-
გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
-
-
თანდაყოლილი კომპასი
აბა, დაფიქრდით, როგორი იქნებოდა სიცოცხლე, თანდაყოლილი შინაგანი კომპასი რომ გქონოდათ. გზა არსად აგებნეოდათ! ზოგი ცოცხალი არსების, მათ შორის მეთაფლია ფუტკრებისა და კალმახების, სხეულში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბუნებრივი მაგნიტური ნივთიერების, მაგნეტიტის, მიკროსკოპული კრისტალები. ის უჯრედები, რომლებიც ამ კრისტალებს შეიცავს, ნერვულ სისტემასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ თავისებურების წყალობით, ფუტკრებიცა და კალმახებიც მშვენივრად გრძნობენ მაგნიტურ ველებს. სხვათა შორის, ფუტკრები დედამიწის მაგნიტური ველის შეგრძნებით აშენებენ ფიჭებს და გზასაც სწორედ მისი დახმარებით იკვლევენ.
მკვლევარებმა ზღვის ფსკერში ჩასახლებულ ზოგი სახეობის ბაქტერიებშიც აღმოაჩინეს მაგნეტიტი. როდესაც ზღვის ფსკერი იმღვრევა, დედამიწის მაგნიტური ველი მოქმედებს მაგნეტიტზე და ამღვრევის შედეგად „სახლიდან გამოყრილ“ ბაქტერიებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ „მშობლიურ კერას“. ეს რომ არა, ისინი მოკვდებოდნენ.
როგორც ჩანს, ბევრ მოგზაურ ცხოველსაც — მათ შორის ფრინველებს, ზღვის კუებს, ორაგულებსა და ვეშაპებს — მაგნიტური მგრძნობელობა აქვს, მაგრამ ისინი მხოლოდ ამ შეგრძნებას არ ეყრდნობიან — ეტყობა, რომ მოგზაურობისას ისინი სხვადასხვა შეგრძნებას იყენებენ. ორაგული, მაგალითად, იმ ადგილის ძიებისას, სადაც ის დაიბადა, ძლიერ ყნოსვას ენდობა. ევროპაში მობინადრე შოშიები გადაფრენის დროს მზის მეშვეობით იკვლევენ გზას, ზოგი სხვა ფრინველი კი — ვარსკვლავების მეშვეობით. თუმცა, როგორც ფსიქოლოგმა, პროფესორმა ჰოვარდ ჰიუზმა თავის წიგნში „სენსორული ეგზოტიკა — სამყარო ადამიანის აღქმის მიღმა“ შენიშნა, „ჩვენ აშკარად ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ჩავწვდეთ ბუნების ამ და სხვა საოცრებებს“.
-
-
გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
-
-
[სურათი 7 გვერდზე]
მეთაფლია ფუტკრები (მხედველობა და მაგნიტური მგრძნობელობა).
-
-
გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
-
-
[სურათი 7 გვერდზე]
ზღვის კუ (შესაძლოა, მაგნიტური მგრძნობელობა).
-