-
იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადეგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ტახტიდან ელვა, ხმები და ქუხილი გამოდიოდა“ (გამოცხადება 4:5ა). ეს სიტყვები გვახსენებს იმ შემთხვევებს, როდესაც იეჰოვა ზეციურ ძლიერებას ავლენდა. მაგალითად, აი რას ამბობს მოსე, როცა იეჰოვა სინას მთაზე „ჩამოვიდა“: „მესამე დღე რომ გათენდა, დაიწყო ქუხილი და ელვა, ჩამოწვა მთაზე შავი ღრუბელი, გაისმა საყვირის ძლიერი ხმა. . . საყვირის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა; ლაპარაკობდა მოსე და ჭეშმარიტი ღმერთი ეხმიანებოდა“ (გამოსვლა 19:16—19).
-
-
იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადეგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
13. რას განასახიერებს იეჰოვას ტახტიდან გამოსული ელვა?
13 უფლის დღის განმავლობაში იეჰოვა თავის ძლიერებას განსაკუთრებულად ავლენს. თუმცა ეს პირდაპირი გაგებით ელვას არ ნიშნავს, რადგან იოანე ნიშნებს ხედავს. მაშ, რას ნიშნავს ეს ელვა? ელვას ნათებაც შეუძლია და მოკვლაც. ამგვარად, იეჰოვას ტახტიდან გამოსული ელვა განასახიერებს სინათლეს, რომელსაც ის განუწყვეტლივ აძლევს თავის ხალხს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის იეჰოვას ცეცხლოვანი განაჩენის აღსრულებას მოასწავებს (შეადარეთ ფსალმუნების 18:14; 144:5, 6; მათეს 4:14—17; 24:27).
-