-
სიყვარული და სამართლიანობა ქრისტიანულ კრებაშისაგუშაგო კოშკი — 2019 | მაისი
-
-
სიყვარულზე დაფუძნებული კანონი
8. რაზეა დაფუძნებული ქრისტეს კანონი?
8 მყარ საძირკველზე აგებულ სახლში ადამიანი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს. მსგავსად, მყარ საძირკველზე დაფუძნებული კანონი უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს თავს ყველას, ვინც მის თანახმად ცხოვრობს. ქრისტეს კანონი საუკეთესო საძირკველზე, სიყვარულზეა დაფუძნებული. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
როცა სიყვარულით ვეპყრობით სხვებს, ვემორჩილებით ქრისტეს კანონს (იხილეთ აბზაცები 9—14)d
9, 10. რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ იესოს საქმეები სიყვარულით იყო ნაკარნახევი და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
9 პირველი, იესოს ყველა საქმე სიყვარულით იყო ნაკარნახევი. მას უყვარდა ადამიანები, ამიტომ სიბრალულსა და თანაგრძნობას ავლენდა მათ მიმართ. ის ასწავლიდა ხალხს, კურნავდა ავადმყოფებს, აპურებდა მშივრებს და აღადგენდა მკვდრებს (მათ. 14:14; 15:32—38; მარ. 6:34; ლუკ. 7:11—15). მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა, იესო მზად იყო, სხვების საჭიროებები საკუთარზე წინ დაეყენებინა. რაც მთავარია, მან უდიდესი სიყვარული გამოავლინა, როცა სხვების საკეთილდღეოდ საკუთარ სიცოცხლეზე თქვა უარი (იოან. 15:13).
10 რას ვსწავლობთ: იესოს ვბაძავთ, როდესაც სხვების საჭიროებებს საკუთარზე წინ ვაყენებთ და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მიმართ უფრო თანამგრძნობები ვხდებით. როცა სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და სწავლებისკენ ასეთი თანაგრძნობა გვიბიძგებს, ქრისტეს კანონს ვემორჩილებით.
11, 12. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში?
11 მეორე, იესო მამის სიყვარულს ამჟღავნებდა. დედამიწაზე მსახურების დროს იესომ ცხადყო, თუ რაოდენ ზრუნავს იეჰოვა თავის მსახურებზე. სხვა ყველაფერთან ერთად იესომ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ თითოეული ძალიან ძვირფასი ვართ ზეციერი მამის თვალში (მათ. 10:31). იეჰოვა სიხარულით იღებს „დაკარგულ ცხვარს“, რომელიც ინანიებს და კრებას უბრუნდება (ლუკ. 15:7, 10). ღმერთმა თავისი სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ საკუთარი ძე გაიღო ჩვენ გამოსასყიდად (იოან. 3:16).
12 რას ვსწავლობთ: როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში? (ეფეს. 5:1, 2). და-ძმები ჩვენს თვალში ძვირფასები არიან და სიხარულით ვიღებთ „დაკარგულ ცხვარს“, რომელიც უბრუნდება იეჰოვას (ფსალმ. 119:176). თანაქრისტიანებს სიყვარულს დავუმტკიცებთ, თუ საკუთარ დროსა და ენერგიას არ დავზოგავთ მათთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი დახმარება სჭირდებათ (1 იოან. 3:17). როდესაც სხვებს სიყვარულით ვეპყრობით, ქრისტეს კანონს ვემორჩილებით.
13, 14. ა) იოანეს 13:34, 35-ის თანახმად, რისკენ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს და რატომ არის ის ახალი მცნება? ბ) როგორ შეგვიძლია დავიცვათ ახალი მცნება?
13 მესამე, იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, რომ თავგანწირული სიყვარული გამოევლინათ (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35). იესოს მცნება იმ გაგებით არის ახალი, რომ განსხვავებული სიყვარულის გამოვლენას მოითხოვს ქრისტიანებისგან. ასეთ სიყვარულს მოსეს კანონი არ ითხოვდა ისრაელებისგან. ჩვენ ისე უნდა გვიყვარდეს და-ძმები, როგორც იესომ შეგვიყვარა. ეს კი თავგანწირულ სიყვარულს ნიშნავს.c ჩვენ საკუთარ თავზე მეტად უნდა გვიყვარდეს თანაქრისტიანები. ეს გრძნობა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ იესოს მსგავსად მათი გულისთვის საკუთარი სიცოცხლის გასაღებადაც კი ვიყოთ მზად.
14 რას ვსწავლობთ: როგორ შეგვიძლია დავიცვათ ახალი მცნება? მარტივად რომ ვთქვათ, მსხვერპლი უნდა გავიღოთ და-ძმებისთვის. ჩვენ მხოლოდ დიდი მსხვერპლის, მაგალითად სიცოცხლის გასაღებად კი არ უნდა ვიყოთ მზად, არამედ მცირედი მსხვერპლისთვისაც. მაგალითად, როცა რეგულარულად მიგვყავს კრებაზე ხანდაზმული და-ძმები, თანაქრისტიანების გულისთვის საკუთარ სიამოვნებაზე ვამბობთ უარს ან სტიქიის შედეგად დაზარალებული თანაქრისტიანების დასახმარებლად შვებულების დღეებს ვიყენებთ, ქრისტეს კანონს ვემორჩილებით. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ, რომ კრებაში თითოეულმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.
