-
თოვლის თბილი საბურველიგამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
სიცოცხლე თოვლის საფარქვეშ
თოვლის საფარქვეშ მრავალ პატარა, ბეწვით შემოსილ ცხოველს გაჰყავს ხვრელები და იქ ეწევა თავის ყოველდღიურ საქმიანობას, რაშიც უმთავრესად საკვების ძიება შედის. ეს ცხოველებია: ლემინგები, მემინდვრიები, ბიგასებრნი და სხვა. ისინი ძირითადად ღამის ცხოველები არიან და მწერებითა და მატლებით იკვებებიან. თაგვები კი თოვლის ზედაპირზე თავქუდმოგლეჯილი დარბიან კენკროვნების, თხილის, თესლების ან ნორჩი ხეების რბილი ქერქების საპოვნელად.
როგორ ინარჩუნებენ პატარა ძუძუმწოვრები სხეულის სათანადო ტემპერატურას? მრავალს არა მარტო თბილი „სამოსი“ აქვს, არამედ „გამათბობელიც“, რომელსაც ენერგიით სწრაფი ნივთიერებათა ცვლა ამარაგებს. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენი „საწვავია“ საჭირო ამ „ცოცხალი გამათბობელისთვის“. მაგალითად, ბიგასებრნი ყოველდღიურად თითქმის იმდენივე საკვებს — მწერს, მატლსა თუ ჭუპრს — მიირთმევენ, რამდენსაც თავად იწონიან. ბიგასებრთა შორის ყველაზე პატარა — ჯუჯა ბიგა — კი უფრო მეტსაც მიირთმევს! ასე რომ, ეს ცხოველები გამოღვიძებისთანავე საჭმლის ძებნას იწყებენ.
ეს პატარა ძუძუმწოვრები, თავის მხრივ, მტაცებლების, მაგალითად, ბუსა და კვერნისებრთა ოჯახის ორი წარმომადგენლის — ყარყუმისა და დედოფალას — საყვარელი კერძი არიან. ტანწერწეტა და მარდი კვერნისებრნი კარგად არიან აღჭურვილნი იმისათვის, რომ თოვლის ლაბირინთებში საკვები ეძებონ. ისინი ბოცვერებზეც ნადირობენ, რომლებიც ტანით მათზე დიდები არიან.
-
-
თოვლის თბილი საბურველიგამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
ბევრი ცხოველი, როდესაც ზამთარში საკმარის საკვებს ვერ პოულობს, ზაფხულში დაგროვილი ცხიმის მარაგს იყენებს, მაგრამ ზოგი ცოტა საკვებს მაინც პოულობს. მაგალითად, ლოსი ჭამს ნორჩი ხეების, განსაკუთრებით ფიჭვების, ტოტებს. ციყვები თავიანთ „საკუჭნაოებში“ დამალულ ნოყიერ თესლებს მიირთმევენ, კურდღლები კი ნორჩი ხეების ქერქებს, გამხმარ რტოებსა და ყლორტებს ღრღნიან.
-