საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • იოანე ჰირკანი, სიმონის გადარჩენილი შვილი, გააფრთხილეს, რომ მასაც მოკვლას უპირებდნენ; მან დაატყვევა თავისი პოტენციური მკვლელი, და თავისი მამის ნაცვლად თვითონ გახდა მმართველი და მღვდელმთავარი.

      შემდგომი გაფართოება და ჩაგვრა

      თავდაპირველად იოანე ჰირკანი სირიელებისგან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ ძვ. წ. 129 წელს სელევკიდების დინასტიამ პართელებთან გადამწყვეტი ბრძოლა წააგო. იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოუტანა ამ ბრძოლამ სელევკიდებს, ებრაელი ისტორიკოსი მენეკემ სტერნმა დაწერა: „მთელი სამეფო სტრუქტურა, ფაქტობრივად, დაინგრა“. ამიტომ ჰირკანს „შეეძლო დაებრუნებინა მთელი იუდეის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და გაეფართოებინა ქვეყნის საზღვრები“. და მან ეს გააკეთა კიდეც.

      ახლა სირიელების მუქარისგან თავისუფალმა ჰირკანმა იუდეის მეზობელი ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებნი იუდაიზმზე უნდა მოქცეულიყვნენ, თუ არა და მათი ქალაქები განადგურდებოდა. მან ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობა ედომელების წინააღმდეგაც მოაწყო. ამის შესახებ სტერნმა აღნიშნა: „ედომელების მოქცევა პირველი შემთხვევა იყო მათ მოდგმაში, რადგან მთელი ტომი მოექცა მათ სარწმუნოებაზე და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილი“. დაპყრობილ მხარეებს შორის იყო სამარიაც, სადაც ჰირკანმა გერიზიმის მთაზე აღმართული სამარიელთა ტაძარი დაანგრია. ხასმონელთა დინასტიის მიერ იძულებით რწმენის შეცვლის ამ პოლიტიკის შესახებ ისტორიკოსი სოლომონ გრეიზელი ირონიულად წერს: „მატათიას შვილიშვილმა [იუდა მაკაბელის მამამ] დაარღვია სწორედ ეს პრინციპი — რელიგიური თავისუფლება, რომელიც წინა თაობამ დიდსულოვნად დაიცვა“.

      ფარისევლებისა და სადუკეველების გამოჩენა

      როდესაც იოსებ ფლავიუსი ჰირკანის მეფობის დროის შესახებ წერდა, მოიხსენია ფარისევლებისა და სადუკეველების მზარდი გავლენა

  • ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, რომ იოანე ჰირკანი ფარისევლების პირველი მოწაფე და მხარდამჭერი იყო. მაგრამ, გარკვეულწილად, ფარისევლები მას კიცხავდნენ იმის გამო, რომ თავს არ ანებებდა მღვდელმთავრობას. ამან მათ შორის განხეთქილება წარმოშვა. ჰირკანმა არაკანონიერად გამოაცხადა ფარისევლების რელიგიური წეს-ჩვეულებები. მან იმით დასაჯა ფარისევლები, რომ მათ რელიგიურ მტრებს, სადუკეველებს მიემხრო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება