-
ოთხმოცდაათი წელია, რაც „დიდებული შემოქმედი“ მახსოვსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
1931 წელს ლონდონში ჩატარებულ კონგრესზე ძმა რუტერფორდმა მაუწყებლებს ჰკითხა, ვის სურდა სხვა ქვეყანაში ექადაგა სასიხარულო ცნობა. მე სურვილი გამოვთქვი და ენდრუ ჯეკთან ერთად ლიტვის იმდროინდელ დედაქალაქ კაუნასში გამგზავნეს საქადაგებლად. მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი.
საზღვარგარეთ ქადაგება
იმ დროს ლიტვა ღარიბი ქვეყანა იყო და სოფლებში ქადაგება ძალიან გვიჭირდა. ბინის დაქირავება რთული იყო და ზოგიერთი ადგილი, სადაც ღამეს ვათევდით, დღემდე მახსოვს. მაგალითად, ერთხელ მე და ენდრუს შუაღამისას შეწუხებულებს გაგვეღვიძა. ლამპა ავანთეთ და დავინახეთ, რომ ჩვენი საწოლები ბაღლინჯოებით იყო სავსე. თავიდან ფეხებამდე დაკბენილები ვიყავით. ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილით იქვე ახლოს მდინარეზე გავრბოდი და კისრამდე ცივ წყალში ვდგებოდი, რომ როგორმე ტკივილი დამეამებინა. ასეთი პირობების მიუხედავად, მსახურების შეწყვეტაზე არც გვიფიქრია. მალე ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გავიცანით, რომლებმაც ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მათ თავიანთ სახლში შეგვიფარეს. სახლი პატარა, მაგრამ სუფთა იყო. იატაკზე ვიძინებდით, მაგრამ ჩვენთვის ეს უკვე დიდი შვება იყო.
იმ დროს ლიტვაში დიდი გავლენა ჰქონდა რომის კათოლიკურ და რუსულ მართლმადიდებლურ სამღვდელოებას. ბიბლია მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება ვრცელ ტერიტორიაზე გვექადაგა და რაც შეიძლება მეტი ბიბლიური ლიტერატურა გაგვევრცელებინა. პირველ რიგში, საცხოვრებელს ვპოულობდით ქალაქში. შემდეგ, ახლომახლო ფრთხილად ვიწყებდით ქადაგებას და ბოლოს სწრაფად შემოვივლიდით ხოლმე ქალაქს. ვიდრე ადგილობრივი სამღვდელოება ჩვენთვის ხელის შეშლას შეეცდებოდა, საქმე უკვე დამთავრებული გვქონდა.
ორმა შემთხვევამ წყალი ჩვენს წისქვილზე დაასხა
1934 წელს ენდრუ კაუნასის ფილიალში მიიწვიეს, ჩემი ახალი პარტნიორი კი ჯონ სემპი გახდა. ჩვენ ბევრი საინტერესო შემთხვევა გვქონდა. ერთხელ ერთ პატარა ქალაქში ადვოკატის ოფისში მივედი. ჩემმა საუბარმა ადვოკატი იმდენად აღაშფოთა, რომ მაგიდის უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო და იქაურობის დატოვება მიბრძანა. გულში ვილოცე, თან ერთი ბიბლიური მუხლი გამახსენდა: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავ. 15:1). „მე თქვენთან კეთილი განზრახვით მოვედი, რომ კარგი ამბავი მეთქვა“, — ვუთხარი მას. ადვოკატმა სასხლეტიდან თითი აიღო, მე კი ამასობაში უკან-უკან სვლით ფრთხილად გავედი ოფისიდან.
იმ დღეს ჯონისაც მძიმე დღე ჰქონდა. ქალმა, რომელსაც ის ესაუბრებოდა, ფულის დიდი კუპიურა დაკარგა. ქურდობა ჯონის დააბრალეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც თავიდან ფეხებამდე გაჩხრიკეს. ცხადია, ჯონის ვერაფერი უპოვეს. ნამდვილი ქურდი მოგვიანებით დაიჭირეს.
