საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • „გახურებულ ღუმელში“

      სამი ძმა დაგვაპატიმრეს. ჩემი ცოლი ჩემს სანახავად ადგილობრივი მილიციის განყოფილებაში არც კი მოსულა. თავიდან ირაკლიონის ციხეში მიგვიყვანეს. როგორც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიე, საკანში მარტო ვიჯექი და თავს საშინლად ვგრძნობდი. სახლში დავტოვე ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებდა, და ორი მცირეწლოვანი შვილი. მხურვალედ ვლოცულობდი და იეჰოვას დახმარებას ვთხოვდი. უცებ ღვთის სიტყვიდან ებრაელთა 13:5-ში ჩაწერილი სიტყვები მომაგონდა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრაელთა 13:5). მივხვდი, რომ გონივრული იქნებოდა, მთლიანად იეჰოვას მივნდობოდი (იგავები 3:5).

  • გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • გადასახლებაში ყოფნისას ყოველთვის ვწერდი წერილებს ჩემს ძვირფას მეუღლეს, თუმცა მისგან პასუხი არასოდეს მიმიღია. მიუხედავად ამისა, წერილებში ყოველთვის დიდ სითბოს ვდებდი; მეუღლეს ვანუგეშებდი და ვარწმუნებდი, რომ ეს უსიამოვნო შემთხვევა მხოლოდ დროებითი იყო და ჩვენ კვლავ ბედნიერები ვიქნებოდით.

  • გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • მოულოდნელი კურთხევა და კვლავ გაჭირვება

      1950 წლის მიწურულს გამათავისუფლეს. სახლში დაუძლურებული, ფერმიხდილი, გაძვალტყავებული ვბრუნდებოდი და არ ვიცოდი, მიმიღებდნენ თუ არა ოჯახში. ცოლ-შვილთან შეხვედრამ უზომოდ გამახარა. და რაც მთავარია, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ფროსინეს მტრული განწყობა განელებოდა. ციხიდან გამოგზავნილ წერილებს თავისი საქმე გაეკეთებინათ: ფროსინეზე დადებითი გავლენა იქონია ჩემმა მოთმინებამ; მის გულს ძალიან შეეხო ის, რომ ფარ-ხმალს არ ვყრიდი და სულ ვწერდი. ცოტა ხნის შემდეგ, შემორიგების მიზნით, დიდხანს და თბილად ვესაუბრე მას. შედეგად, ფროსინემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და თანდათანობით იეჰოვასა და მისი დანაპირებისადმი რწმენაც გაუჩნდა. 1952 წლის ერთ-ერთი დღე ჩემთვის უბედნიერესი იყო, რადგან მაშინ მოვნათლე ჩემი საყვარელი მეუღლე, როგორც იეჰოვას მიძღვნილი მსახური!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება