-
იეჰოვა ჩვენი დღეების დათვლას გვასწავლისსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ნოემბერი
-
-
17. ადამიანის სიცოცხლის როგორი ხანგრძლივობა ითვლება ჩვეულებრივ რამედ, და რით არის სავსე ჩვენი სიცოცხლის წლები?
17 არასრულყოფილი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ“ (ფსალმუნი 89:10). სიცოცხლის 70 წლიანი ხანგრძლივობა ჩვეულებრივ რამედ ითვლება მაშინ, როცა 85 წლის ასაკში ქალებ იეფუნის ძე თავის განსაკუთრებულ ჯანმაგრობაზე საუბრობდა. იყო გამონაკლისებიც: მაგალითად, აარონმა — 123 წელი, მოსემ — 120, ხოლო იესო ნავეს ძემ 110 წელი იცხოვრა (რიცხვნი 33:39; მეორე რჯული 34:7; იესო ნავეს ძე 14:6, 10, 11; 24:29). ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლებული ორგული თაობა კი — ისინი, ვინც აღრიცხული იყვნენ ოცი წლიდან მოყოლებული — 40 წლის განმავლობაში დაიღუპა (რიცხვნი 14:29—34). დღესდღეობით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მრავალ ქვეყანაში ფსალმუნმომღერლის დასახელებული ციფრის ფარგლებში მერყეობს. ჩვენი სიცოცხლის წლები სავსეა ‘ჯაფითა და უსამართლობით’. ისინი სწრაფად გადიან „და ჩვენ მივფრინავთ“ (იობი 14:1, 2).
-
-
იეჰოვა ჩვენი დღეების დათვლას გვასწავლისსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ნოემბერი
-
-
თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 70 წელია, გამოდის, რომ იგი დაახლოებით 25500 დღე ცხოვრობს. მაგრამ, რა ხნისაც უნდა ვიყოთ, ‘არ ვიცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის ჩვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება’ (იაკობი 4:13—15). რადგან „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებთ. ამიტომ, მოდი ვილოცოთ სიბრძნის მისაღებად, რათა შევძლოთ განსაცდელებთან გამკლავება, რათა ჯეროვნად მოვექცეთ ადამიანებს, და დღესვე, ამ წუთას, ყოველი ღონე მოვახმაროთ იეჰოვასთვის მსახურებას! (ეკლესიასტე 9:11; იაკობი 1:5—8).
-