‘ჭეშმარიტების ძვირფასეულობები’
‘ჭეშმარიტების ძვირფასეულობები’. აი, როგორაა აღწერილი ორი განსაკუთრებული ჟურნალი ნიგერიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალისთვის მიწერილ წერილში. ავტორი, ერთი ახალგაზრდა, ხსნის:
«გწერთ, რომ გულითადი მადლიერება გამოვხატო თქვენი მცდელობებისთვის — შეეხოთ დღევანდელი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მეშვეობით.
მე 17 წლის ვარ. გასულ წელს ადგილობრივმა რადიოსადგურმა მოაწყო ნარკვევების კონკურსი თემაზე „სიყვარული უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სქესობრივი კავშირია — შიდს-ი სინამდვილეა“. თითოეულ ნარკვევში უნდა ყოფილიყო არანაკლებ ოთხასი სიტყვა. საუკეთესო ნარკვევისთვის ჯილდო 1 000 ნაირა (12,50 ამერიკული დოლარი) იყო. რასაკვირველია, დიქტორებმა გამოაცხადეს, რომ ხალხს მხოლოდ ჯილდოსთვის კი არ უნდა დაეწერა, არამედ უფრო იმისთვის, რომ რაღაც გაეგო. . .
ინფორმაცია შიდს-ზე ორივე ჟურნალში მოვნახე. ურიცხვი სტატია იყო სიყვარულზეც. მე ვისარგებლე ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ 1978 წლის 8 აგვისტოს ნომერში მოცემული აზრებით.
ჩემი ნარკვევის გაგზავნიდან სულ რაღაც ორ თვეში გამოცხადდა შედეგები. ჩემდა გასაკვირად, პირველი ადგილი დავიკავე მდინარე კროსისა და აკვა იბემის შტატებში!
ჩემს მიერ გამოყენებული მთელი ინფორმაცია ჟურნალებიდან იყო. ნამდვილად სასწაულია, რომ იეჰოვა ჩვენთვის საჭირო დროული ინფორმაციით უზრუნველგვყოფს ამ მშფოთვარე და არაჯანსაღ წუთისოფელში. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, ვიცით, რომ სიყვარული ბევრად, ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სქესობრივი კავშირია. და, რასაკვირველია, წმინდა, ზნეობრივი ცხოვრება გვიცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა შიდს-ი.
არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადოთ ჭეშმარიტების ამ ძვირფასეულობებისთვის, რომლებსაც დაუცხრომლად ამზადებთ. დაე განაგრძოს იეჰოვამ თქვენი მცდელობების კურთხევა ამ ძვირფასი ჟურნალებით განუწყვეტელი მომარაგების საქმეში».