საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ლუკა საყვარელი თანამსახური
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
    • მწერალი და მისიონერი

      ლუკას სახარება და წიგნი „მოციქულთა საქმეები“ თეოფილესთვის არის მიწერილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს წიგნები ლუკამ დაწერა ღვთის შთაგონებით (ლუკა 1:3; საქმეები 1:1).

  • ლუკა საყვარელი თანამსახური
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
    • წიგნ „საქმეებში“ ლუკას სახელი მოხსენიებული არ არის, მაგრამ გარკვეულ მონაკვეთებში გამოყენებულია ნაცვალსახელები „ჩვენ“ და „ჩვენი“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლუკა ამ წიგნში აღწერილ მოვლენებში იღებდა მონაწილეობას. როდესაც ლუკა პავლესა და მისი თანამსახურების მცირე აზიაში მოგზაურობას აღწერს, ამბობს: „მისია გაიარეს და [ისინი] ტროაში ჩავიდნენ“. სწორედ ტროაში ნახა პავლემ ხილვა იმის შესახებ, თუ როგორ ეხვეწებოდა ერთი მაკედონელი კაცი, „ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“. ლუკა დასძენს: „როგორც კი ეს ხილვა იხილა, [ჩვენ] მაკედონიაში გადავწყვიტეთ წასვლა“ (საქმეები 16:8—10). თუ წინა მუხლში ლუკა მესამე პირში საუბრობდა, აქ უკვე პირველ პირში საუბრობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის პავლესა და სხვებს ტროაში შეუერთდა. შემდეგ ლუკა ფილიპეში მსახურებას აღწერს და პირველი პირის მრავლობით რიცხვს იყენებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ისიც იღებდა იქ მსახურებაში მონაწილეობას. „შაბათს კარიბჭის გარეთ გავედით, მდინარის პირას, სადაც სამლოცველო ადგილი გვეგულებოდა, — წერს ლუკა. — დავსხედით და შეკრებილ ქალებს დავუწყეთ ლაპარაკი“. შედეგად, ლიდია და მისი შინაურები დადებითად გამოეხმაურნენ სასიხარულო ცნობას და მოინათლნენ (საქმეები 16:11—15).

      ფილიპეში ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ; პავლემ განკურნა მოახლე გოგონა, რომელიც დემონის ძალით მკითხაობდა. მისმა ბატონებმა როდესაც დაინახეს, რომ შემოსავლის წყარო ეკარგებოდათ, დაიჭირეს პავლე და სილა, სცემეს და საპყრობილეში ჩაყარეს. ლუკა, როგორც ჩანს, დაპატიმრებას გადაურჩა, რადგან თავისი მეგობრების გასაჭირზე მესამე პირში საუბრობს. მან აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ „[პავლემ და სილამ ძმები] გაამხნევეს და წავიდნენ“. ლუკამ პირველ პირში წერა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოგვიანებით პავლე ფილიპეში დაბრუნდა (საქმეები 16:16—40; 20:5, 6). შესაძლოა, ლუკა ფილიპეში დარჩა, რათა სამქადაგებლო საქმიანობისთვის ხელმძღვანელობა გაეწია.

      ინფორმაციის შეგროვება

      როგორ მოაგროვა ლუკამ სახარებისა და წიგნ „საქმეების“ დასაწერად საჭირო მასალა? წიგნ „საქმეების“ ის ნაწილი, სადაც ლუკა პირველ პირში საუბრობს — ანუ აღწერს მოვლენებს, რომლებშიც თავად იღებდა მონაწილეობას — ცხადყოფს, რომ ლუკა პავლეს თან ახლდა ფილიპედან იერუსალიმში მოგზაურობისას; იერუსალიმში კი მოციქული კვლავ დააპატიმრეს. პავლემ გზად კესარიაში გაიარა, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ფილიპე მახარობელთან დარჩა (საქმეები 20:6; 21:1—17). ლუკამ სამარიაში მისიონერების მსახურების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ფილიპესგან მიიღო, რომელიც იქ სამქადაგებლო საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა (საქმეები 8:4—25).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება