საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • კიდევ ერთი ქრისტიანი, ვინც ფიზიკურ ტკივილს უძლებს სოფელ აოპოში მცხოვრები საუმალუ ტაუაანაეა. მას კეთრმა გარეგნობა დაუმახინჯა. საუმალუ შორეულ სოფელში ცხოვრობდა და ბიბლიის შესწავლა მხოლოდ წერილებით შეეძლო, ამიტომ მას მანამდე სწერდა ივან ტომფსონი წერილებს, სანამ სავაიზე სპეციალური პიონერი, ძმა ასა კოე არ ჩავიდა. 1991 წელს სოფელ ტაგაში საუმალუ პირველად დაესწრო კრების შეხვედრას. იქამდე მანქანით მისვლას 2 საათი სჭირდებოდა.

      საუმალუს თავისი გარეგნობა ისეთ უხერხულობას უქმნიდა, რომ როდესაც პირველად სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე წავიდა, პროგრამას მანქანიდან გადმოუსვლელად უსმენდა. შესვენების დროს და-ძმებმა მიაკითხეს და თბილად მოიკითხეს. ამან მასზე ძალიან იმოქმედა. ძმებმა სთხოვეს, პროგრამა მათთან ერთად მოესმინა. გახარებულმა საუმალუმ დარჩენილი პროგრამა და-ძმების გვერდით მოისმინა.

      მალე საუმალუმ და მისმა მეუღლემ, ტორისემ კრების შეხვედრებზე ფაგაში დაიწყეს სიარული. მანქანით ორივე გზას, ისინი ორ საათზე მეტს ანდომებდნენ. 1993 წელს საუმალუ მოინათლა და მალე მომსახურე გახდა. კრების შეხვედრებზე სიარული მას მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ სოფელში ქადაგება აიკრძალა, საუმალუ და ტორისე გულმოდგინედ მსახურობდნენ არაფორმალურად და ტელეფონით.

      დღეს ისინი აპიაში ცხოვრობენ, სადაც საუმალუ სისტემატიურად გადის მკურნალობის კურსს. ის ავადმყოფობას არ გაუბოროტებია, მისი ოპტიმიზმი და კარგი განწყობა არავის რჩება შეუმჩნეველი. ძლიერი რწმენის გამო მას და მის მეუღლეს დიდად აფასებენ.

  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათი 116 გვერდზე]

      საუმალუ ტაუაანაე

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება