-
ლუკა საყვარელი თანამსახურისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
მწერალი და მისიონერი
ლუკას სახარება და წიგნი „მოციქულთა საქმეები“ თეოფილესთვის არის მიწერილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს წიგნები ლუკამ დაწერა ღვთის შთაგონებით (ლუკა 1:3; საქმეები 1:1). ლუკა არ ამბობს, რომ იესო ქრისტეს მსახურების მომსწრეა. ის აღნიშნავს, რომ იესოს შესახებ ინფორმაცია თვითმხილველებმა გადასცეს და მანაც „ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით“ გამოიკვლია (ლუკა 1:1—3).
-
-
ლუკა საყვარელი თანამსახურისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
შესაძლოა, კესარიაში პავლეს ორი წლით პატიმრობამ ლუკას საშუალება მისცა, სახარებისათვის საჭირო მასალები მოეძია. შორს არ იყო იერუსალიმი, სადაც მას შეეძლო დაეზუსტებინა იესოს გენეალოგია. ლუკამ იესოს ცხოვრებისა და მსახურების მრავალი ისეთი დეტალი ჩაწერა, რომლებიც მხოლოდ მის სახარებაში გვხვდება. ერთი მეცნიერის გამოთვლის თანახმად, ლუკას სახარებაში 82 ასეთი დეტალია.
დასაშვებია, რომ იოანეს დაბადების შესახებ ინფორმაცია ლუკამ ელისაბედისგან, იოანე ნათლისმცემლის დედისგან, მიიღო, იესოს დაბადებისა და ბავშვობის შესახებ ინფორმაცია კი — იესოს დედისგან, მარიამისგან (ლუკა 1:5—2:52). თევზის სასწაულებრივად დაჭერის შესახებ ლუკას შესაძლოა პეტრემ, იაკობმა ან იოანემ მოუთხრო (ლუკა 5:4—10). მხოლოდ ლუკას სახარებაშია მოცემული იესოს ისეთი იგავები, როგორიცაა კეთილ სამარიელზე, ვიწრო კარზე, დაკარგულ დრაქმაზე, გზასაცდენილ შვილსა და მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკა 10:29—37; 13:23, 24; 15:8—32; 16:19—31).
ლუკა ადამიანების მიმართ დიდ ინტერესს ავლენდა. მან ჩაწერა მარიამის მიერ აღვლენილი განსაწმენდი შესაწირავის, ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგომისა და იმის შესახებ, თუ როგორ სცხო ზეთი იესოს ფეხებზე ერთმა ქალმა. ლუკა მოიხსენიებს ქალს, რომელიც იესოს მოემსახურა და მოგვითხრობს მართასა და მარიამის მიერ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობის შესახებ. ლუკას სახარება მოგვითხრობს წელში მოხრილი ქალის, წყალმანკით დაავადებული კაცისა და ათი კეთროვნის განკურნების შესახებ. ლუკა ჰყვება დაბალ ზაქეზე, რომელიც იესოს დანახვის მიზნით ხეზე აძვრა, და იესოს გვერდზე ძელზე გაკრული ერთ-ერთი ბოროტმოქმედის მონანიებაზე (ლუკა 2:24; 7:11—17, 36—50; 8:2, 3; 10:38—42; 13:10—17; 14:1—6; 17:11—19; 19:1—10; 23:39—43).
აღსანიშნავია, რომ კეთილ სამარიელზე იესოს იგავში ლუკა მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ სამარიელმა დაშავებულს ჭრილობა დაუმუშავა. რადგანაც ლუკა ექიმი იყო, ალბათ ამიტომ აღნიშნავს, თუ როგორ აღწერა იესომ დაშავებულისთვის გაწეული დახმარება, და მოიხსენიებს ღვინოს (ანტისეპტიკურ საშუალებას), ზეთს (დამარბილებელ საშუალებას) და ჭრილობის შეხვევას (ლუკა 10:30—37).
-