-
მშობლებო და შვილებო — სიყვარულზე ააგეთ ურთიერთობები!საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 მაისი
-
-
9. რატომ უნდა მოუსმინონ შვილებმა მშობლებს?
9 ბავშვებო, ემორჩილებით მშობლებს? „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავ. 1:8). ერთი რამ გახსოვდეთ: მშობლებს თქვენ ძალიან უყვარხართ და კარგის მეტი არაფერი სურთ თქვენთვის! ამიტომ კარგი შვილები იქნებით, თუ მოუსმენთ და დაემორჩილებით მათ (ეფეს. 6:1). მორჩილება გაცილებით ადვილია, როცა მშობელსა და შვილს შორის კარგი ურთიერთობაა და შვილმა იცის, რომ დედიკოს და მამიკოს უყვართ ის. გადაუშალეთ მშობლებს გული და ნუ დაუმალავთ თქვენს გრძნობებს. გჯეროდეთ, რომ ისინი ასე უფრო მეტად გაგიგებენ. ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენც უნდა გაუგოთ მათ.
10. რას ვსწავლობთ რობოამის მაგალითიდან?
10 ახალგაზრდებო, სიფრთხილე გმართებთ, როცა რჩევას თქვენს თანატოლს ეკითხებით. შესაძლოა, მათი რჩევა თქვენთვის სასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ ეს რჩევა შეიძლება საერთოდ არ გამოგადგეთ. უფრო მეტიც, გამორიცხული არ არის, რომ ის თქვენთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს. ახალგაზრდების უმეტესობას, ხანდაზმულებისგან განსხვავებით, არა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე. მათ არ შეუძლიათ წინასწარ განჭვრიტონ ამა თუ იმ მოქმედების თანმდევი მოვლენები და შედეგები. გავიხსენოთ სოლომონის ვაჟის, რობოამის მაგალითი. როგორ მოიქცა ის, როცა გამეფდა? იმის მაგივრად, რომ უხუცესთა რჩევას მიჰყოლოდა, მასთან შეზრდილი თანატოლების უგუნურ რჩევას დაჰყვა. ასე დაკარგა მან ქვეშევრდომთა უმრავლესობის მხარდაჭერა (1 მეფ. 12:1—17). ნუ მიჰბაძავთ რობოამს უგუნურ საქციელში. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მშობლებთან ახლო და წრფელი ურთიერთობა გქონდეთ. ესაუბრეთ თქვენს გულის ნადებზე. ისწავლეთ მათგან. იცოდეთ, ნამდვილად გამოგადგებათ მათი რჩევები! (იგავ. 13:20).
-
-
მშობლებო და შვილებო — სიყვარულზე ააგეთ ურთიერთობები!საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 მაისი
-
-
14. რატომ უნდა იყოს ბავშვი „სიტყვაში ნელი“?
14 ბავშვებო, თქვენც გმართებთ, იყოთ „სიტყვაში ნელი“. საუბრის დროს სწრაფადვე ნუ შეეწინააღმდეგებით მშობელს, ბოლომდე ათქმევინეთ სათქმელი. ღმერთმა ხომ მათ მიანდო თქვენი აღზრდის პასუხისმგებლობა?! (იგავ. 22:6). შეიძლება ისინიც ყოფილან ისეთ სიტუაციებში, როგორშიც თქვენ ხართ დღეს. შეიძლება ნანობენ კიდეც ახალგაზრდობაში ჩადენილ შეცდომებს და მთელი გულით სურთ, დაგიცვან, იგივე შეცდომები არ დაუშვათ. ამიტომ მშობლებს ისე უყურეთ, როგორც მოკავშირეებს და მრჩევლებს და არა, როგორც მოწინააღმდეგეებს და მტრებს (წაიკითხეთ იგავების 1:5 ). „პატივი ეცით მამას და დედას“ და დაანახვეთ, რომ თქვენც ისევე გიყვართ ისინი, როგორც მათ უყვარხართ. ასე მათ უფრო გაუადვილდებათ თქვენი ღვთისმოსაწონად აღზრდა და დარიგება (ეფეს. 6:2, 4).
-