-
მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
როცა იოანემ თქვა, რომ „ღმერთი სიყვარულია“, მან სიტყვა აგაპე გამოიყენა.a თავის წიგნში, პროფესორი უილიამ ბარკლეი წერდა: „აგაპე უფრო გონებას უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც თავისით ჩნდება. ეს არის პრინციპი, რომლითაც შეგნებულად ვცხოვრობთ; აგაპე უპირველესად გააზრებული ნება-სურვილის გამოხატულებაა“ (New Testament Words). მართალია აგაპეს პრინციპები უდევს საფუძვლად, მაგრამ ხშირად მას ძლიერი ემოციაც ახლავს. ვინაიდან არსებობს კარგი და ცუდი პრინციპები, ქრისტიანებმა იეჰოვა ღმერთის მიერ დადგენილი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ. აგაპესა და ბიბლიაში გამოყენებული სიყვარულის აღმნიშვნელი სხვა სიტყვების ერთმანეთთან შედარება უკეთ დაგვანახვებს, როგორი სიყვარულის გამოვლენა გვმართებს ქრისტიანებს.
-
-
მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
სავსებით ნორმალურია, თუ კრებაში ახლო მეგობარი გვყავს. თუმცა 2 პეტრეს 1:7 მოგვიწოდებს, რომ ძმათმოყვარეობას (ფილადელფია, ნაწარმოებია სიტყვიდან ფილოს, რაც ბერძნულად მეგობარს ნიშნავს და სიტყვიდან ადელფოს, ნიშნავს ძმას) სიყვარული (აგაპე) დავურთოთ. თუ გვინდა, რომ ჩვენმა მეგობრობამ დროს გაუძლოს, ეს რჩევა უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: „ვიყენებ ბიბლიის პრინციპებს მეგობრებთან ურთიერთობაში?“
ღვთის სიტყვა გვეხმარება, მიუკერძოებლები ვიყოთ მაშინაც კი, როცა საქმე მეგობრებს ეხება. ჩვენ ორმაგი სტანდარტი არ გვაქვს დადგენილი — მხოლოდ მეგობრებს არ ვეკიდებით შემწყნარებლურად. მეგობრების შეძენას პირფერობით არ ვცდილობთ. რაც მთავარია, ბიბლია გვეხმარება, რომ გონივრულად ავირჩიოთ მეგობრები და მოვერიდოთ ‘ცუდ საზოგადოებას, რომელიც ხრწნის კარგ ჩვევებს’ (1 კორ. 15:33).
-
-
მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
ნათესაური სიყვარული გულთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული. მაგრამ საინტერესოა, რომ პავლემ სიტყვა აგაპე გამოიყენა, როცა ქმრებს მოუწოდა, ცოლები ჰყვარებოდათ. მან ეს სიყვარული იმ სიყვარულს შეადარა, რომელიც ქრისტეს აქვს კრების მიმართ (ეფეს. 5:28, 29). ამ სიყვარულს ოჯახის დამფუძნებლის, იეჰოვა ღმერთის მიერ დაწესებული პრინციპები უდევს საფუძვლად.
თუ ნამდვილად გვიყვარს ოჯახის წევრები, უყურადღებოდ არ დავტოვებთ ასაკოვან მშობლებს და პირნათლად შევასრულებთ მშობლის მოვალეობას. სიყვარულის გამოა, რომ საჭიროების შემთხვევაში მშობლები სჯიან კიდეც შვილებს და არ არიან მეტისმეტად შემწყნარებლები (ეფეს. 6:1—4).
-
-
მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
მოციქული პავლე წერდა: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს . . . ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“ (რომ. 12:9, 10). ქრისტიანებს ერთმანეთის მიმართ უთვალთმაქცო სიყვარული (აგაპე) აქვთ. ეს სიყვარული ცარიელი ემოცია არ არის, მას ბიბლიის პრინციპები უდევს საფუძვლად.
-
-
მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
a აგაპე უარყოფითი მნიშვნელობითაც გამოიყენება (იოან. 3:19; 12:43; 2 ტიმ. 4:10; 1 იოან. 2:15—17).
-