-
მოერიდეთ ურწმუნოებასსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივლისი
-
-
„ნუ გაიქვავებთ გულებს“
13. რა გაფრთხილება მისცა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს და როგორ გამოიყენა 94-ე ფსალმუნი?
13 ებრაელი ქრისტიანების საპატიო მდგომარეობის განხილვის შემდეგ პავლემ ისინი გააფრთხილა: «როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს“» (ებრაელთა 3:7, 8). ამ შემთხვევაში პავლე ციტირებდა 94-ე ფსალმუნიდან და ამიტომ შეეძლო ეთქვა: „სულიწმიდა ამბობს“b (ფსალმუნი 94:7, 8; გამოსვლა 17:1–7). საღვთო წერილი ხომ სულიწმიდის მეშვეობითაა ღვთის მიერ შთაგონებული (2 ტიმოთე 3:16).
14. როგორ გამოეხმაურნენ ისრაელები ყოველივე იმას, რაც იეჰოვამ მათთვის გააკეთა, და რატომ?
14 ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ისრაელებს წილად ხვდათ დიდი პატივი, იეჰოვასთან კავშირში შესულიყვნენ (გამოსვლა 19:4, 5; 24:7, 8). ნაცვლად იმისა, რომ მადლიერები ყოფილიყვნენ ყოველივე იმისათვის, რაც ღმერთმა მათთვის გააკეთა, მალე მოჯანყე სული გამოავლინეს (რიცხვნი 13:25—14:10). როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? პავლემ შემდეგი მიზეზი მოიყვანა: მათი გულების გაქვავებით. მაგრამ როგორ შეიძლება ღვთის სიტყვისადმი მგრძნობიარე და ყურადღებიანი გული გაქვავდეს? და რა უნდა გავაკეთოთ, ეს რომ არ მოგვივიდეს?
15. ა) როგორ ისმოდა და ისმის ‘ღვთის ხმა’ წარსულში და დღეს? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ‘ღვთის ხმასთან’ დაკავშირებით?
15 პავლემ გაფრთხილება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „როცა მოისმენთ მის ხმას“. ღმერთი თავის ხალხს ადრე მოსესა და წინასწარმეტყველების მეშვეობით ელაპარაკებოდა. შემდეგ იეჰოვა მათ თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ელაპარაკა (ებრაელთა 1:1, 2). დღეს ჩვენ დასრულებული სახით გვაქვს ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა, წმინდა ბიბლია. გვყავს აგრეთვე „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც იესომ სულიერი ‘საზრდოთი დროულად’ უზრუნველსაყოფად დანიშნა (მათე 24:45–47). ამგვარად, ღმერთი კვლავ განაგრძობს ლაპარაკს. მაგრამ ვუსმენთ ჩვენ? მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ ჩაცმულობასა და ვარცხნილობასთან ან გართობასა და მუსიკასთან დაკავშირებულ რჩევებზე? ‘გვესმის’ ანუ ვამახვილებთ ყურადღებას და ვასრულებთ მოსმენილს? თუ ჩვევაში გვაქვს გავამართლოთ ჩვენი საქციელი ან არ მივიღოთ მოცემული რჩევა, გულის გაქვავების ძნელად შესამჩნევ საფრთხეში ვიგდებთ თავს.
-
-
მოერიდეთ ურწმუნოებასსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივლისი
-
-
19. როგორ შეიძლება რჩევის უგულებელყოფამ სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს? მოიყვანეთ თვალსაჩინო მაგალითი.
19 ამიტომ აქედან შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ, თუ ‘არ მოვისმენთ მის ხმას’ — უგულებელვყოფთ რჩევას, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და ერთგული მონის კლასის მეშვეობით გვაძლევს — ძალიან მალე გული გაგვიქვავდება, უგრძნობი გაგვიხდება. მაგალითად, დაუქორწინებელი წყვილი შეიძლება გასცდა მიზანშეწონილი ურთიერთობის ფარგლებს. მაგრამ რა, თუ ისინი, უბრალოდ, საერთოდ უგულებელყოფენ ამ ფაქტს? იქნებიან ისინი იმისგან დაცული, რომ არ გაიმეორებენ მსგავს მოქმედებას, თუ ასეთი დამოკიდებულება მათ იმავეს გამეორებას გაუადვილებს? მსგავსად ამისა, როდესაც მონის კლასი გვირჩევს, გონივრულად ამოვირჩიოთ მუსიკა, გართობა და სხვა მსგავსი რამ, მადლიერებით ვიღებთ თუ არა ამ რჩევას და, სადაც აუცილებელია, ვახდენთ თუ არა საჭირო ცვლილებებს? პავლე მოგვიწოდებდა: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელთა 10:24, 25). ამ რჩევის მიუხედავად, ზოგი დაუდევრად ეკიდება ქრისტიანულ შეხვედრებს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ზოგიერთი შეხვედრის გაცდენა ან რომელიმე შეხვედრის საერთოდ გამორიცხვა უმნიშვნელოა.
20. რატომ არის ბიბლიურ რჩევაზე დადებითად გამოხმაურება მნიშვნელოვანი?
20 თუ დადებითად არ ვეხმაურებით იეჰოვას „ხმას“, რომელიც ნათლად არის გადმოცემული საღვთო წერილსა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებში, მალე ‘ცოცხალი ღმვთისგან განდგომილთა’ შორის აღმოვჩნდებით. რჩევის პასიური უგულებელყოფა ადვილად შეიძლება ამ რჩევის აქტიურ დამცირებაში, გაკრიტიკებასა და უკუგდებაში გადაიზარდოს. თუ ამას არ გავაკონტროლებთ, შედეგად „ბოროტი და ურწმუნო გული“ გვექნება, მისი გამოჯანსაღება კი, ჩვეულებრივ, ძალზე რთულია (შეადარეთ ეფესელთა 4:19). მართებულად შენიშნა იერემიამ: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). ამიტომ პავლე ებრაელ თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: «შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით» (ებრაელთა 3:13).
21. რისკენ მოგვიწოდებენ ყველას და რა მომავალი გველის?
21 რა ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის საშუალებით დღესაც გველაპარაკება! ჩვენ მადლიერები ვართ, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ კვლავაც გვეხმარება, ‘ბოლომდე მტკიცედ დავიცვათ რწმენის საწყისი’ (ებრაელთა 3:14). ახლა გვაქვს იმის დრო, რომ გამოვეხმაუროთ ღვთის სიყვარულსა და ხელმძღვანელობას. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას კიდევ ერთი შესანიშნავი აღთქმით — მის სიმშვიდეში შესვლით — ვისარგებლებთ (ებრაელთა 4:3, 10). ეს არის საკითხი, რომელზეც პავლე შემდგომ ელაპარაკა ებრაელ ქრისტიანებს და რომელიც მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
-