-
იეჰოვას დღე ახლოსაასაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
-
-
5, 6. ა) აღწერეთ იოველის მიერ ნაწინასწარმეტყველები უბედურება. ბ) ვისგან მომდინარეობდა ეს უბედურება?
5 უსმინეთ! იოველს შორიდან გუგუნი ესმის. ცა შავდება, შიშის მომგვრელი ხმაური იზრდება და წყვდიადი ისადგურებს. შემდეგ კვამლისმაგვარი ღრუბელი თანდათან ქვემოთ წვება. ეს მწერთა მრავალრიცხოვანი ლაშქარია, რომელიც მილიონებს ითვლის. რამხელა განადგურება მოაქვთ მათ! ახლა ყურადღება გაამახვილეთ იოველის 1:4-ზე. ამ შემოსეულ მწერთა შორის მხოლოდ გადამფრენი ფრთიანი კალიები როდი არიან. ო, არა! აქ არიან მშიერ მწერთა, უფრთო კალიათა, ურდოებიც. ხმაური, რომელიც ქარის მიერ მოულოდნელად მოტანილი კალიებისგანაა, ეტლების ხმაურის მსგავსია (იოველი 2:5). გაუმაძღარ მილიონებს მაშინვე შეუძლიათ აყვავებული სამოთხის უდაბნოდ გადაქცევა.
-
-
იეჰოვას დღე ახლოსაასაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
-
-
მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ იოველის მე-2 თავის მე-11 მუხლში ღმერთი კალიებს ‘თავის მხედრობას’ უწოდებს. დიახ, კალიების მიერ გამოწვეული ეს უბედურება, რომელიც ქვეყანას გააჩანაგებდა და დიდ შიმშილობას ჩამოაგდებდა, ღვთისგან მომდინარეობდა. როდის მოხდებოდა ეს? სწორედ ‘იეჰოვას დღის’ წინ.
-
-
იეჰოვას დღე ახლოსაასაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
-
-
8, 9. ა) როგორ აღწერს იოველი კალიებსა და მათ მიერ მიყენებულ ზიანს? ბ) ვინ არის დღეს კალიების სახით წარმოდგენილი?
8 შეხედეთ კალიათა დიდ ლაქშარს! „მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს. გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები. იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!“ (იოველი 1:6–8).
9 ეხება თუ არა ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ იმ კალიის სახით წარმოდგენილ ‘ხალხს’, კალიათა გუნდს, რომელიც იუდეას შეესია? არა, აქ უფრო მეტი რამ არის ჩადებული. როგორც იოველის 1:6-ში, ისე გამოცხადების 9:7-ში კალიების სახით ღვთის ხალხია წარმოდგენილი. თანამედროვე კალიების ლაშქარი სხვა არაფერია, თუ არა იეჰოვას ცხებული კალიებისგან შემდგარი მხედრობა, რომელსაც დღეისათვის იესოს დაახლოებით 5 600 000 ‘სხვა ცხვარი’ შეუერთდა (იოანე 10:16). არ გახარებთ იეჰოვას თაყვანისმცემელთა ამ დიდი ჯგუფის წევრობა?
10. რა მოჰყვა იუდეაში კალიების შემოსევას?
10 იოველის 1:9–12-ში აღწერილია, თუ რა მოჰყვა კალიების შემოსევას. მწერების გუნდის ერთიმეორეზე მიყოლებით შემოსევა თითქმის მთლიანად ანადგურებს ქვეყანას. მარცვლის, ღვინისა და ზეთის უქონლობის გამო ორგული მღვდლებისთვის შეუძლებელია თავიანთი დანიშნულების შესრულება. მიწაც კი მოთქვამს კალიების შემოსევის შედეგად მარცვლის გაჩანაგებისა და ხეხილის უნაყოფობის გამო. ვაზი განადგურდა და ბაალის თაყვანისმცემლებს, რომლებიც სულიერ ლოთებში შედიან, აღარა აქვთ დასალევი ღვინო.
„იგლოვეთ, მღვდლებო!“
11, 12. ა) ვინ აცხადებს დღეს ღვთის მღვდლობაზე პრეტენზიას? ბ) როგორ მოქმედებს თანამედროვე კალიების შემოსევა ქრისტიანული სამყაროს რელიგიურ წინამძღოლებზე?
11 მოისმინეთ ღვთის ცნობა ამ თავნება მღვდლების შესახებ. „შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ სამსხვერპლოს მსახურნო!“ (იოველი 1:13). იოველის წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას სამსხვერპლოსთან ლევიანი მღვდლები მსახურობდნენ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას საბოლოო შესრულებაზე? დღეს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ხალხს თავს ისე აჩვენებს, თითქოს ღვთის საკურთხეველთან მსახურების უფლებამოსილება აქვს და, მათი განაცხადის თანახმად, ისინი ღვთის მსახურები, მისი ‘მღვდლები’ არიან. მაგრამ რა ხდება დღეს, როცა ღვთის თანამედროვე კალიები წინ მიიწევენ?
12 ქრისტიანული სამყაროს ‘მღვდლებს’ ააფთრებს იეჰოვას ხალხის საქმიანობის დანახვა და ღვთის სამსჯავროს შესახებ მათი გაფრთხილების მოსმენა. ისინი სიმწრისგან მკერდში მჯიღებს იცემენ რადგან სამეფოს შესახებ ცნობა მათთვის განადგურებას ნიშნავს. ისინი მოთქვამენ, რადგან ფარიდან ცხვრები ეფანტებათ. საძოვრების გაჩანაგებისა და, ამის შედეგად, თავიანთი შემოსავლის წყაროს დაკარგვის გამო, დაე მთელი ღამეები ჯვალოში ატარონ და იტირონ. მალე ისინი სამსახურსაც დაკარგავენ! ფაქტობრივად, ღმერთი მათ ეუბნება, მთელი ღამეები მოთქმაში გაატარონ, ვინაიდან ახლოსაა მათი აღსასრული.
-
-
იეჰოვას დღე ახლოსაასაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
-
-
14. რის მომასწავებელია კალიების შემოსევა?
14 კალიების შემოსევა იყო და არის რაღაცის მომასწავებელი. რის? იოველი პირდაპირ გვეუბნება პასუხს: «ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან» (იოველი 1:15). ღვთის კალიების ლაშქრის საყოველთაო შემოსევა აშკარად მიუთითებს, რომ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე ახლოსაა. ნამდვილად, ყველა გულმართალ ადამიანს სწყურია ანგარიშის გასწორების ეს განსაკუთრებული დღე, როცა ღვთის სამსჯავრო ბოროტების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სისრულეში მოიყვანს და იეჰოვა, როგორც უზენაესი მმართველი, გამარჯვებული გამოვა.
15. როგორ იქცევიან ქვეყნის განადგურების ხილვისას ღვთის გაფრთხილებისთვის ყურადღების მიმქცევნი?
15 იოველის 1:16–20-ის თანახმად, ძველ იუდეაში საზრდო გაქრა. ამასთანავე, გაქრა მხიარულებაც. საწყობები დაცარიელდა, ბეღლები დაინგრა. რადგან კალიებმა საძოვრები გააჩანაგეს, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი აქეთ-იქით დაეხეტებოდა, დაიღუპა ცხვრის ფარები. რამხელა უბედურებაა! როგორ იყო იოველი ასეთ გარემოცვაში? მე-19 მუხლის თანახმად, მან თქვა: „შენ შეგღაღადებ, უფალო“. დღესაც მრავალი ეხმაურება ღვთის გაფრთხილებას და რწმენით შეღაღადებს იეჰოვას.
‘იეჰოვას დღე მოდის’
16. რატომ უნდა შეძრწუნებულიყვნენ „ქვეყნის მკვიდრნი“?
16 მოუსმინეთ ღვთის შემდეგ მითითებას: „ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დაეცით ყიჟინა ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი“ (იოველი 2:1). რატომ უნდა ვიმოქმედოთ ასე? წინასწარმეტყველება იძლევა პასუხს: «რადგან უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე მოდის, ახლოვდება. დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ჯანღიანი! ბინდივით ეფინება მთებს» (იოველი 2:1, 2). იეჰოვას დიდ დღესთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს სიფხიზლის აუცილებლობა.
17. რა გავლენა იქონია კალიების შემოსევამ იუდეის მიწასა და ხალხზე?
17 წარმოიდგინეთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა წინასწარმეტყველის ხილვა, რომელშიც დაუნდობელი კალიები მართლაც ედემის ბაღის მაგვარ ადგილს გაპარტახებულ ადგილად აქცევენ. მოვისმინოთ, თუ როგორაა კალიათა ლაშქარი აღწერილი: „ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან; ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული. მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის“ (იოველი 2:4–6). იოველის დღეებში კალიების შემოსევის დროს ბაალის თაყვანისმცემლები უფრო და უფრო იტანჯებოდნენ და სახეები სიბრაზისგან წამოჭარხლებული ჰქონდათ.
18, 19. რით ჰგავს დღეს ღვთის ხალხის მოქმედება კალიების შემოსევას?
18 კალიათა მოწესრიგებულ, დაუცხრომელ სვლას ვერაფერი აჩერებდა. ისინი ‘ფალავნებივით დარბოდნენ’ და გალავნებზეც კი ძვრებოდნენ. თუ რომელიმე ‘შუბზე ეცემოდა, სხვები მაინც არ იხევდნენ უკან’ (იოველი 2:7, 8). ღვთის დღევანდელი ლაშქრის, სიმბოლური კალიების, რა ცოცხალი წინასწარმეტყველური აღწერაა! დღესაც იეჰოვას კალიათა ლაშქარი მტკიცედ განაგრძობს წინსვლას. წინააღმდეგობის ვერავითარი ‘გალავანი’ მათ ვერ აბრკოლებს. ისინი მზად არიან უმალ მოკვდნენ, ვიდრე ღვთისადმი უმწიკვლოების შენარჩუნებაში რამე კომპრომისზე წავიდნენ, და ეს გააკეთა ათასობით მოწმემ, რომლებიც ნაცისტური გერმანიის რეჟიმის დროს „ჰაილ ჰიტლერის“ თქმაზე უარის გამო ‘შუბებზე დაეცნენ’.