ორივე შემთხვევამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რის გამოც ქალაქში ყველამ გაგვიცნო.
სარისკო საქმე
მეზობელ ლატვიაში ბიბლიური ლიტერატურის შეტანა სარისკო საქმე იყო, რადგან იქ ჩვენი საქმიანობა იკრძალებოდა. დაახლოებით თვეში ერთხელ ღამის მატარებლით ლატვიაში მივდიოდით. ზოგჯერ, როცა ლატვიაში ლიტერატურას ადგილზე მივიტანდით, ესტონეთში გადავდიოდით უფრო მეტი ლიტერატურის წამოსაღებად. უკანა გზაზე ამ ლიტერატურასაც ლატვიაში ვტოვებდით.
ერთხელ საბაჟოს თანამშრომელმა, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა ჩვენზე, მოგვთხოვა, მატარებლიდან ჩავსულიყავით და ლიტერატურა მისი უფროსისთვის მიგვეტანა. მე და ჯონიმ იეჰოვას მივმართეთ ლოცვით. ჩვენდა გასაკვირად, საბაჟოს თანამშრომელს უფროსისთვის არ უთქვამს, რატომ დაგვაკავა. უბრალოდ უთხრა, რომ მისთვის რაღაც გვქონდა სათქმელი. საბაჟოს უფროსს განვუმარტე, რომ ჩვენი ლიტერატურა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს იმის დანახვაში დაეხმარებოდათ, თუ რატომ იყო მთელ მსოფლიოში ვითარება ასე დაძაბული. მან გზის გაგრძელების ნებართვა მოგვცა და ჩვენც მშვიდობიანად შევასრულეთ ჩვენი მისია.
მალე ბალტიისპირა ქვეყნებში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა და მოწმეების მიმართ წინააღმდეგობა გაძლიერდა. ამის შედეგად ჩვენი საქმიანობა ლიტვაშიც აიკრძალა. ენდრუ და ჯონი ქვეყნიდან გააძევეს, ბრიტანეთის მოქალაქეებს კი ქვეყნის დატოვება გვირჩიეს, რადგან II მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი. სამწუხაროდ, მეც მომიწია იქაურობის დატოვება.
-
-
ოთხმოცდაათი წელია, რაც „დიდებული შემოქმედი“ მახსოვსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
ბელფასტის გარეუბანში ქადაგებისას შევხვდი ერთ რუს ქალბატონს, რომელიც ერთ დროს ლიტვაში ცხოვრობდა. როცა ლიტერატურა ვაჩვენე, ერთ წიგნზე მიმითითა და მითხრა: „ეს წიგნი მაქვს. ბიძაჩემმა მომცა. ის კაუნასის უნივერსიტეტის პროფესორია“. შემდეგ პოლონურ ენაზე გამოცემული წიგნი „შემოქმედება“ მაჩვენა. წიგნის არშიები შენიშვნებით იყო სავსე. ქალი გაოცდა, როცა ვუთხარი, რომ ეს წიგნი ბიძამისს მე მივეცი კაუნასში ყოფნისას (ეკლ. 11:1).
-
-
ოთხმოცდაათი წელია, რაც „დიდებული შემოქმედი“ მახსოვსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
ლიტვაში ძმებმა წამიყვანეს ქალაქ შიაულიაიში, სადაც ერთ დროს პიონერად ვმსახურობდი. იქ ერთმა ძმამ მითხრა: «დიდი ხნის წინ მე და დედაჩემმა სახლი შევიძინეთ ქალაქში. სხვენის დალაგების დროს ვიპოვეთ წიგნები „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ და „ღვთის ქნარი“. მათი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. ვფიქრობ, ეს წიგნები იმ სახლში შენი დატოვებული იყო».
დავესწარი სარაიონო კონგრესსაც იმ ქალაქში, სადაც ადრე პიონერად ვმსახურობდი. 65 წლის წინ იქ ჩატარებულ კონგრესს 35 ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ამჯერად სიხარულით ვუყურებდი 1 500 დამსწრეს. იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა ჩვენი საქმიანობა.
-