საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 10/09 გვ. 30
  • რა ხდება მსოფლიოში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში?
  • გამოიღვიძეთ! — 2009
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ერთი თუ ორი ენა?
  • პორნოგრაფიის ყურებით აფორიაქებული ბავშვები
  • დაგეგმილი განქორწინება
  • მშობლებმა შვილების მოფერება უნდა ისწავლონ
  • იმიგრანტებო, დაეხმარეთ შვილებს, სიხარულით ემსახურონ იეჰოვას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • შვილების აღზრდა უცხო ქვეყანაში — სირთულეები და კურთხევები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • შვილები — ძვირფასი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სულიერად მტკიცე ოჯახის აშენება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2009
g 10/09 გვ. 30

რა ხდება მსოფლიოში?

◼ „შეერთებულ შტატებში გოგონათა ერთი მესამედი 20 წლამდე ასაკში ფეხმძიმდება“ (CENTERS FOR DISEASE CONTROL AND PREVENTION, აშშ)

◼ აშშ-ში „ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა“ შესახებ ჩატარებული 420 მამაკაცის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ „10-დან დაახლოებით სამი, ცემის ან სხვა სახის შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა“ (AMERICAN JOURNAL OF PREVENTIVE MEDICINE)

ერთი თუ ორი ენა?

ბევრი მშობელი შიშობს, რომ თუ მათი პატარები მეორე ენას ისწავლიან, მშობლიური ენის ათვისება გაუჭირდებათ. მაგრამ ამ აზრს არ ეთანხმება ნევროლოგი ლორი-ენ პეტიტო, რომელიც ხელმძღვანელობს მკვლევართა ჯგუფს ტორონტოში (კანადა). „ნერვული ქსოვილი, რომელიც დაბადებიდანვე გვაქვს . . . მზად არის ენის ასათვისებლად. ის არაერთი ენის სწავლის საშუალებასაც გვაძლევს“, — ამბობს პეტიტო. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ორ ენაზე მეტყველებენ, ერთ ენაზე მოლაპარაკე ბავშვებზე უკეთესად სწავლობენ. როგორც გაზეთ „ტორონტო სტარში“ იყო აღნიშნული, „მშობლებმა უნდა იყოჩაღონ და შვილებს მეორე ენა ასწავლონ, თუ უნდათ, რომ ბავშვებმა ორი ენის ცოდნით მიღებული სარგებლობა მიიღონ“.

პორნოგრაფიის ყურებით აფორიაქებული ბავშვები

ბავშვები სულ უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ პორნოგრაფიისა და ძალადობის ამსახველი ინტერნეტ ვიდეომასალის ყურებას. გერმანიის ფილოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარის ჰაინც-პეტერ მაიდინგერის თქმით, თორმეტი წლიდან ბიჭებმა ხშირ შემთხვევაში იციან, სად და როგორ შეიძლება შემზარავი ძალადობისა და პორნოგრაფიის ამსახველი ვებ-გვერდების პოვნა. ერთი შეხედვით ბავშვები აუღელვებლები და უდარდელები ჩანან, მაგრამ ასეთი მასალის ყურების შემდეგ შინაგანად აფორიაქებულები არიან. ამიტომ მაიდინგერი მშობლებს ურჩევს, რომ დაინტერესდნენ, რა ხდება მათი შვილების გონებასა თუ კომპიუტერში.

დაგეგმილი განქორწინება

როგორც სიდნეიში გამომავალ გაზეთ „სანდი ტელეგრაფშია“ აღნიშნული, ავსტრალიელთა უმეტესობა ხელს აწერს საქორწინო კონტრაქტს, რომელშიც მომავალი მეუღლისთვის კონკრეტული მოთხოვნებია წაყენებული. ეს არის ხელშეკრულება, რომელშიც პუნქტებად არის ჩამოთვლილი, როგორ უნდა გაიყოს ცოლ-ქმარმა ქონება განქორწინების შემთხვევაში. მრავალ ხელშეკრულებაში დაკონკრეტებულია, რა პირობები უნდა შეასრულოს თითოეულმა მხარემ, რომ საქმე განქორწინებამდე არ მივიდეს. ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია, თუ ვინ მოამზადებს კერძს, ვინ დაასუფთავებს სახლს, ვინ დაჯდება საჭესთან, ეყოლებათ თუ არა შინაური ცხოველები, რამდენს უნდა იწონიდეს მეუღლე, ვინ გაასეირნებს ძაღლს და ვინ გაიტანს ნაგავს. ადვოკატ კრისტინ ჯეფრესის აზრით, ამ ადამიანებს „არა აქვთ იმის იმედი, რომ მათი ურთიერთობა სამუდამოდ გასტანს“.

მშობლებმა შვილების მოფერება უნდა ისწავლონ

პოლონურ ჟურნალ „ნიუსუიკ პოლსკაში“ ნათქვამია: „იზრდება იმ მშობლების რიცხვი, რომლებსაც შვილების მიმართ სითბოს გამოვლენა უჭირთ და ამის სასწავლად სახელმძღვანელო სჭირდებათ“. მშობლებს ისეთი ელემენტარული საკითხების სწავლა სჭირდებათ, როგორიცაა შვილის ჩახუტება, მასთან თამაში და მისთვის სიმღერების მღერა. ბავშვის ნორმალურად ჩამოყალიბებისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. გამოკვლევამ აჩვენა, რომ „პოლონურ ოჯახებში მშობლები შვილებთან ძირითად დროს ტელევიზორის წინ და საყიდლებზე სიარულისას ატარებენ“. ბავშვებთან ერთად თამაში მეექვსე ადგილს იკავებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება