-
როგორ ამატანინა რწმენამ არაერთი უბედურებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
-
-
ლეიკემია
მამის სიკვდილიდან რვა თვის მერე ოჯახის ექიმმა მირჩია, რომ საული საავადმყოფოში წამეყვანა, რადგან ძალიან მალე იღლებოდა. რიგი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა დიაგნოზი დასვეს და მითხრეს, რომ საულს ლეიკემია ჰქონდაa.
ხან სახლში და ხან საავადმყოფოში საული ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ებრძოდა თავის საშინელ დაავადებას; ექიმები ქიმიოთერაპიას უტარებდნენ. პირველი ექვსთვიანი მკურნალობის შედეგად საული მომჯობინდა, რამაც 18 თვე გასტანა. მაგრამ მერე მდგომარეობა ისევ გართულდა, ამჯერად ქიმიოთერაპიამ უფრო დაასუსტა. დაავადების პროგრესირება მცირე ხნით შეჩერდა, მაგრამ ბავშვმა ქიმიოთერაპიის მესამე კურსს ვეღარ გაუძლო. ამ მდგომარეობის მიუხედავად, საულმა იეჰოვას მიუძღვნა თავი და მოინათლა. არ გასულა დიდი ხანი და სიკვდილმა შვილი ხელიდან გამომაცალა. ის მხოლოდ 17 წლის იყო.
ქიმიოთერაპიის დროს ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ სისხლის გადასხმას, თუმცა ეს დაავადებას ვერ კურნავს. დიაგნოზის გაგებისთანავე მე და საულმა ექიმებს ვუთხარით, რომ მკურნალობისას სისხლს არ გადავისხამდით, რადგან არ გვინდოდა, დაგვერღვია იეჰოვას კანონი: „მოერიდეთ . . . სისხლს“ (საქმეები 15:19, 20). ჩემი არყოფნის დროს საულს რამდენჯერმე მოუწია ექიმებისთვის იმის მტკიცება, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო (იხილეთ 31-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო).
ბოლოს და ბოლოს ექიმები მიხვდნენ, რომ არასრულწლოვანების მიუხედავად საულს კარგად ესმოდა, რა დაავადებასთან ჰქონდა საქმე. ექიმები დაგვთანხმდნენ უსისხლო მკურნალობაზე, თუმცა გამუდმებით ცდილობდნენ ჩვენი პოზიციის შეცვლას. როცა მოვისმინე, როგორ უხსნიდა საული ექიმებს სისხლის მიმართ თავის დამოკიდებულებას, გული სიამაყით ამევსო. აშკარა იყო, რომ მას იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
იმ ზაფხულს, როცა საულის დაავადების შესახებ გავიგეთ, საოლქო კონგრესზე, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა, გამოიცა წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. ამ შესანიშნავმა წიგნმა სიმტკიცე შეგვანარჩუნებინა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა გველოდა და ხვალინდელ დღეზე ფიქრიც კი გვაშინებდა. საავადმყოფოში ყოფნის დროს ამ წიგნს ერთად ვკითხულობდით. მძიმე დღეებში ხშირად ვიხსენებდით მონაკვეთებს ამ წიგნიდან. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შესავალში ციტირებულმა სიტყვებმა ესაიას 41:13-დან: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“.
საულის რწმენამ ბევრზე იმოქმედა
საულის ვაჟკაცობამ და ოპტიმიზმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვოლ დებრონის საავადმყოფოს მედპერსონალზე. მათ ძალიან შეუყვარდათ საული. მთავარი ჰემატოლოგი უდიდესი პატივისცემით განეწყო სხვა მოწმეების ბავშვების მიმართაც. ეს ჰემატოლოგი იხსენებს, როგორი სიმტკიცით იცავდა საული თავის რელიგიურ შეხედულებებს, როგორ უშიშრად უყურებდა სიკვდილს თვალებში და როგორი იმედით ელოდა მომავალს. ექთნებმა საულს უთხრეს, რომ მისნაირი კარგი პაციენტი ჯერ არ ჰყოლიათ; ის არასდროს წუწუნებდა და არ კარგავდა იუმორის გრძნობას მაშინაც კი, როცა სიკვდილის პირისპირ იდგა.
ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, რომ სასიკვდილო სენით დაავადებული ბევრი მოზარდი, ტკივილებისა და უიმედობის გამო აგრესიული ხდება როგორც ექიმების, ისე მშობლების მიმართ; მაგრამ საულის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. მისი დადებითი განწყობისა და სიმშვიდის შემხედვარე ეს ქალბატონი გაოცებას ვერ მალავდა. ასე რომ, მე და საულს კარგი შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენს რწმენაზე გველაპარაკა.
იმასაც გეტყვით, როგორ დაეხმარა საული ჩვენი კრების ერთ-ერთ წევრს, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას, მაგრამ უშედეგოდ. მან რამდენიმე ღამე გაუთია საულს საავადმყოფოში. მისმა განწყობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ძმაზე. მან აღნიშნა, რომ უძლურების მიუხედავად, საული თვითონ ცდილობდა მნახველების გამხნევებას. „საულის შემხედვარეს ძალა მომეცა ფარ-ხმალი არ დამეყარა ჩემს უძლურებასთან ბრძოლაში,“ — თქვა მან.
-
-
როგორ ამატანინა რწმენამ არაერთი უბედურებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
-
-
a საულს ლიმფობლასტური ლეიკოზი ჰქონდა — სისხლის კიბოს სერიოზული ფორმა, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს აზიანებს.
-