-
ექსკურსია ხელოვნური კიდურების დამზადების ცენტრშიგამოიღვიძეთ! — 2006 | თებერვალი
-
-
ექსკურსია ხელოვნური კიდურების დამზადების ცენტრში
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ახალი ზელანდიიდან
მე ორი მიზეზი მქონდა, მომენახულებინა უელინგტონის (ახალი ზელანდია) ხელოვნური კიდურების დამზადების ცენტრი. ჯერ ერთი, ჩემი ფეხის პროთეზს ცოტა შეკეთება სჭირდებოდა. მეორეც, მსურდა, დამეთვალიერებინა ეს ცენტრი, რათა მეტი მცოდნოდა ხელოვნური კიდურების დამზადების შესახებ.
ჩემმა პროთეზისტმა მეგზურობა გამიწია. ექსკურსიამ დიდი სიამოვნება მომანიჭა, რადგან გავიგე, თუ რა დიდ ოსტატობას ავლენენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები.
სიტყვა „პროთეზი“ მიუთითებს „სხეულის ხელოვნურ ნაწილზე, რომელიც გაკეთებული აქვთ დაკარგული სათანადო ბუნებრივი ნაწილის ნაცვლად“. პროთეზისტი კი არის „პროთეზის დამზადების სპეციალისტი“ (უცხო სიტყვათა ლექსიკონი).
როგორ მზადდება ხელოვნური ფეხი?
ამ ცენტრში მოსულთა უმეტესობა ფეხის პროთეზს იკეთებს. მის დასამზადებლად უპირველესად საჭიროა, პაციენტის ჯანსაღი ტაკვისთვის დამზადდეს შესაბამისი ჰილზა. შემდეგ კეთდება თაბაშირის ყალიბი, რომლისგანაც შეიძლება მიღებულ იქნას ტაკვის ზუსტი ასლი. ამ ყალიბს კი ახალი კიდურის ჩასასმელად ტაკვის შესაბამისი ბუდის გასაკეთებლად იყენებენ. ამგვარად იწყება დაკარგული კიდურის შემცვლელი ხელოვნური ფეხის დამზადების პროცესი, ფეხისა, რომელიც მაქსიმალურად შეასრულებს თავის ფუნქციას. მოწინავე, უფრო ეფექტური ტექნოლოგია არის პროთეზის დასამზადებლად კომპიუტერული პროგრამების გამოყენება. მათი დახმარებით ხდება ტაკვის ზომების აღება. შემდეგ კი მანქანა აკეთებს პაციენტის კიდურის დარჩენილი ნაწილის ზუსტ ასლს.
მას შემდეგ, რაც მანახეს, თუ როგორ აკეთებდნენ ამ ცენტრში ხელოვნურ კიდურებს, უკვე დამზადებული, საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროთეზები მაჩვენეს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუხლის ჰიდრავლიკურმა სახსარმა; იგი ჯდება თერმოპლასტიკურ ბუდეში, რომლის ფორმის შეცვლაც (იმისათვის, რომ პაციენტისთვის მისი ტარება კომფორტული იყოს) ტემპერატურის გავლენით არის შესაძლებელი. ასეთი მოწყობილობის შესახებ დასურათებული კატალოგების მიღება შესაძლებელია მთელ მსოფლიოში სხვადასხვა წყაროიდან.
ხელოვნური ფეხის დამზადების ბოლო სტადიაზე ხდება ბუდის, მუხლისა და ფეხის სხვა ნაწილების კორექცია და ერთმანეთთან ისე დაკავშირება, რომ მოძრაობა მაქსიმალურად იყოს ბუნებრივთან მიახლოებული. სულ ბოლოს კი მზადდება სინთეტიკური პოლიმერი, რომელსაც კანივით ზემოდან აკრავენ ზოგ ხელოვნურ კიდურს. მისი საშუალებით ხდება პროთეზის „ძვლის“ დაფარვა. კოსმეტიკური თვალსაზრისით კიდურის დამზადების ბოლო სტადიაზე ცდილობენ, პროთეზი რაც შეიძლება მაქსიმალურად შეუსაბამონ დარჩენილ ბუნებრივ კიდურს.
მას შემდეგ, რაც პაციენტი თავს გულდაჯერებულად იგრძნობს, მას კონსულტაციაზე აგზავნიან ამ ცენტრის ქირურგ ორთოპედთან. ამგვარად, ტარდება საბოლოო პროფესიული შემოწმება, რათა ახალი კიდური პაციენტმა საუკეთესოდ გამოიყენოს.
