საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მაგალითი მდიდარ კაცზე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ვინ იქნება მათ შორის, ვინც, ასე ვთქვათ, ძებნას დაუწყებს ღვთის სამეფოს? იესოს სიტყვების თანახმად, მათი რიცხვი საკმაოდ მცირე იქნება, რადგან „მცირე სამწყსო“ ეწოდებათ. ესენი არიან ერთგული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი. მოგვიანებით მათი რიცხვიც გამოიკვეთა — 144 000. რა ელის მათ? იესო არწმუნებს: „თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დედამიწაზე დააგროვებენ ქონებას, რისი მოპარვაც ქურდებს შეუძლიათ. სინამდვილეში მათი გული იქ იქნება, სადაც „ულევ განძს“ დააგროვებენ ანუ ზეცაში, სადაც ქრისტესთან ერთად იმეფებენ (ლუკა 12:32—34).

  • მზად იყავი ერთგულო მმართველო!
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • როგორც იესომ აღნიშნა, მხოლოდ „მცირე სამწყსო“ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს (ლუკა 12:32). ამ საოცარ ძღვენს გულგრილად არ უნდა მოეკიდოს ამ სამწყსოს არც ერთი წევრი. იესო ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მას, ვინც სამეფო უნდა დაიმკვიდროს, სწორი განწყობა ჰქონდეს.

      აქედან გამომდინარე, იესო არიგებს თავის მოწაფეებს, რომ მზად იყვნენ მისი მოსვლისთვის. იგი ამბობს: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული. მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელის, რომ როგორც კი მოვა და დააკაკუნებს, მაშინვე გაუღონ. ბედნიერები არიან მონები, რომლებსაც ფხიზლებს ნახავს დაბრუნებული ბატონი!“ (ლუკა 12:35—37).

      მოწაფეებისთვის, წესით, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ამ მაგალითის თანახმად, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. იესო ამბობს, რომ მსახურები მზადყოფნით ელოდებიან ბატონის დაბრუნებას, შემდეგ კი ხსნის: „თუ [ბატონი] მეორე [დაახლოებით საღამოს ცხრა საათიდან შუაღამემდე] ან თუნდაც მესამე გუშაგობისას [შუაღამიდან დაახლოებით დილის სამ საათამდე] მივა და მათ ასე ნახავს, ბედნიერები არიან ისინი!“ (ლუკა 12:38).

      ამ მაგალითით იესოს უფრო მეტის თქმა სურს, ვიდრე მხოლოდ ის, რომ მსახური გულმოდგინე უნდა იყოს. ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ შემოჰყავს იესოს, კაცის ძეს, საკუთარი თავი ამ მაგალითში. იგი თავის მოწაფეებს ეუბნება: „თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკა 12:40). აქედან ჩანს, რომ იესო მომავალში, დროის რაღაც მონაკვეთში მოვა. მას უნდა, რომ მისი მიმდევრები, განსაკუთრებით კი „მცირე სამწყსო“, მზად დახვდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება