საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება“
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 მარტი
    • ‘ცოდვის მახე’

      „ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს“, — ამბობს სოლომონი (იგავები 12:13, სსგ). ტყუილის თქმა ბაგეებით ჩადენილი ცოდვაა; ეს ჩვევა სასიკვდილო მახეა ადამიანისთვის (გამოცხადება 21:8). არაგულწრფელობას ბევრი შეიძლება დასჯის ასარიდებელ ან არასასიამოვნო სიტუაციიდან თავის იოლად დასაღწევ საშუალებად მიიჩნევდეს, მაგრამ მოსდევს თუ არა ხშირად ერთ ტყუილს მეორე? როგორც ადამიანი, რომელიც თავიდან მცირე თანხაზე იწყებს თამაშს, შემდეგ კი დანაკარგის ასანაზღაურებლად თანდათანობით უფრო და უფრო დიდ თანხაზე თამაშობს, ისე მატყუარასაც მალე ცუდ ჩვევად ექცევა ტყუილების თქმა.

      ცოდვილი ბაგეების მიერ დაგებული შემდეგი მახე ისაა, რომ მატყუარა ადამიანმა შესაძლოა საკუთარი თავიც კი მოიტყუოს. მაგალითად, მატყუარამ შეიძლება ძალიან ადვილად დაირწმუნოს თავი, რომ მცოდნე და საოცრად გამჭრიახია მაშინ, როდესაც არც თუ ისე ბევრი რამ იცის. ასეთი ადამიანი ამგვარად სიცრუის სამყაროში ცხოვრებას იწყებს. მართლაც, „ის ეპირფერება საკუთარ თავს, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს თავისი შეცდომა და შეიძულოს ის“ (ფსალმუნები 36:2, აქ [35:3]). აი, ასეთ მახეებს გვიგებს სიცრუე! მართალი კი ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდება; ის დიდ გასაჭირში ყოფნის დროსაც კი არ იცრუებს.

  • „მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება“
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 მარტი
    • ბაგეებით ცოდვის ჩადენა შეიძლება ძალიან საზიანო იყოს მაშინ, როდესაც საქმე სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება. ისრაელის მეფე ამბობს: „ერთგული სიმართლეს ილაპარაკებს, ხოლო ცრუ მოწმე — სიცრუეს“ (იგავები 12:17, აქ). ჭეშმარიტი მოწმე ერთგულია, რადგან მისი დამოწმება საიმედოა. მისი სიტყვები სამართლიანი განაჩენის გამოტანას უწყობს ხელს. ცრუ მოწმე კი სავსეა სიცრუით და სამართალს ამრუდებს.

  • „მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება“
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 მარტი
    • „ცბიერებაა ბოროტის განმზრახველთა გულში, — ამბობს ბრძენი მეფე, — მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ“. შემდეგ კი დასძენს: „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს, უკეთურნი კი უბედურებით გაივსებიან“ (იგავები 12:20, 21).

      ბოროტის განმზრახველთ სხვებისთვის მხოლოდ ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ. მშვიდობის მრჩეველნი კი სწორად მოქმედებისგან კმაყოფილებას იმკიან. თავიანთი ქმედების კარგი შედეგების ხილვა მათ სიხარულსაც ანიჭებს. უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ ღმერთს მოსწონს ასეთი საქციელი, რადგან „ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ჭეშმარიტებით მოქმედნი კი მისთვის სასურველია“ (იგავები 12:22).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება