ის ღვთის სამეფოს განასახიერებს დედამიწაზე. . . ეკლესიას შეუძლია აღასრულოს კეთილი ნება, რის გარეშეც ვერავითარი ერთა ლიგა დიდხანს ვერ იარსებებს. . . ერთა ლიგა დასაბამს სახარებიდან იღებს. როგორც სახარების, ისე ერთა ლიგის მიზანია „მშვიდობა დედამიწაზე და სათნოება კაცთა შორის“ ».

      18. როგორ უჭერდა მხარს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ერთა ლიგას?

      18 ერთ-ერთი გაზეთის 1919 წლის 2 იანვრის გამოცემაში პირველ გვერდზე მოცემული სტატია ასე იყო დასათაურებული: „პაპი მხარს უჭერს უილსონის გეგმას ერთა ლიგის შექმნის თაობაზე“ („San Francisco Chronicle“). 1919 წლის 16 ოქტომბერს შეერთებული შტატების სენატს წარუდგინეს ძირითადი რელიგიების 14 450 წინამძღოლის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც სენატს სთხოვდნენ ვერსალის საზავო ხელშეკრულების რატიფიცირებას, რისი შემადგენელი ნაწილიც ერთა ლიგის წესდება იყო. მართალია, შეერთებული შტატების სენატს ეს ხელშეკრულება არ დაუმტკიცებია, მაგრამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება კვლავ ერთა ლიგის მხარდასაჭერად გამოდიოდა. როგორ დაიწყო ფუნქციონირება ერთა ლიგამ? 1920 წლის 15 ნოემბერს შვეიცარიიდან იტყობინებოდნენ: „ერთა ლიგის პირველი ასამბლეის გახსნა დილის თერთმეტ საათზე ჟენევის ყველა ეკლესიის ზარების რეკვამ გვამცნო“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება