საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხადება 3:19). როგორც იეჰოვასგან, ისე იესოსგან აღზრდა სიყვარულის მაჩვენებელია (ებრაელები 12:4—7). ლაოდიკეის კრება უნდა გამოხმაურებოდა იესოს მზრუნველობას და უნდა მიეღო მისგან რჩევა. მათ უნდა მოენანიებინათ და ეღიარებინათ, რომ „ნელთბილი“ მდგომარეობა ცოდვის ჩადენის ტოლფასი იყო (ებრაელები 3:12, 13; იაკობი 4:17). ლაოდიკეელ უხუცესებს თავი უნდა დაენებებინათ სიმდიდრის მოხვეჭისთვის და ღვთისგან ბოძებული ძღვენი ‘ცეცხლივით უნდა აეგიზგიზებინათ’. დაე, სულიერი თვალის მალამომ, როგორც მთის ცივმა ნაკადულმა, კრების ყველა წევრს განუახლოს ძალები! (2 ტიმოთე 1:6; იგავები 3:5—8; ლუკა 21:34).

  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 17. რა სულიერი საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას სიმდიდრემ?

      17 სიმდიდრემ ან სიღარიბემ არ უნდა გვაქციოს „ნელთბილ“ ქრისტიანებად. სიმდიდრემ შეიძლება მსახურების ახალი კარი გაგვიხსნას, მაგრამ ამავე დროს საფრთხეც შეგვიქმნას (მათე 19:24). შეძლებულმა ადამიანმა, თუ დროდადრო დიდ თანხას სწირავს, შეიძლება იფიქროს, რომ მსახურებაში ისეთი გულმოდგინება არ სჭირდება, როგორც სხვებს; ის შეიძლება სხვებისგან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასაც მოელოდეს; ისიც შესაძლებელია, რომ მდიდრები სხვებთან შედარებით უფრო სასიამოვნოდ ისვენებდნენ და ერთობოდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს, წინდაუხედავი ადამიანი შეიძლება ქრისტიანულ მსახურებას ჩამოშორდეს და „ნელთბილი“ გახდეს. ნურასოდეს გავებმებით მსგავს მახეებში, ყოველთვის მთელი გულით ‘ვირჯებოდეთ და თავს არ ვზოგავდეთ’ მარადიული სიცოცხლის მისაღებად! (1 ტიმოთე 4:8—10; 6:9—12).

      ‘ვახშმობა’

      18. რას სთავაზობდა იესო ლაოდიკეელ ქრისტიანებს?

      18 შემდეგ იესო ამბობს: „აი, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ერთად ვივახშმებ, ის კი — ჩემთან“ (გამოცხადება 3:20). თუ მიიწვევდნენ ლაოდიკეელები იესოს თავიანთ კრებაში, ის დაეხმარებოდა მათ, აღარ ყოფილიყვნენ „ნელთბილები“ (მათე 18:20).

  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 20. ა) რა მოიტანა შედეგად ქრისტიანული სამყაროს „ნელთბილმა“ მდგომარეობამ უფლის დღის დადგომისას? ბ) რა მოუტანა ქრისტიანულ სამყაროს იესოს განაჩენმა?

      20 ლაოდიკეელებისთვის მიცემულ გულთბილ შეგონებას დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხებული ქრისტიანებისთვის. ზოგიერთ მათგანს ახსოვს, რომ უფლის დღის დაწყებისას ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები მეტისმეტად „ნელთბილები“ იყვნენ. იმის მაგივრად, რომ 1914 წელს უფალს დახვედროდა, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება პირველი მსოფლიო ომის დროს სისხლისღვრაში ჩაება. ომში მონაწილე 28 ქვეყნიდან 24 ქრისტიანობაზე დებდა თავს.

  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 21. როგორ ეხმაურებოდა ლაოდიკეელი ქრისტიანებისთვის მიწერილ სიტყვებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრება 1919 წლიდან?

      21 ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაშიც კი იყვნენ „ნელთბილები“. ისინი ისეთ სასმელს ჰგავდნენ, რომელიც არც სიცხეში აგრილებს კაცს და არც სიცივეში ათბობს. მაგრამ იესოს მაინც მთელი გულით უყვარდა თავისი კრება. იესო ყოველთვის ეხმაურებოდა სტუმართმოყვარეთა მიწვევას. მრავალმა უკვე მიიწვია ის სიმბოლურ ვახშამზე. ამიტომაც 1919 წლიდან მათ თვალი აეხილათ და ბიბლიური წინასწარმეტყველებების მნიშვნელობას ჩასწვდნენ. მათთვის ბევრ რამეს მოეფინა ნათელი (ფსალმუნი 97:11; 2 პეტრე 1:19).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება