-
როგორ შევუწყოთ ხელი ქრისტიანულ ერთობას?საგუშაგო კოშკი — 2016 | მარტი
-
-
თანამშრომლობა სამქადაგებლო საქმეში
3. რა ნახა ხილვაში მოციქულმა იოანემ?
3 ახ. წ. I საუკუნის ბოლოს მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა შვიდი ანგელოზი, რომელთაც საყვირები ეჭირათ. როდესაც მეხუთე ანგელოზმა საყვირს ჩაჰბერა, იოანემ დაინახა დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას მიეცა გასაღები, რომლითაც უფსკრულის ნაპრალი გააღო. იქიდან კვამლი ამოვიდა, კვამლიდან კალიები გამოვიდნენ. ისინი ბალახეულს კი არ შეესივნენ, არამედ იმ ადამიანებს, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ჰქონდათ შუბლზე დასმული (გამოცხ. 9:1—4). ცხადია, იოანეს ეცოდინებოდა, თუ რა გამანადგურებელი შედეგი მოაქვს კალიების შემოსევას. კალიები არ იყვნენ, მოსეს დროს ეგვიპტეს რომ შეესივნენ?! (გამ. 10:12—15). იოანეს მიერ ნანახი კალიები განასახიერებენ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც იეჰოვას განაჩენს აცხადებენ. მათ მხარს უჭერს მიწიერი იმედის მქონე მილიონობით ღვთის მსახური. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სამქადაგებლო საქმე ასუსტებს სატანის ძალაუფლებას, რომელსაც ის ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის მეშვეობით ახორციელებს.
-
-
როგორ შევუწყოთ ხელი ქრისტიანულ ერთობას?საგუშაგო კოშკი — 2016 | მარტი
-
-
7. რის მიღწევა შეგვიძლია ერთობლივი ძალებით?
7 ერთი კალია ბევრს ვერაფერს გააკეთებს. მარტონი ვერც ჩვენ შევძლებთ ბევრის კეთებას. მაგრამ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია მილიონობით ადამიანს გავაცნოთ იეჰოვა, რომელიც ქებას და დიდებას იმსახურებს. თუმცა ღვთის ხალხის ერთობას მხოლოდ სამქადაგებლო საქმეში თანამშრომლობა როდი უწყობს ხელს.
-