-
-
სიყვარული და სამართლიანობა ქრისტიანულ კრებაშისაგუშაგო კოშკი — 2019 | მაისი
-
-
20, 21. ა) როგორ უნდა მოეპყრონ ძალაუფლების მქონენი სხვებს? ბ) როგორ შეუძლიათ ქმრებს თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა და როგორ უნდა მოეპყრონ მამები შვილებს?
20 ქრისტეს კანონის თანახმად, როგორ უნდა მოეპყრონ ძალაუფლების მქონენი სხვებს? ვინაიდან ამ კანონს სიყვარული უდევს საფუძვლად, ძალაუფლების მქონენი ღირსეულად და სიყვარულით უნდა მოექცნენ მათ, ვისზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც აკისრიათ. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ქრისტეს გზა სიყვარულის გზაა.
21 ოჯახში. ქმარს ისე უნდა უყვარდეს ცოლი „როგორც ქრისტეს — კრება“ (ეფეს. 5:25, 28, 29). ქმარმა უნდა მიჰბაძოს იესოს თავგანწირული სიყვარულის გამოვლენაში და ცოლის საჭიროებები და ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს. ზოგ მამაკაცს შეიძლება გაუჭირდეს ასეთი სიყვარულის გამოვლენა, რადგან ისეთ გარემოში აღიზარდა, სადაც სხვებს უსამართლოდ ექცეოდნენ და სიყვარულს არ ავლენდნენ. მათთვის შეიძლება ადვილი არ იყოს ცუდი ჩვევების მოშორება, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთონ ეს, რათა დაემორჩილონ ქრისტეს კანონს. ქმარი, რომელიც თავგანწირულ სიყვარულს ავლენს, ცოლის პატივისცემას იმსახურებს. შვილების მოყვარული მამა სიტყვითა თუ საქმით არასდროს მიაყენებს ტკივილს თავის შვილებს (ეფეს. 4:31). ნაცვლად ამისა, ის სიყვარულს გამოხატავს და აქებს შვილებს, რაც მათ თავს უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს. ასეთი მამა შვილების სიყვარულსა და ნდობას იმსახურებს.
22. პირველი პეტრეს 5:1—3-ის თანახმად, ვის ეკუთვნის „ცხვარი“ და როგორ უნდა მოეპყრონ მას?
22 კრებაში. უხუცესებს უნდა ახსოვდეთ, რომ „ცხვარი“ მათი საკუთრება არ არის (იოან. 10:16; წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:1—3). ფრაზები: „ღვთის სამწყსო“ და „ღვთის საკუთრება“ უხუცესებს შეახსენებს, რომ ცხვარი იეჰოვას ეკუთვნის. ღმერთს სურს, რომ მათ მიმართ სიყვარულსა და სათუთ გრძნობებს ავლენდნენ (1 თეს. 2:7, 8). უხუცესები, რომლებიც სიყვარულით ასრულებენ მწყემსის პასუხისმგებლობას, იეჰოვას მოწონებას და თანაქრისტიანების სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ.
23, 24. ა) რა როლი აკისრიათ უხუცესებს, როცა საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება? ბ) რა უნდა ახსოვდეთ უხუცესებს ასეთ შემთხვევაში?
23 რა როლი აკისრიათ უხუცესებს, როცა საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება? მათი პასუხისმგებლობა განსხვავდება იმ მსაჯულებისა თუ უხუცესების პასუხისმგებლობისგან, რომლებიც მოსეს კანონით ხელმძღვანელობდნენ. კანონის თანახმად, ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ღვთისგან დანიშნული მამაკაცები არა მხოლოდ სულიერ საკითხებს აგვარებდნენ, არამედ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებსაც. მაგრამ ქრისტეს კანონი უხუცესებს მხოლოდ სულიერი დახმარების აღმოჩენის პასუხისმგებლობას აკისრებს. მათ ესმით, რომ ღმერთმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეების მოგვარების ვალდებულება, რომელთაც აქვთ უფლება, დააწესონ ისეთი სასჯელი, როგორიცაა ჯარიმა ან პატიმრობა (რომ. 13:1—4).
24 რა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს, როცა ვინმე კრებაში სერიოზულ ცოდვას სჩადის? ისინი ღვთის სიტყვის საფუძველზე აფასებენ მდგომარეობას და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ ახსოვთ, რომ ქრისტეს კანონის საფუძველი სიყვარულია. სიყვარული უბიძგებს უხუცესებს, დაფიქრდნენ შემდეგზე: რის გაკეთებაა საჭირო კრებაში მათ დასახმარებლად, ვინც დანაშაულის მსხვერპლი გახდა? რაც შეეხება შემცოდველს, უხუცესებს ისევ და ისევ სიყვარული აღძრავს, დაფიქრდნენ: ინანიებს თუ არა ის თავის დანაშაულს? შეგვიძლია დავეხმაროთ მას იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში?
-