პაციენტი ბავშვები და სპორტსმენები
ექსკურსიის დროს ჩემი ყურადღება ერთმა პატარა გოგონამ მიიპყრო. მას არავითარი უხერხულობა არ უგრძნია, როდესაც ტაკვი და პროთეზი გვიჩვენა. მოგვიანებით ვუყურებდი, როგორ დახტოდა ეს გოგონა უდარდელად.
-
-
ექსკურსია ხელოვნური კიდურების დამზადების ცენტრშიგამოიღვიძეთ! — 2006 | თებერვალი
-
-
გავიგე, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ ერთმა ევროპულმა კომპანიამ სიდნეიში (ავსტრალია) პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებისთვის პროთეზები გაგზავნა. შეჯიბრებაში მონაწილეებს პროთეზები უფასოდ ეძლეოდა; აგრეთვე მომსახურებაზე მზადყოფნა გამოთქვეს პროთეზისტებმა, მათ შორის ახალზელანდიელმა სპეციალისტებმაც.
ხელოვნური კიდურის ზოგიერთი ნაწილი სპეციალურად სპორტსმენებისთვის იყო დამზადებული. მე ერთ–ერთი მათგანი მიჩვენეს. ეს იყო ხელოვნური წვივისა და კოჭის კომპონენტები, რომლებიც სპეციალური მასალისგან იყო დამზადებული, რათა ადამიანს შეძლებოდა, ფეხი ბუნებრივივით გამოეყენებინა.
თანამედროვე მიღწევები
რა პერსპექტივები აქვს პროთეზირებას? ჩემმა პროთეზისტმა მითხრა, რომ ახალ ზელანდიაში, სულ მცირე, ერთ პაციენტს მაინც აქვს ხელოვნური ფეხი, რომელიც კომპიუტერით იმართება. როგორც ჩანს, სენსორები რეაგირებს წნევაზე; ეს სენსორები ხელოვნურ პროთეზშია ჩაყენებული. შედეგად პაციენტს კიდური ბუნებრივივით შეუძლია გამოიყენოს და თავისუფლად იმოძრაოს.
ზოგ ქვეყანაში გამოცდილი ქირურგი ორთოპედები ექსპერიმენტებს ატარებენ და ოსტეოინტეგრაციის გაკეთებას (ხელოვნური კიდურის ძვალთან შეერთებას) ცდილობენ. კიდურის ამპუტაციის შემდეგ ტაკვში ამაგრებენ სპეციალურ ღეროს, რომელზეც შემდეგ ხელოვნური კიდური მაგრდება. ამ მეთოდის გამოყენების შედეგად საჭირო აღარ არის ხელოვნური კიდურის ჩასასმელი ბუდის გაკეთება.
მეცნიერები ახლა მუშაობენ რეცეპტორების ნერვულ ბოჭკოსთან შეერთებაზე, რაც პაციენტს იმის საშუალებას მისცემს, რომ მხოლოდ გაფიქრების შედეგად აამოძრაოს პროთეზი.
-
-
ექსკურსია ხელოვნური კიდურების დამზადების ცენტრშიგამოიღვიძეთ! — 2006 | თებერვალი
-
-
[სურათები]
მიოელექტრული ხელი კუნთებიდან მიღებული იმპულსების საშუალებით სიჩქარესა და ჩაჭიდების ძალას აკონტროლებს.
[საავტორო უფლებები დაცულია]
Knee: Photos courtesy of Ossur
[სურათი]
ხელოვნური ტერფის ამ ჭრილზე ჩანს სინთეტიკური პოლიმერისგან დამზადებული გარეთა საფარი და კოჭის სახსარი.
[საავტორო უფლებები დაცულია]
© Otto Bock HealthCare
[საავტორო უფლებები დაცულია]
© 1997 Visual Language
[სურათი 21 გვერდზე]
ხელოვნური კიდურის კორექცია.
[სურათი 22 გვერდზე]
პაციენტისთვის ხელოვნური კიდურის მორგება.
-
-
ექსკურსია ხელოვნური კიდურების დამზადების ცენტრშიგამოიღვიძეთ! — 2006 | თებერვალი
-
-
[სურათი 23 გვერდზე]
2004 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულმა მორბენალმა, რომელსაც ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული ხელოვნური ფეხი ჰქონდა, 100-მეტრიანი დისტანცია 10,97 წამში დაფარა.
[საავტორო უფლებები დაცულია]
Photo courtesy of Ossur/Photographer: David Biene
[საავტორო უფლებები დაცულია 21 გვერდზე]
© Otto Bock HealthCare
-