-
ლუკა საყვარელი თანამსახურისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
ლუკა საყვარელი თანამსახური
იდგა ახ. წ. 65 წელი. აღწერილი მოვლენა რომში მოხდა. ლუკამ იცოდა, რამდენად საშიში იყო, სხვების წინაშე მეგობრად ეღიარებინა პავლე, რომელიც რწმენის გამო სასამართლოს წინაშე წარდგა; არავის გაუკვირდებოდა, პავლესთვის სასიკვდილო განაჩენი რომ გამოეტანათ. ასეთ კრიტიკულ დროს მოციქულის გვერდით მხოლოდ და მხოლოდ ლუკა იყო (2 ტიმოთე 4:6, 11).
ბიბლიის მკითხველებისთვის ლუკას სახელი ცნობილია, რადგან მისი დაწერილი სახარება მის სახელს ატარებს. ლუკას არაერთი კილომეტრი გაუვლია პავლესთან ერთად, რომელიც მას „საყვარელ ექიმსა“ და ‘თანამსახურს’ უწოდებს (კოლოსელები 4:14; ფილიმონი 24).
-
-
ლუკა საყვარელი თანამსახურისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
როდესაც ლუკა პავლესა და მისი თანამსახურების მცირე აზიაში მოგზაურობას აღწერს, ამბობს: „მისია გაიარეს და [ისინი] ტროაში ჩავიდნენ“. სწორედ ტროაში ნახა პავლემ ხილვა იმის შესახებ, თუ როგორ ეხვეწებოდა ერთი მაკედონელი კაცი, „ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“. ლუკა დასძენს: „როგორც კი ეს ხილვა იხილა, [ჩვენ] მაკედონიაში გადავწყვიტეთ წასვლა“ (საქმეები 16:8—10). თუ წინა მუხლში ლუკა მესამე პირში საუბრობდა, აქ უკვე პირველ პირში საუბრობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის პავლესა და სხვებს ტროაში შეუერთდა. შემდეგ ლუკა ფილიპეში მსახურებას აღწერს და პირველი პირის მრავლობით რიცხვს იყენებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ისიც იღებდა იქ მსახურებაში მონაწილეობას. „შაბათს კარიბჭის გარეთ გავედით, მდინარის პირას, სადაც სამლოცველო ადგილი გვეგულებოდა, — წერს ლუკა. — დავსხედით და შეკრებილ ქალებს დავუწყეთ ლაპარაკი“. შედეგად, ლიდია და მისი შინაურები დადებითად გამოეხმაურნენ სასიხარულო ცნობას და მოინათლნენ (საქმეები 16:11—15).
ფილიპეში ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ; პავლემ განკურნა მოახლე გოგონა, რომელიც დემონის ძალით მკითხაობდა. მისმა ბატონებმა როდესაც დაინახეს, რომ შემოსავლის წყარო ეკარგებოდათ, დაიჭირეს პავლე და სილა, სცემეს და საპყრობილეში ჩაყარეს. ლუკა, როგორც ჩანს, დაპატიმრებას გადაურჩა, რადგან თავისი მეგობრების გასაჭირზე მესამე პირში საუბრობს. მან აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ „[პავლემ და სილამ ძმები] გაამხნევეს და წავიდნენ“. ლუკამ პირველ პირში წერა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოგვიანებით პავლე ფილიპეში დაბრუნდა (საქმეები 16:16—40; 20:5, 6). შესაძლოა, ლუკა ფილიპეში დარჩა, რათა სამქადაგებლო საქმიანობისთვის ხელმძღვანელობა გაეწია.
ინფორმაციის შეგროვება
როგორ მოაგროვა ლუკამ სახარებისა და წიგნ „საქმეების“ დასაწერად საჭირო მასალა? წიგნ „საქმეების“ ის ნაწილი, სადაც ლუკა პირველ პირში საუბრობს — ანუ აღწერს მოვლენებს, რომლებშიც თავად იღებდა მონაწილეობას — ცხადყოფს, რომ ლუკა პავლეს თან ახლდა ფილიპედან იერუსალიმში მოგზაურობისას; იერუსალიმში კი მოციქული კვლავ დააპატიმრეს. პავლემ გზად კესარიაში გაიარა, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ფილიპე მახარობელთან დარჩა (საქმეები 20:6; 21:1—17). ლუკამ სამარიაში მისიონერების მსახურების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ფილიპესგან მიიღო, რომელიც იქ სამქადაგებლო საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა (საქმეები 8:4—25). მაგრამ ვისგან მიიღო ლუკამ დანარჩენი ინფორმაცია?
შესაძლოა, კესარიაში პავლეს ორი წლით პატიმრობამ ლუკას საშუალება მისცა, სახარებისათვის საჭირო მასალები მოეძია.
-
-
ლუკა საყვარელი თანამსახურისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
პატიმარზე მზრუნველი
ლუკა ზრუნავდა მოციქულ პავლეზე. როდესაც პავლე კესარიაში ციხეში იჯდა, რომის გამგებელმა ფელიქსმა ბრძანა: „არავისთვის აეკრძალათ მისი [პავლეს] მომსახურება“ (საქმეები 24:23). ლუკა, როგორც ჩანს, მათ შორის იყო, ვინც მოციქულს ემსახურებოდა. ვინაიდან პავლე დროდადრო ავადმყოფობდა, მასზე „საყვარელი ექიმი“ ზრუნავდა (კოლოსელები 4:14; გალატელები 4:13).
პავლემ კეისრის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოითხოვა, რის გამოც ფესტუსმა მოციქული რომში გაგზავნა. ლუკა ერთგულად მიჰყვებოდა პატიმარს იტალიისკენ მიმავალ გრძელ გზაზე და აღწერა, როგორ გადაიტანეს გემის მსხვრევა (საქმეები 24:27; 25:9—12; 27:1, 9—44). რომში შინაპატიმრობაში მყოფმა პავლემ ღვთის შთაგონებით რამდენიმე წერილი დაწერა; ორ მათგანში ის ლუკას მოიხსენიებს (საქმეები 28:30; კოლოსელები 4:14; ფილიმონი 24). როგორც ჩანს, ლუკამ წიგნი „მოციქულთა საქმეები“ ამ ორი წლის განმავლობაში დაწერა.
რომში პავლეს სახლში, ალბათ, აქტიურად ეწეოდნენ სულიერ საქმიანობას. აქ შეხვდებოდა ლუკა პავლეს სხვა თანამსახურთ: ტიქიკეს, არისტარქოსს, მარკოზს, იუსტუსს, ეპაფრას, ონისიმეს და სხვებს (კოლოსელები 4:7—14).
როდესაც პავლე მეორეჯერ დააპატიმრეს და მოციქული გრძნობდა, რომ მალე მოკლავდნენ, ერთგული და გამბედავი ლუკა მის გვერდით იყო მაშინ, როცა სხვებმა მიატოვეს. ლუკა გვერდიდან არ მოშორებია პავლეს, თუმცა ამით საკუთარ თავისუფლებას უქმნიდა საფრთხეს. შესაძლოა, ლუკამ პავლეს თხოვნით დაწერა: „ლუკაღა დარჩა ჩემთან“. გადმოცემის თანახმად, ამ წერილის დაწერიდან მალევე მოჰკვეთეს პავლეს თავი (2 ტიმოთე 4:6—8, 11, 16).
-