საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 69 გვ. 164-გვ. 165 აბზ. 2
  • გაბრიელი ეცხადება მარიამს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გაბრიელი ეცხადება მარიამს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • მარიამს ანგელოზი გამოეცხადა
    ბიბლიური მოთხრობები
  • იესოს ჯერ კიდევ დაბადებამდე განადიდებენ
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 69 გვ. 164-გვ. 165 აბზ. 2
მარიამს ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 69

გაბრიელი ეცხადება მარიამს

იოსებს სიზმარში ანგელოზი ეცხადება.

ელისაბედის ერთ-ერთი ნათესავი, ახალგაზრდა მარიამი, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა. მარიამი დანიშნული იყო ერთ დურგალ კაცზე, იოსებზე. როცა ელისაბედი ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, მარიამს ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა: გამარჯობა, მარიამ! შენ იეჰოვას მოწონება დაიმსახურე! მარიამი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა გაბრიელი. შემდეგ ანგელოზმა უთხრა მას: დაორსულდები და ვაჟს გააჩენ. მას სახელად იესო უნდა დაარქვა. ის მეფე გახდება და მისი სამეფო მარადიულად იქნება.

მარიამმა უთხრა ანგელოზს: მაგრამ, მე ხომ გათხოვილი არა ვარ, როგორ მეყოლება შვილი?! გაბრიელმა უპასუხა: იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია. წმინდა სული გადმოვა შენზე და ვაჟს გააჩენ. შენი ნათესავი ელისაბედიც ორსულად არის. მაშინ მარიამმა მიუგო: იეჰოვას მხევალი ვარ; დაე ისე მოხდეს, როგორც შენ ამბობ!

იოსებს ფეხმძიმე მარიამი თავის სახლში მიჰყავს.

მარიამი ელისაბედის სანახავად წავიდა, რომელიც იუდეის ქალაქში, მთიან მხარეში ცხოვრობდა. როდესაც მარიამი მიესალმა მას, ელისაბედს მუცელში ბავშვი შეუთამაშდა. ელისაბედი წმინდა სულით აღივსო და თქვა: მარიამ, იეჰოვამ გაკურთხა! ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი უფლის დედა მესტუმრა. მარიამმა თქვა: მთელი გულით ვადიდებ იეჰოვას. მარიამი სამი თვე დარჩა ელისაბედთან, შემდეგ კი ნაზარეთში დაბრუნდა.

როცა იოსებმა მარიამის ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, გადაწყვიტა, ნიშნობა ჩაეშალა, რადგან იფიქრა, რომ ის სხვა კაცისგან იყო ფეხმძიმედ. მაგრამ სიზმარში მას ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: ნუ გეშინია, დაქორწინდი მარიამზე. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. იოსებიც დაქორწინდა მარიამზე და ის თავის სახლში წაიყვანა.

„თუკი რამეს მოისურვებს იეჰოვა, აკეთებს კიდეც ცაში თუ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 135:6).

კითხვები: რა უთხრა გაბრიელმა მარიამს? რას ფიქრობდნენ ელისაბედი და მარიამი იმ ყველაფერზე, რაც მათ ცხოვრებაში მოხდა?

მათე 1:18–25; ლუკა 1:26–56; ესაია 7:14; 9:7; დანიელი 2:44; გალატელები 4:4

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება