-
რამდენი ხანი შეგიძლიათ იცოცხლოთ?გამოიღვიძეთ! — 2006 | მაისი
-
-
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ადამიანთა პირველი მოდგმების შესახებ ჩანაწერებიც. იმ დროს ადამიანები საუკუნეები ცხოვრობდნენ და მხოლოდ შემდეგ ბერდებოდნენ. ადამმა 930 წელი იცოცხლა. რამდენიმე თაობის შემდეგ ნოეს ვაჟმა სემმა 600 წელი იცოცხლა, ხოლო ნოეს შვილიშვილმა არფაქშადმა — 438 წელიa (დაბადება 5:5; 11:10—13). მოგვიანებით კი აბრაამმა 175 წელი იცოცხლა (დაბადება 25:7). სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ცოდვის გავლენა უფრო და უფრო საგრძნობი ხდებოდა და, რაც უფრო შორდებოდა ადამიანი სრულყოფილებას, მით უფრო ხანმოკლე ხდებოდა მისი სიცოცხლე.
-
-
რამდენი ხანი შეგიძლიათ იცოცხლოთ?გამოიღვიძეთ! — 2006 | მაისი
-
-
a ზოგიერთი აცხადებს, რომ ბიბლიაში მოხსენიებული წლები სინამდვილეში თვეებია. მაგრამ ამავე წიგნში ნათქვამია, რომ არფაქშადს შელახი 35 წლის ასაკში გაუჩნდა. თუ აქ წლების ნაცვლად თვეებს ვიგულისხმებთ, გამოვა, რომ არფაქშადს შვილი მანამ ეყოლა, სანამ 3 წელი შეუსრულდებოდა, რაც სრულიად შეუძლებელია. გარდა ამისა, დაბადების პირველი თავები განსხვავებას აკეთებს მზისა და მთვარის წელიწადებს შორის (დაბადება 1:14—16; 7:11).
-