-
შექმენით თბილი ატმოსფეროგამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
-
-
ბავშვებს ძალიან სჭირდებათ სიყვარული. 1950 წელს ანთროპოლოგი ეშლი მონტეგიუ წერდა: „სრულფასოვანი განვითარებისთვის ადამიანს ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდება; მისი [ფიზიკური და ემოციური] ჯანმრთელობა სიყვარულზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით პირველი ექვსი წლის მანძილზე“. მკვლევარები დღესაც იზიარებენ მონტეგიუს დასკვნას, რომ „სიყვარულის ნაკლებობამ ბავშვებზე შეიძლება სერიოზული კვალი დატოვოს“.
-
-
შექმენით თბილი ატმოსფეროგამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
-
-
დაარწმუნეთ შვილები თქვენს სიყვარულში. ამ მხრივ მაგალითი მშობლებს იეჰოვამ მისცა, როცა სახალხოდ გამოხატა თბილი გრძნობები თავისი ძის, იესოს მიმართ (მათე 3:17; 17:5). ფლეკი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, ამბობს: „ბავშვები ყვავილებივით არიან. როგორც პატარა მცენარე იხრება მზისკენ სინათლისა და სითბოს მისაღებად, ისე ბავშვები ილტვიან მშობლებისკენ სიყვარულის მისაღებად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი მათთვის ძვირფასნი არიან“.
-