საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მტკიცედ გადავწყვიტეთ, იეჰოვასთვის გვემსახურა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აპრილი
    • ნორმა ჩემს მეუღლესთან ერთად მისიონერად მსახურება შემომთავაზა მალაგასის რესპუბლიკაში (დღევანდელი მადაგასკარი). ვერას წერილი მივწერე და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ. ის არც კი დაფიქრებულა, ისე დამთანხმდა. როცა ფინეთში დავბრუნდი, მადაგასკარში გასამგზავრებლად ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მზადება.

      სიხარული და იმედგაცრუება

      1962 წლის იანვარში დედაქალაქ ანტანანარივუში (მადაგასკარი) ჩავფრინდით. ბეწვის ქუდი გვეხურა და თბილი პალტო გვეცვა, რადგან ფინეთში ციოდა. მადაგასკარის ტროპიკული სიცხის გამო ტანსაცმლის გამოცვლა მოგვიწია. ჩვენი საცხოვრებელი ერთი ოთახისგან შედგებოდა. რადგან მეორე მისიონერი წყვილიც აქ ცხოვრობდა, მე და ვერას აივანზე გვეძინა.

      ჩვენ ფრანგული ენის სწავლა დავიწყეთ, რომელიც მადაგასკარის ოფიციალურ ენად ითვლებოდა. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა მასწავლებელმა, და კარბონომ, ფინური არ იცოდა. ის ინგლისურად გვასწავლიდა ფინურს, მაგრამ ვერამ ინგლისურიც არ იცოდა. ამიტომ მასწავლებლის ნათქვამს მას ფინურ ენაზე ვუხსნიდი. ვერა ტექნიკურ ტერმინებს უკეთესად იგებდა შვედურ ენაზე. ამიტომ მას ფრანგულ გრამატიკას შვედურ ენაზე ვუხსნიდი. მალე წარმატებებს მივაღწიეთ და ადგილობრივი ენის, მალაგასიურის, შესწავლაც დავიწყეთ.

      მადაგასკარში პირველად ბიბლიის შესწავლა მამაკაცთან დავიწყე, რომელმაც მხოლოდ მალაგასიური ენა იცოდა. მალაგასიურ ბიბლიაში ფინური ბიბლიის დახმარებით ვეძებდით მუხლებს. რადგან ენა კარგად არ ვიცოდი, ვერ ვახერხებდი ბიბლიური მუხლების სათანადოდ განმარტებას. მიუხედავად ამისა, ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მალე გაიდგა ფესვი მის გულში და მოინათლა.

      1963 წელს მადაგასკარს ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან ძმა მილტონ ჰენშელი ესტუმრა. ცოტა ხნის შემდეგ აქ ფილიალი დაარსდა. გარდა იმისა, რომ სარაიონო და საოლქო ზედამხედველად ვმსახურობდი, ფილიალის კოორდინატორადაც დავინიშნე. მთელი ამ ხნის განმავლობაში იეჰოვამ უხვად გვაკურთხა. 1962 წლიდან 1970 წლამდე მადაგასკარში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი 85-დან 469-მდე გაიზარდა.

      1970 წლის ერთ დღეს, როცა მსახურებიდან დავბრუნდით, კართან უწყება დაგვხვდა; ყველა მისიონერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიბარებდნენ. იქ შევიტყვეთ, რომ მთავრობის ბრძანების თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა მადაგასკარი. როდესაც ვიკითხე, განა ასეთი რა დავაშავე, დეპორტირებას რომ მიპირებდნენ, მითხრეს: „ბატონო კუოკანენ, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ!“

      „უკვე რვა წელია, რაც აქ ვართ, — ვთქვი მე. — აქ არის ჩვენი სახლი. ასე უცბად ვერ დავტოვებთ აქაურობას“. ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა; ყველა მისიონერს ქვეყანა ერთ კვირაში უნდა დაგვეტოვებინა. ფილიალი დაიხურა, სამქადაგებლო საქმიანობას კი ზედამხედველობას ერთი ადგილობრივი ძმა უწევდა. ვიდრე მადაგასკარში საყვარელ თანაქრისტიანებს დავშორდებოდით, ჩვენ უგანდაში დაგვნიშნეს.

  • მტკიცედ გადავწყვიტეთ, იეჰოვასთვის გვემსახურა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აპრილი
    • 1990 წლისთვის მადაგასკარში წინააღმდეგობამ იკლო და, ჩვენდა გასაოცრად, იქ ერთი წლით მსახურება შემოგვთავაზეს. ჩვენ გვსურდა იქ წასვლა, მაგრამ ორი დიდი სირთულის წინაშე ვიდექით. ჩემს ხანში შესულ მამაზე უნდა გვეზრუნა, ვერას კი კვლავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 1990 წლის ნოემბერში მამა გარდაიცვალა, რამაც ძალიან დამამწუხრა. ჩვენ უკვე შეგვეძლო მისიონერად მსახურება, რადგან ვერაც უკეთესად გრძნობდა თავს. 1991 წლის სექტემბერში მადაგასკარში დავბრუნდით.

      თუმცა მადაგასკარში ერთი წლით დაგვნიშნეს, იქ ათი წელი ვიმსახურეთ. ამ ხნის მანძილზე მაუწყებლების რიცხვი 4 000–დან 11 600–მდე გაიზარდა. მისიონერად მსახურება დიდ ბედნიერებას მანიჭებდა. თუმცა, ზოგჯერ გულგატეხილობა მეუფლებოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლის ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნილებებს სათანადოდ არ ვაკმაყოფილებდი. იეჰოვა ორივეს გვაძლევდა ძალებს, რომ მსახურება გაგვეგრძელებინა.

  • მტკიცედ გადავწყვიტეთ, იეჰოვასთვის გვემსახურა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აპრილი
    • [სურათი 15 გვერდზე]

      ფინეთში სარაიონო მსახურების დროს, 1960 წელი.

      მადაგასკარში მისიონერული მსახურების დროს, 1962 წელი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება