საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიოთეკები ცოდნის კარიბჭენი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ივნისი 8
    • „კაცობრიობის ცოდნის [ძველი] ენციკლოპედია“

      წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით შუა აღმოსავლეთის ერთ ქვეყანაში, რომელიც დღეს ერაყის სახელით არის ცნობილი. დგას ძვ. წ. 650 წელი. თქვენ ხართ მაღალ გალავანშემორტყმულ ქალაქ ნინევიაში (თანამედროვე ქალაქ მოსულთან ახლოს). უეცრად, აღმოჩნდით დიდებული სასახლის ჩრდილში, რომელიც ეკუთვნის მეფე ასურბანიფალს — ასირიის, ეგვიპტისა და ბაბილონის მბრძანებელსa. სასახლის შესასვლელთან მდგომი ხედავთ მამაკაცებს, რომელთაც ურმებზე დაწყობილი თიხის უზარმაზარი ჭურჭლები შეაქვთ შენობაში. ეს მამაკაცები ეს-ესაა დაბრუნდნენ ასირიის სამეფოს შორეული კუთხეებიდან; ისინი ცდილობენ შეაგროვონ ყველა ცნობილი დოკუმენტი იმ ხალხების საზოგადოებრივი ცხოვრების, კულტურისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების შესახებ, რომლებიც ასურბანიფალის სამფლობელოში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ჭურჭლის გახსნისას, ხედავთ, რომ ისინი სავსეა დაახლოებით 8 სანტიმეტრის სიგანისა და 10 სანტიმეტრის სიგრძის თიხის ფირფიტებით, რომელთაც ბალიშის ფორმა აქვთ.

      თქვენ ერთ-ერთ მამაკაცს სასახლეში მიჰყვებით, სადაც ხედავთ მწერლებს, რომლებიც ძვლის კალმებით ლურსმული დამწერლობისმაგვარ კვალს ტოვებენ თიხის სველ, მცირე ზომის ფირფიტებზე. ისინი უცხოენოვან დოკუმენტებს ასირიულ ენაზე თარგმნიან. მოგვიანებით, ამ ფირფიტებს ღუმელში გამოწვავენ, რის შედეგადაც ამ ნაწერების წაშლა თითქმის შეუძლებელი ხდება. მზა ფირფიტები ინახება თაროებით გადაჭედილ დარბაზებში, სადაც ასობით ჭურჭელი აწყვია. დარბაზების კარის წირთხლებზე ჰკიდია პატარა დაფები, რომლებზეც თითოეულ დარბაზში შენახული დოკუმენტების ნუსხაა მოცემული. ამ ბიბლიოთეკაში არსებული 20 000-ზე მეტი თიხის ფირფიტა შეიცავს საქმიანი გარიგებების, რელიგიური წეს-ჩვეულებების, კანონების, ისტორიის, მედიცინის, ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის შესახებ ინფორმაციას — ყველაფერ იმას, რასაც ერთმა თანამედროვე მეცნიერმა „კაცობრიობის ცოდნის ენციკლოპედია“ უწოდა.

      ნინევიის ბიბლიოთეკამდე და მის შემდეგ

      ნინევიაში არსებულ ასურბანიფალის ბიბლიოთეკამდე სხვა დიდი ბიბლიოთეკებიც არსებობდა. მაგალითად, ბაბილონის მეფემ, ხამურაბიმ, ასურბანიფალამდე ათასი წლით ადრე ააგო ბორსიფაში ბიბლიოთეკა. რამსეს II ასურბანიფალამდე 700 წელზე მეტი ხნით ადრე დააფუძნა ცნობილი ბიბლიოთეკა ეგვიპტის ქალაქ თებეში. მაგრამ, ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და დოკუმენტების უსაზღვრო რაოდენობის გამო ასურბანიფალის ბიბლიოთეკამ „ძველი მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკის“ სახელი დაიმკვიდრა. სხვა ბიბლიოთეკამ მხოლოდ 350 წლის შემდეგ შეძლო მისთვის პირველობის წართმევა.

  • ბიბლიოთეკები ცოდნის კარიბჭენი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ივნისი 8
    • [სურათი 18 გვერდზე]

      ასირიის მეფე ასურბანიფალი, რომლის ბიბლიოთეკაშიც ინახებოდა თიხის ფირფიტები ლურსმული წარწერებით (ძვ. წ. 650 წელი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება