-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივლისი
-
-
თავაშვებულობაში (ბერძნულად „ასელგია“) იგულისხმება „აღვირახსნილობა, გახრწნილება, უსირცხვილო მოქმედება, გარყვნილება“. ერთი ლექსიკონი ამ ბერძნულ სიტყვას თარგმნის როგორც „დაუოკებელ ვნებას . . . აღმაშფოთებელ საქციელს, უსირცხვილობას, უტიფრობას“ (The New Thayer’s Greek-English Lexicon). სხვა ლექსიკონის თანახმად, თავაშვებულობა ისეთი საქციელია, რომელიც „სცილდება საზოგადოებისთვის მისაღებ ყველა ნორმას“.
ზემოხსენებული განმარტებებიდან აშკარაა, რომ „თავაშვებულობის“ შემთხვევაში პიროვნება 1) სერიოზულად არღვევს ღვთის კანონს და 2) არაფრად აგდებს სხვების თვალსაზრისს და თავხედურად იქცევა.
აქედან გამომდინარე, თავაშვებულობაში, უბრალოდ, ცუდი საქციელი არ იგულისხმება. ეს ისეთი ქმედებებია, რომლებითაც სერიოზულად ირღვევა ღვთის კანონი და ვლინდება თავხედური ან აშკარად უპატივცემულო დამოკიდებულება. ამ დროს ადამიანი უფლებამოსილ პირებს, კანონებსა და ნორმებს პატივს არ სცემს და შეიძლება ითქვას, რომ არაფრად აგდებს მათ.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივლისი
-
-
ბიბლიური გამოთქმა „თავაშვებულობა“ ყოველთვის სერიოზულ ცოდვას მოიცავს, რაც ხშირად სექსუალურ საკითხებთან არის დაკავშირებული. თავაშვებულობის ამოსაცნობად უხუცესებმა უნდა გაარკვიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი თავხედურ დამოკიდებულებას, გახრწნილებას, უწმინდურებას, უსირცხვილობას ან ისეთ მოქმედებას, რაც საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი იქნებოდა.
-