საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იმედით განმტკიცებულნი და სიყვარულით აღძრულნი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივლისი
    • იმედი, რომელიც ღუზასთან არის შედარებული

      10, 11. რას შეადარა პავლემ ჩვენი იმედი და რატომ არის ეს შედარება მართებული?

      10 პავლემ გვიჩვენა, რომ იეჰოვამ კაცობრიობას აღუთქვა კურთხევები, რომლებსაც აბრაამის მეშვეობით მიიღებდა. შემდეგ კი დაამატა: „[ღმერთმა] ფიცს მიმართა, რათა ორ უცვალებელ საქმეში [თავის სიტყვასა და ფიცში], რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, დიდი ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, რომელნიც გავეშურეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს, რომელიც ჩვენი სულისათვის არის ღუზასავით სანდო და მტკიცე“ (ებრაელთა 6:17–19; დაბადება 22:16–18). ცხებულ ქრისტიანებს ზეცაში უკვდავი ცხოვრების იმედი აქვთ. იეჰოვას დღევანდელ მსახურთა უმრავლესობას კი დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების საუცხოო იმედი. ამ იმედის გარეშე არავის ექნებოდა რწმენა.

      11 ღუზა უსაფრთხოების მძლავრი იარაღია და გემის ერთ ადგილზე გაჩერებაში ბადალი არა ჰყავს. არც ერთი მეზღვაური არ გაბედავდა პორტიდან ღუზის გარეშე გასვლას. პავლეს არაერთხელ უნახავს გემის დაღუპვა და პირადი გამოცდილებიდან იცოდა, რომ მეზღვაურების გადარჩენა ხშირად ღუზაზე იყო დამოკიდებული (საქმეები 27:29, 39, 40; 2 კორინთელთა 11:25). პირველ საუკუნეში გემს ძრავა არ ჰქონდა, რაც კაპიტანს იმის საშუალებას არ აძლევდა, რომ საკუთარი სურვილისამებრ ემართა ხომალდი. ნიჩბებიანი სამხედრო გემების გარდა, ხომალდების მოძრაობა ძირითადად ქარზე იყო დამოკიდებული. თუ გემი წყალქვეშა კლდეებზე დაჯდომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებოდა, კაპიტანს მხოლოდ ისღა შეეძლო, ღუზა ჩაეშვა და აბობოქრებულ ზღვაში გაჩერებულიყო. ამ შემთხვევაში მას იმედი ჰქონდა, რომ ღუზა ფსკერამდე ჩააღწევდა და მყარად ჩაერჭობოდა. ამიტომ თქვა პავლემ, ქრისტიანების იმედი ‘სულისთვის სანდო და მტკიცე ღუზასავით არის’ (ებრაელთა 6:19). როდესაც წინააღმდეგობების ან სხვა განსაცდელების შტორმს ვუმკლავდებით, ჩვენი შესანიშნავი იმედი ღუზის ფუნქციას ასრულებს, რომელიც იმდენად განგვამტკიცებს, რომ ჩვენი რწმენის გემები ეჭვების მეჩეჩებზე არ დაჯდება ან განდგომილების საშინელ კლდეებზე არ დაიმსხვრევა (ებრაელთა 2:1; იუდა 8–13, აქ).

      12. როგორ შეგვიძლია ავირიდოთ იეჰოვასგან განდგომა?

      12 პავლე ებრაელ ქრისტიანებს აფრთხილებდა: „თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს“ (ებრაელთა 3:12). ბერძნული სიტყვა, რომელიც სიტყვით „განუდგა“ გადმოითარგმნა, სიტყვასიტყვით გამოყოფას ანუ განდგომას ნიშნავს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ გემის ამგვარად ჩაძირვა. რწმენა და იმედი შეგვაძლებინებს, რომ უსაშინელესი განსაცდელების შტორმის დროსაც კი იეჰოვას ‘მივეწებოთ’ (მეორე რჯული 4:4; 30:19, 20). ჩვენი რწმენა არ იქნება იმ გემის მსგავსი, რომელსაც განდგომილების სწავლების ქარი არყევს (ეფესელთა 4:13, 14). იმედის ღუზის დახმარებით შევძლებთ გავუძლოთ ცხოვრებისეულ შტორმებს, რომლებიც იეჰოვასადმი მსახურების გზაზე გვხვდება.

  • იმედით განმტკიცებულნი და სიყვარულით აღძრულნი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივლისი
    • წინ, ჩვენი მიზნისაკენ!

      18. რა შეგვაძლებინებს რწმენის ნებისმიერი გამოცდის გადატანას?

      18 სანამ ახალ სისტემამდე მივაღწევთ, ჩვენი რწმენა და სიყვარული შეიძლება სასტიკად გამოიცადოს. მაგრამ იეჰოვა „სანდო და მტკიცე“ ღუზით, შესანიშნავი იმედით, უზრუნველგვყოფს (ებრაელთა 6:19; რომაელთა 15:4, 13). როდესაც წინააღმდეგობები ან სხვა განსაცდელები ძალას გვაცლის, თუ ღუზად იმედს გამოვიყენებთ, ყველაფრის ატანას შევძლებთ. როდესაც ერთი ქარიშხალი ჩაწყნარდება მოდი განვიმტკიცოთ იმედი და გავიღრმავოთ რწმენა, სანამ მეორე დაწყებულა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება