-
თქვენც ივლით ღმერთთან ერთად?საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
-
-
5. რატომ ლაპარაკობდა იესო ადამიანის სიცოცხლის ერთი წყრთით გახანგრძლივებაზე?
5 ბიბლია სიცოცხლეს ხშირად მოგზაურობას ან სიარულს ადარებს. ზოგ შემთხვევაში ეს შედარება პირდაპირია, მაგრამ სხვა შემთხვევებში იგულისხმება. მაგალითად, იესომ თქვა: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“ (მათე 6:27). ამ სიტყვებმა შეიძლება საგონებელში ჩაგაგდოთ. რატომ მოიხსენია იესომ „ერთი წყრთა“ — საზომი ერთეული — სიცოცხლის გახანგრძლივებასთან — დროის მონაკვეთთან?a იესომ სიცოცხლე აშკარად ისე წარმოადგინა, როგორც მგზავრობა. ის ასწავლიდა, რომ წუხილით თქვენი ცხოვრების გზას ერთ პატარა ნაბიჯსაც კი ვერ შემატებთ.
-
-
თქვენც ივლით ღმერთთან ერთად?საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
-
-
a ბიბლიის ზოგ თარგმანში ამ მუხლში სიტყვა „წყრთა“ შეცვლილია დროის საზომი ერთეულით — „ერთი წამით“ (The Emphatic Diaglott) ან „ერთი წუთით“ (A Translation in the Language of the People, by Charles B. Williams). მაგრამ ორიგინალში გამოყენებული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს წყრთას, რაც დაახლოებით 45 სანტიმეტრს შეადგენს.
-