19 ღვთის კალიათა თანამედროვე ლაშქარი მთელი ქრისტიანული სამყაროს „ქალაქში“ ასრულებს დამოწმების საქმეს (იოველი 2:9). ისინი ამას მთელი მსოფლიო მასშტაბით აკეთებენ. ისინი ისევ უმკლავდებიან მრავალ დაბრკოლებას, შედიან მილიონობით ოჯახში, მიდიან ხალხთან ქუჩაში, ელაპარაკებიან ტელეფონით და ადამიანებთან ურთიერთობის დასამყარებლად ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, რომ იეჰოვას ცნობა გადასცენ. მართლაც, მათ გაავრცელეს მილიარდობით ბიბლიური პუბლიკაცია და კვლავაც შეუჩერებლივ გაავრცელებენ კიდევ მეტ პუბლიკაციას როგორც საჯაროდ, ისე კარდაკარ დაუცხრომელი მსახურებისას (საქმეები 20:20, 21).
20. ვისი მხარდაჭერით მოქმედებენ თანამედროვე კალიები და რა შედეგებით?
20 იოველის 2:10 ცხადყოფს, რომ კალიათა ძალიან დიდი გუნდი მზის, მთვარისა და ვარსკვლავების დამაბნელებელი ღრუბლის მსგავსია (შეადარეთ ესაია 60:8). არსებობს რამე ეჭვი, თუ ვინ დგას ამ საბრძოლო ჯარების უკან? კალიათა გრუხუნზე მეტად გაისმის იოველის 2:11-ის შემდეგი სიტყვები: «უფალმა გამოსცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის ამსრულებელი, რადგან დიდია უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?» დიახ, იეჰოვა ახლა, თავისი დიდებული დღის წინ, კალიათა მხედრობას აგზავნის.
„არ აყოვნებს უფალი“
21. რა შედეგები მოჰყვება ‘იეჰოვას დღის ქურდივით მოსვლას’?
21 იოველის მსგავსად, მოციქული პეტრეც ლაპარაკობდა იეჰოვას დიდი დღის შესახებ. მან დაწერა: «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება» (2 პეტრე 3:10). სატანა ეშმაკის გავლენით ‘მიწას’ ანუ ღვთისგან ჩამოცილებულ კაცობრიობას ბოროტი სამთავრობო ‘ზეცა’ მართავს (ეფესელთა 6:12; 1 იოანე 5:19, აქ). ეს სიმბოლური ზეცა და მიწა ვერ გადაურჩება იეჰოვას დიდ დღეს ღვთის რისხვის ალს. მათ შეცვლის ‘ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე’ (2 პეტრე 3:13).
22, 23. ა) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ იეჰოვას მიერ გულმოწყალებით გამოვლენილ მოთმინებაზე? ბ) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ იმ ფაქტზე, რომ ახლოსაა იეჰოვას დღე?
22 დღეს მრავალი ხელის შემშლელი ფაქტორისა და რწმენის გამოცდის გამო შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს, რომ ახლა არ არის დაყოვნების დრო. მაგრამ სიმბოლური კალიების წინსვლასთან ერთად მრავალი ადამიანი ეხმაურება სამეფოს შესახებ ცნობას. თუმცა ამას ღმერთმა გარკვეული დრო გამოუყო, ჩვენ მისი სულგრძელობა დაყოვნებაში არ უნდა აგვერიოს. „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9).
23 დღეს, როდესაც მოველით იეჰოვას დიდ დღეს, გულთან ახლოს მივიტანოთ მოციქულის სიტყვები მე-2 პეტრეს 3:11, 12-დან: „თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში, რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან“. ამ ქცევასა და ღვთის მსახურებაში, რასაკვირველია, შედის წუთისოფლის აღსასრულის დადგომამდე სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მუდმივი და მიზანდასახული მონაწილეობის მიღება, რათა არ ჩამოვრჩეთ იეჰოვას კალიათა ლაშქარს (მარკოზი 13:10).
24, 25. ა) როგორ რეაგირებთ იეჰოვას კალიათა ლაშქართან ერთად მსახურების შესაძლებლობაზე? ბ) რა მნიშვნელოვან კითხვას სვამს იოველი?
24 ღვთის კალიათა ლაშქარი იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დაწყებამდე არ გაჩერდება. ამ შეუკავებელი კალიების ლაშქრის არსებობა იეჰოვას დღის მოახლოების მნიშვნელოვანი მტკიცებაა. ნუთუ არ აღგაფრთოვანებთ იეჰოვას ცხებულ კალიებთან და მათ თანამგზავრებთან ერთად მსახურება იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის წინ მძაფრ საბოლოო იერიშში?
-